შეიძლება მაგ კაცს ბევრი უნახავს და ხედავს რაღაც ისეთს რატომაც ამბობს მაგას. არ ვიცი რას მაგრამ გამოცდილების ამბავია მაინც.
დრო გამოაჩენს.
მაგრამ პიარის ამბავში ვერ დავეთანხმები.
იმიტომ რომ გარკვეულ მიზეზთა გამო ევროპაში მაინც ძალიან სიფრთხილით უყურებენ ნეიმარს.
მაგრამ მე ესე ვიტყოდი. არც ისეთი კარგი პიარი აქვს როგორიც პერსპექტივა.
სხვა საქმეა აი მაგ დიდი სამეულის დონეზე გავა თუ არა.
ერთი სურათია აქეთ სკლუიზი და იქით ნეიმარი.
პოპულარულია ნეთ სივრცეში და წერია შიტ და კლასს

მერე კიდე რობიონიოს და რაც ყველაზე სასაცილოა დენილსონს ადარებენ.
მე კიდე მგონია რომ თუ ნიემარს დენილსონს ადარებ ესე იგი არც დენილსონის თამაში გახსოვს და არც ნეიმარის გინახავს წესიერად.
უბრალოდ ძალიან ბევრი ფლოპები წამოვიდა სამხრეთ ამერიკიდან და არა მარტო ბრაზილიიდან.
სავიოლა, რიკელმე, ტევესი, რობიონიო. სულ ტოპები იქ.
და ვინც გაქაჩა მაგალითად კაკამ უფრო ევროპაში გაქაჩა.
ჰოდა იმჰო საფეხბურთო საზოგადოება ამ ნეიმარის მიმართ უფრო სიფრთხილეს იჩენს.
თან არ ჯდება სტანდარტულ საფეხბურთო გარეგნობაში გაწიებულია უშნოდ და გამხდარი

ასე რომ ამ პიართან ერთან ანტიპიარიც მოშნად გასდევს.
მე კიდე ჩემ შთაბეჭდილებას დავწერ.
ყოველგვარი ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის გარეშე.
რომარიოს, რონალდოს და რივალდოს პირველი ნაბიჯები ბრაზილიაში მე არ მინახავს.
რონალდინიოსი ისე რა, აქა იქ.
მაგრამ ვინმე ესეთი ნიჭიერი გამოჩენილიყოს ბოლო 10 წლის მანძილზე, ან მიახლოებებული ნიჭის მაინც მართლა არ ყოფილა.
გაუგებრობა რომ არ იყოს მსოფლიოს არა ბრაზილიას ვგულისხმობ მარტო. მაგრამ ესეც ბევრს ნიშნავს.
კონფედერაციის წინ როცა ერთხმად შეირაცხა ნეიმარი ფლოპად.
აქაც დაუწერიათ და გამიგია კიდეც.
რა უნდა მაგ რიჟიკას ძირითადში ითამაშოს მაგალითად ერნანესმაო.
კალჩიო აქვს მაგას ნათამაშები სანტოსელს ტრაკში ამოისვავსო.
ხოდა თქვე კაი ხალხო. ერნანესის თამაშს მე მაშინ ვუყურებდი როცა მართლა 99% არ იცოდა ვინ იყო.
კი არ ვბლატაობ და რამე, ფეხბურთის ყურებაზე ადვილი რა არის

მაგრამ ვუყურებდი და ჰა.
ხოდა მევასებოდა სასტიკად. საფრანგეთთან რომ კარატის ილეთი ჩაატარა და გააგდეს ის წიხლი იმ ფრანგზე მეტად მე მეტკინა, მივხვდი რა რომ გარკვეული ხანი მოკვეთდდენ ნაკრებიდან.
მაგრამ არც ერნანესს და არც არავის სხვას ისე არავინ არ წამოუმხია თავზე როგორც ამას ნეიმარი აკეთებდა.
ეხლა როგორ დავიჯერო რომ ერნანესი მაგარია და ნეიმარი ბანძია

თუ ერნანესი ქაჩავს ევროპაში რომელიც იმის ნახევარს აკეთებდა მოედანზე ვიდრე ნეიმარი.
რატო არ უნდა გაქაჩოს ნეიმარმა ბარსაში სადაც თავის წარმოჩენა უფრო იოლია და უფრო მოგცემენ ამის საშუალებას ვიდრე ლაციოში???
და საერთოს ეს მიდგომა რომ იქ იოლია თამაში და ყველა ქაჩავს მკლავს.
თუ იოლია რატომაა რომ ფრედს და ჟოს ერთად 10 გოლი არ აქვთ მგონი გატანილი მგონი ამ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატში და ნაკრებში კიდე გოლების წვიმა დააყენეს.
საინტერესო იქნებოდა ერთი შევადაროთ.
ჟოს საშუალოდ რამდენ წუთში გააქვს ატლეტიკოში და რამდენი ნაკრებში.
იგივე ფრედზე.
ან რამდენია ისეთი ფეხბურთელი რომლებსაც ძალიან კარგი სტატისიკა ქონდათ და ევროპაში ჩამოსვლის მერე გაუფუჭდათ. დეივიდი და ჯოვანი მახსენდება უცებ სხვები არა.
და პირიქით რამდენიც გინდა. ფორლანი რომ ფორლანია იმანაც კი მოუკლო გოლებს და ეფეტურ თამაშს იქ.
ესე იგი რაღაც ხდება და არაა ისე მარტივად საქმე იქ თუ 2 კაცს ატყუებ აქ შეიძლება 1 მოატყუო.
იმას არ ვამბობ რომ დონე უფრო მაღალია.
მაგრამ მძიმე სათამაშო ჩემპიონატია ძალიან.
და იქ რომ ესე გაიბრწყინებ როგორც ნიემარმა მოახერხა მართლა უნდა იყოს შენში რაღაც განსაკუთრებული.
ჰოდა სადაც ბეილი ღირს 100 მილიონი იქ ნეიმარში 57 მილიონი როგორც მინიმუმ ცუდი ფასი არაა .