» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
“მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, ფილიპო ინძაგიმ შეცვალოს. ამის შესახებ, იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება.
4 ტურის შემდეგ, “მილანს” 4 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი უკავია. მწვრთნელის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაციაც, სწორედ არსებული შედეგიდან გამომდინარე გავრცელდა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მომავალი ორი კვირა, რომლის განმავლობაშიც “მილანი” იტალიის ჩემპიონატში ტურინის “იუვენტუსს” უნდა შეხვდეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსს”, ალეგრის მილანურ კარიერაში, გადამწყვეტი აღმოჩნდება.
.......
მგონი გვეშველა მოჯვით ფული წაიყვანეტ
ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა თვალი “მილანის” ახალგაზრდა თავდამსხმელს, მბაიე ნიანგს დაადგა.
18 წლის ფეხბურთელმა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მისმა გუნდმა ორივე ეს შეხვედრა წააგო.
თუ ინგლისურ გამოცემა Metro-ს დავუჯერებთ, “ტოტენჰემი” აპირებს ზამთარში ჯერმეინ დეფო გუნდიდან გაუშვას და ახალგაზრდა ფრანგ თავდამსხმელს რობერტო სოლდადოს რეზერვისტობა შესთავაზოს. საკითხავია, მოვლენების ასეთი განვითარება რამდენად აწყობს “მილანს”.
როგორც ცნობილია, “როსონერი” აქცენტს ახალგაზრდა ტალანტებზე აკეთებს და ნიანგი სწორედ ასეთია.