სივორია დერბის ყველა დროის ბომბა 13 გოლით
ბონისენიას 12 აქვს გატანილი (9 ინტერის შემადგენლობაში, 3 იუვენტუსის)
მეაცას 10 (8 ინტერი, 2 იუვენტუსი)
დელ პიეროს 8
მეაცამ 8 გოლი გაიტანა მეაცაზე

და სივორი/ბონისენიამ 6
ტაიდერი იქნებაო გაძეტამ და ვუჩინიჩიც
შანსები ძირითადზ
ვუჩინიჩი 51% კუალიარეალა 49%
ტაიდერი 55% კოვაჩიჩი 45%
93 თამაშიდან ჩემპიონატში მეაცაზე ინტერთან მხოლოდ 22 აქვს მოგებული იუვეს
კამბიასო სერია ა-ში მხოლოდ ერთხელ გააგდეს და ისიც იუვენტუსთან, გვახსოვს ჯოვინკოს ეპიზოდი

6 მოგება კამბიასოს იუვენტუსთან, 6 წაგება და 5 ფრე
ჰისტორი
დერბი დ'იტალია ითვლება რომ დაიწყო 1961 წელს, ინტერი იგებდა ტურინში 2:0-ს, როცა იუვეს ფანებმა არეულობა მოაწყვეს, თამაში შეწყდა
წესებით ინტერის იყო მოგება, მაგრამ მთავარი

ანიელი (ფიატის მფლობელი) იუვენტუსის პრეზიდენტობასთან ერთად ფედერაციის პრეზოც იყო და გადათამაშება დაინიშნა
მამა-მორატიმ რა გადათამაშებაო, ახალგაზრდები ათამაშა და 9:1 წააგო ინტერმა (სივორიმ მაგ 12-დან 6 მაგ თამაშში გაიტანა და ოქროს ბურთიც მოიგო იმ წელს), მაგრამ ამ 9:1-შიც იყო კარგი, სანდრო მაცოლას დებიუტი და გოლი
იუვენტუსის ყველა დროის ფეხბურთელად ხშირად აღიარებული ბონიპერტი კი ნამუსიანი კაცი იყო და ითვლება ზოგიერთი ვერსიით რომ ამ თამაშის გამო დაანება თავი ფეხბურთს
ჩემპიონატს რაც შეეხება იუვენტუსმა მოიგო 5 ქულით გაასწრო ინტერს (ინტერს მილანმაც გაასწრო). ის თამაში 2:0 რომ მოეგო ინტერს, 2 ქულამდე ამცირებდა (მოგება 2 ქულა იყო მაშინ) და 6 ტური რჩებოდა...
This post has been edited by ნაგავი on 14 Sep 2013, 09:37