ისე რა რთული იყო ატლეტიკოსთან თამაში
აი ეს მეორე თამაში, მეორე ტაიმი განსაკუთრებით, ჩემი აზრით იყო საუკეთესო აბსოლუტურად რომელიც უთამაშიათ ბარსას თამაშის გასანეიტრალებლად
აი მაურინიოს რეალთან, მაურინიოს ჩელსისთან, ჰიდინკის ჩელსისთან, მაურინიოს ინტერთან და ა.შ. უფრო იყო ხოლმე ,,მეტრები" რომ თუნდაც დრიბლინგი დაგეწყო ან ვინმე ,,ზედმეტი" შეწეულიყო
ატლეტიკოსთან უბრალოდ ვერ წარმოიმედგენია რა უნდა გაეკეთებინა სიტყვაზე ალვეშს–ალბას
სად შესულიყო სესკი
როგორ დარჩენილიყო ნეიმარი თუ სანჩესი ისე რომ პირით კარისკენ ყოფილიყო და 1 მცველს 3–5 მეტრზე არავინ ყოლოდა დამზღვევი
ანუ ყველგან იყვნენ ის ჩემამალები
არ ვიცი როგორ ,,ამოავსო" სიმეონემ ყველაფერი

ტატა კი სწორად მოიქცა, ნეიმარი–მესის გაყოფას ცდილობდა (როგორც რივალდო–ფიგუს), შედარებით თავისუფალ ზონებში მაშინვე შედიოდა სესკი, შემდეგ ინიესტა ეძებდა ხვრელებს
უბრალოდ არაფერი არ იყო :დ
ეს თამაში პირველი უნდა იყოს საიდანაც უნდა ისწავლონ რა ქნან, რას მოიფიქრებენ მე არ ვიცი ნაღდად :დ მაგრამ ეს იყო უიდეალურესი ,,დაგეგმვა" ბარსას წინააღმდეგ
ჩემი აზრით, ისევ, ინტერთან ძალიან ცუდ ფორმაში იყო მესი (დღეს სულაც არაა ისეთ ცუდ ფორმაში როგორც იმ პერიოდში), ჰიდინკის ჩელსისთან კი გაცილებით მეტი სივრცეები იყო, ალვეში ვერ იყენებდა და არც დრიბლინგა თუ სწრაფი ხალხი გვყავდა, აი აქ კიდევ მე პირადად ვერ ვხედავ გამოსავალს რა უნდა ექნა, ან ვის უნდა ექნა რამე

, მაინც იგივე იქნებოდა

. ისევ ალბათ სისწრაფე...ტელიომ გაიგდოს გაყვეს, ან ნეიმარმა (ბოლო წუთზე მსაჯმა რომ შეწყვიტა) - მაგრამ თუ ატლეტიკო არ ამოვიდა ზემოთ, მაგას როგორ იზამ? ატლეტიკო კი ჰა 2-ჯერ ამოვიდეს, ანუ ბურთი უნდა დაუთმო ან რამე ასეთი

. არაა ის შემთხვევითი რომ მსოფლიოს 10 საუკეთესო დრიბლინგიორიდან 4 (ნეიმარი-მესი-სანჩესი-ინიესტა) გვყავს და ,,ყველას გაუქრა" ეგ დრიბლინგი, რაღაცაშია საქმე თუნდაც მაგ სანჩესზე

, რანაირად არის აბა შესაძლებელი კაცი 10-15 დრიბლინგს აკეთებდა და 1-ს ვერ აკეთებს. რიბერისაც წარმოვიდგენდი ხოლმე გუშინ და ზუსტად ისე წარმომესახებოდა როგორც ნეიმარი, ალბათ 1-ხელც ,,ვერ-არ" შეეცდებოდა მოტყუებაზე წასვლას საჯარიმოსკენ, რადგან არ იყო ვარიანტები ამისი, არ მიიღებდა ბურთს იმ ზონებში და ისე, ეგ გამოსულიყო
არ ვიცი არ ვიცი

აი მეტოქეს გააჩნია ეს ერთი, რომ დრიბლინგები გქონდეს
მეორე კი ისე უნდა ათამაშოს მწვრთნელმა გუნდის შეტევა (როცა მეტოქე არ გაძლევს საშუალებას) რომ დრიბლინგი გამოდიოდეს, დაცვა ისე უნდა ,,გაწელო" თუ როგორც არის
სიამოვნებით ვიხილავდი ჩემი აზრით საუკეთესოს ამ მხრივ, ფიგუს

, ასეთ დაცვასთან, ჩადრიბლინგება და მოჭრილი დარტყმა. მან ყოველთვის იცოდა ,,საით გაქცეულიყო" ფინტის შემდეგ. თუმცა ვთვლი ასეთ გუნდებთან უფრო ტელიო-ოვერმარსი-ნავასის ტიპის გაამართლებს, გაგდება და ,,პრასტრელი", ოღონდ მაშინ ცენტრ-ფორვარდია საჭირო

მიხარია ასეთი თამაშები ძალიან, რამდენი ხანია ესპანეთში ბრძოლა არავის გაუმართავს (ისეთი როგორსაც ევროპაში გვიმართავენ, რეალი არ ითვლება თავისთავად), ძლივს ატლეტიკო რა <3
* * *
პ.ს. საერთოდ ასეთ დაცვით ტაქტიკებთან, უხეშობის ზღვარზე სადაც არის
მთავარი ალბათ მაინც სუფთა ფორვარდია, აი გოლის ალღოთი ყველაზე ხშირად ეგენი ნახულობენ ხვრელს (და არა რაღაც ტაქტიკური ფილოსოფიები დაცვა გაწელე და რამე)
მაგალითად, ინტერთან ყველაზე რეალური მომენტები ვის? ბოიანს
ჩელსისთან ვის? ეტოოს, როცა ცენტრში იდგა, აი როცა ფლანგებზე ,,აწელინებდნენ" (ჰიდინკთან ზუსტად არ მახოვს :დ) სულ დაიკარგა. ამავე დროს კი სრულიად ამოკეტეს იბრა ან კეტავდნენ ეგეთ თამაშებში ვილიას, მაგრამ ეგ ისევ თავისი ბრალი უფროა ვიდრე ტაქტიკების

თამაშგარის ზღვარზე მუდმივად უნდა მოძრაობდე რომ გაექცე მცველებს და ზუსტად ისეთ ,,იოლ გოლებზე" უნდა იყო ჩადარაჯებული, გომესს რომ უწუნებენ. ესაა ასხლეტილი ბურთები და ა.შ. (გახსოვთ მაქსის გოლი?)
ანუ ვგულისხმობ ინძაგის სტილს, ერთხელ გაგექცევა, ავტობუსებთან ეგეთი ,,შემთხვევითი გოლი" (რომელიც სულაც არაა შემთხვევითი :დ არამედ 9 ნომერის საგოლე ალღოზეა, ერთხელ მაინც ყველა ,,ავტობუსი" ცდება, ჰოდა ეგ უნდა გამოიყენო, კილერები, ოღონდ პედროს დონის კი არა :დ, ვან ნისტელროის თუ მაკაის დონის უნდა იყოს)
პ.პ.ს. ერთი კიეზა მოგვცა რა, ან სინიორი :დ, აი ასეთია მისწრება კატენაჩოსთვის. არაა საჭირო ეს ნამეტანი გართულება, მარტივია ყველაფერი, სუფთა-ფორვარდის პირველი საქმეა ზუსტად სუფთა-დაცვითი თამაშის დროს ,,დასხლტომა" :დ ან მცველის ,,შეუმჩნეველი შეცდომის" გამოყენება, ასხლეტა/დამატებაზე თამაში და ა.შ. - ამას სწავლობენ ესენი მთელი ცხოვრება და იმისთვის არსებობენ ბუნებაში, პირველ რიგში დაცვის მტერი არის უფრო სუფთა ფორვარდი და ვიდრე დიდი ფეხბურთელი : )
This post has been edited by ნაგავი on 29 Aug 2013, 15:51