ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს ამსტერდამის "აიაქსი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჰოლანდიის დედაქალაქში, "ამსტერდამ არენაზე" (ტევადობა 53.052) 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. ფავორიტებად მილანელები მიიჩნევიან, თუმცა ბარსელონაში დამარცხების შემდეგ ჰოლანდიელები რეაბილიტაციას საკუთარ მოედანზე შეეცდებიან.
პირველ ტურში, როგორც უკვე მოგახსენეთ, "აიაქსი" სტუმრად "ბარსელონასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა (0:4). აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელებმა 77-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ამის მერე "აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან, "პსვ"-სთან იგივე ანგარიშით, 4:0 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, 53-დან 68-ე წუთის ჩათვლით, 15 წუთიან მონაკვეთში 4 უპასუხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. სწორად "პსვ"-სთან მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცმა გადაწყვიტა ძირითადი მეკარის შეცვლა. ამიტომ, დღევანდელ შეხვედრაში სეზონში მეორე შეხვედრას გუნდის სათადარიგო მეკარე - კილესენი ჩაატარებს. ამას მოჰყვა დამატებით დროში "ვოლენდამის" დამარცხება (4:2) და ბოლოს, "იგლზის" განადგურება (6:0). მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი ისლანდიელ ფორვარდ სიგტორსონს აქვს გატანილი, მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 5 ბურთია, ჰოლანდიელ ნახევარმცველ დე იონგს კი 5 მატჩში 3 აქვს მეტოქეთა კარი აღებული.
დღევანდელი მეტოქისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება მილანელებმა გამარჯვებით დაიწყეს, მათ "სან სიროზე" "სელტიკს" 2:0 მოუგეს და 3 ქულით "ბარსელონასთან" ერთად ცხრილის სათავეში მოექცნენ. "მილანმა" სეზონი ჩვეულ სტილში, არადამაჯერებლად დაიწყო და სერია ა-ში 2 მოგების წილ 2 ფრე და 1 მარცხი აქვს, შესაბამისად კი ცხრილში 8 ქულით მე-9 საფეხურს იკავებს. ბოლო ტურში "როსონერიმ" შინ "სამპდორია" 1:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში "მილანში" ყველაზე მეტი გოლი ბალოტელიმ გაიტანა, რომელმაც 4 მატჩში 3-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, 2-2 ბურთი აქვთ გატანილი პოლისა და რობინიოს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩს ამსტერდამელები ბოიან კრკიჩის გარეშე ხვდებიან. ამ უკანასკნელმა დაზიანება ჩემპიონატის ბოლო თამაშში მიიღო და 6 კვირას გამოტოვებს. მათი მთავარი მწვრთნელის ფრანკ დებურის განცხადებით, "მილანს" დაბალანსებული ნახევარდაცვა და გადასარევი თავდასხმა ჰყავს: "ვიცით მეტოქის ძლიერი მხარის შესახებ, უკანაკსნელ მატჩში დაცვა სწორედ 'მილანთან' მატჩისთვის მოვამზადეთ, რა თქმა უნდა, ამ ორ გუნდს (საუბარია "იგლზზე") ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ ასეთი გამართული თამაშის შემთხვევაში, შედეგს დღესაც მივიღებთ." ამის შემდეგ დე ბური ჯგუფში შექმნილ სიტუაციას შეეხო და შემდეგი განაცხადა: 'მილანთან' საკუთარ მოედანზე და 'სელტიკთან' ორივე მატჩში ქულების მაქსიმუმის აღებას უნდა ვეცადოთ და შემდეგ ჯგუფიდან გასვლაც არ იქნება შორს. 3 წლის წინანდელი 'მილანი' დღევანდელზე ძლიერი იყო, თუმცა ჩვენ მათი დამარცხება შევძელით". შეგახსენებთ, რომ 2010 წელს "აიაქსმა" სან სიროზე 2:0 მოიგო, ამსტერდამში კი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მილანელები დღევანდელ მატჩს შესუსტებული შემადგენლობით ჩაატარებენ. ტრავმირებულნი არიან მცველები მატიას სილვესტრი და მატია დე შილიო, გუნდის კაპიტანის, რიკარდო მონტოლივოს თამაშიც სათუოა, არ იქნებიან შემტევები სტეფან ელ შაარავი, პაცინი და კაკა, რომელთაც ასევე ტრავმები აწუხებთ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდნენ მბაიე ნიანგი და რიკარდო საპონარა. დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ალეგრიმ: "გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, 3 ქულის მოპოვება საშუალებას მოგვცემს "ბარსელონასთან" მატჩს დაწყნარებულები შევხვდეთ. 'აიაქსი' თამაშის სტილით 'პსვ'-ს წააგავს, რომელთანაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე სტუმრად ძალიან გაგვიჭირდა." ამის შემდეგ ალეგრი ბალოტელის თემასაც შეეხო: "მარიო დღევანდელ მატჩს დასვენებული ხვდება, მან უნდა ისწავლოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და მსაჯების პატივისცემა. იმედია იგი საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ."
ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წლიდან დღემდე სულ 10-ჯერ შეხვდნენ. 4-ჯერ "მილანმა" მოიგო, 4-ჯერ "აიაქსმა", ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ყველაზე დასამახსოვრებელი 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც ჰოლანდიელებმა 1:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში გავიდა 2 ბურთზე მეტი, როცა 2003 წელს "მილანმა" 3:2 მოიგო.
იუვენტუსი - გალათასარაი - preview.ge
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დედები მოვდღან.
მონებო
✙ “لقد كان في وسعي أن أقضي على كل يهود العالم ولكني تركت بعضا منهم لتعرفوا لماذا كنت أبيدهم” 卐
მე ისევ მიკვირს ამპარტავნება უგუნურ თავთა
გაუმაძღრობა ძალაუფლებით უთანასწორო ბედის მორევში © ნ.დ.