თუ ფულში დანძრეული გვაქ მართლა რას იხდიდნენ ილარაშა 32 მილიონს
ალფრედო რელანიო: "ისკომ და ბეილმა კაკა და იოზილი შეიწირეს" უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დამაფიქრა იმაზე თუ რა ხდება "რეალში" და საერთოდ ესპანურ ფეხბურთში. პირველ რიგში, ყველა ძლიერი ფეხბურთელი მხოლოდ სუპერკლუბებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ რა ეშველებათ დანარჩენებს?.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოლიდარობის ეპოქა დასრულებულია და თითოეული გუნდი საკუთარ პრობლემებს მხოლოდ თავის დონეზე გადაჭრის.
მაგალითად, მადრიდის "რეალმა" უკვე შეიძინა ისკო და ასიერ ილიარამენდი ძალიან სერიოზულ თანხებად, რომ არაფერი ვთქვათ გარეთ ბეილში გადახდილ ასტრონომიულ ფასზე. დიახ, უელსელი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მისი შეძენა სასიცოცხლო მნიშნელობის არ ყოფილა, მაგრამ "რეალმა", სადაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარე სკამზე ზის, თავს უფლება მისცა ასეთი ფუფუნება ჰქონოდა. პრიმერას ყველა სხვა კლუბი, "ბარსელონას" გამოკლებით, აბსოლუტურად სხვა პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული.
ასე მაგალითად, "რეალის" უკანასკნელი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკი" ყველა ძალას ხმარობს იმისთვის, რათა ანდერ ერერა შეინარჩუნოს და რაიმე პერსპერქტივა მაინც დაიტოვოს. უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე, ბასკეთის უდიდესმა ქალაქმა ისეთი ფეხბურთელები დაკარგა, როგორებიც ხავი მარტინესი, ფერნანდო ლორენტე და ფერნანდო ამორაბიეტა არიან. ახლა რთული წარმოსადგენია, რომ ორმოცდაათიან წლებში ეს გუნდი დი სტეფანოს "რეალს" ოქროს მედლისთვის ეცილებოდა. ის კი არა, უკანასკნელ 30 წელიწადში, "ატლეტიკი" ორჯერ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ჩემპიონატი შეიძლება საერთოდ არც დაიწყოს. მადლობა ღმერთს, ფეხბურთს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები თამაშობენ და არა - ფული. ეს ყველაფერი კი იმის იმედს მიტოვებს, რომ ყოველთვის შეიძლება მოხდეს რაღაც განსაკუთრებული.
მადრიდელთა ამჟამინდელი სატრასნფერო კამპანია რეალურად ეფუძნება საკმაოდ თანმიმდევრულ და ლოგიკურ პრინციპებს: ეს მხოლოდ სახელგანთქმული ფეხბურთელების შეძენა არაა, არამედ ისეთ მოთამაშეთა შეყრა, რომლებიც გუნდში მუდამ შემოიტანენ ხალისსა და ენერგიას. ანჩელოტი აიძულებს ფეხბურთელებს მაქსიმალურად დაიხარჯნონ, ჯილდო კი ადგილია ძირითად შემადგენლობაში. ახალი მწვრთნელისთვის, როგორც ჩანს, არ არსებობს ავტორიტეტები. მის სიტყვებს, რომ კაკა შანსს მიიღებდა, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, მას ის არ უგულისხმია, რომ ბრაზილიელი ყოფილი დამრიგებლის პატრონაჟით ისარგებლებდა. პირიქით, ანჩელოტიმ გვაჩვენა, რომ მხოლოდ საუკეთესონი ითამაშებენ, ხოლო ფანების საყვარელი ფეხბურთელები, პირადი ინტერესები და ფავორიტები ახლა უკვე აღარაფერს ნიშნავს.
ისკოს დიდებულმა თამაშმა და ბეილის შეძენამ, კაკა "მილანში" გაამწესა, ხოლო მესუთ იოზილს სულიერი სიმშვიდე დაურღვია. გერმანელი, რომელიც "რეალში" "ვერდერიდან" პერსპექტიულ, ნიჭიერ ახალგაზრდად მოვიდა, მადრიდში სრულყოფილ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფლეიმეიქერად იქცა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას შეეშინდა, რომ დიდი ოფლის ფასად მოპოვებულ ადგილს დაკარგავდა. პრინციპში, ახალდენლი სიტუაცია შეიძლება გასაიდუმლოებული ყოფილიყო, მაგრამ ანჩელოტის ერის არსი ისაა, რომ კრიშტიანუს გარდა, ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. მიმდინარე ვითარებაში, ზედმეტი არც ლუის სუარესის შეძენა იქნებოდა. ურუგვაელის შეძენა შეტევაში დამატებით კონკურენციას შექმნიდა, რითაც ანჩელოტის გუნდი მოიგებდა.
ისკოს გარდა, "ატლეტიკთან" თამაშში მინდა ხაზი გავუსვა ლუკა მოდრიჩის თამაშს: ხორვატმა, რომელიც გასულ სეზონში გარკვეულ ეჭვებს იწვევდა, მიმდინარე სეზონში სასტარტოში მიიღო ადგილი და ყოველდღე ამტკიცებს, რომ ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერია. ვფიქრობ, ამ მომენტში, როცა ჩაბი ალონსო და აიერს ილიარამენდი ტრავმირებულნი არიან, მოედნის ცენტრში გუნდის დირიჟორის როლს სწორედ ხორვატი შეითავსებს.
გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორი - ალფრედო რელანიო - See more at:
http://madridista.ge/news/23460-bbbbbbb-bb...h.ZGgAp5IF.dpuf