იტალიის სერია ბ-ს მერვე ტურის მატჩში გათამაშების აუტსაიდერი და ლიდერი ერთ-ერთი ლიდერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საუბარია "პადოვასა" და "ვარეზეზე". შეხვედრა ქალაქ პადუაში, "სტადიო ეუგენიოზე" თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე გაიმართება (ტევადობა 32 336). ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა 14 გრადუსი, ტენიანობა 73%, ქარის სიჩქარე 5 კმ/სთ. მიმდინარე სეზონში გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. თუკი "პადოვა" სერია ბ-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, "ვარეზე" სერია ა-ში აღზევების ერთ-ერთი პრეტენდენტია.
"პადოვაში" არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია. პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო ალესანდრო დელ პიერომ. იმ პერიოდში თამაშობდა ანჯელო დი ლივიოც. გარდა ამისა, დემეტრიო ალბერტინი, ვალტერ ძენგა, კურტ ჰამრინი და ვინჩენცო იაკინტაც გამოდიოდნენ ამ გუნდის სახელით. სულ ბოლოს კი, 2010-11 წლების სეზონში, სტეფან ელ შაარავი "ჯენოამ" სწორედ "პადოვაში" გაანათხოვრა. პადუელები სერია ა-ში უკანასკნელად 1995-96 წლების სეზონში გამოვიდნენ, მას მერე კი გუნდი ქვედა ლიგებში "დამოგზაურობს". "პადოვა" 2010-11 წლების სეზონში მიუახლოვდა სერია ა-ს, თუმცა მაშინ პლეი ოფ-ში "ნოვარასთან" წააგო.
რაც შეეხება "ვარეზეს", ეს გუნდი სერია ა-ში ბოლოს 1974-75 წლის სეზონში იმყოფებოდა. ამ გუნდში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ ჯუზეპე მეაცა, ჯოვანი ტრაპატონი, ანტონიო დი ნატალე, ფედერიკო ბალძარეტი და სხვა მეტნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები. ვარეზელები სერია ა-სთან 2011-12 წლების სეზონში ძალიან ახლოს იყვნენ. მათ პლეი ოფ-ში ჯერ "ვერონა" დაამარცხეს, შემდეგ კი "სამპდორიასთან" ორი მატჩის ჯამში 4:2 დამარცხდნენ.
"პადოვამ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდის ფაქტობრივად გოლი ვერ გააქვს. ჩატარებული 6 მატჩიდან ("კარპისთან" გადაიდო) მხოლოდ 2 გაიტანეს და 12 გაუშვებს, შესაბამისად, მხოლოდ 1 ფრე და 5 წაგება, რაც 1 ქულას და ცხრილში ბოლო ადგილს ნიშნავს. უკანასკნელ ტურში პადუელებმა სტუმრად, "მოდენასთან" წააგეს (1:3). მატჩში საშუალოდ 0.33ს იტანენ და 2-ს უშვებენ, შინ კი საშუალოდ 0 1.67-ის საპირისპიროდ. "პადოვამ" სერია ბ-ში უკანასკნელად 2013 წლის 22 აპრილს სტუმრად "ასკოლისთან" მოიგო (0:1), მას მერე კი 4 ფრე და 6 წაგება აქვს. რაც შეეხება საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრებს, მათ უკანასკნელი გამარჯვება 2013 წლის 16 აპრილს "კროტონესთან" იზეიმეს, რასაც 3 ფრე და 2 მარცხი მოჰყვა.
მეტოქისგან განსხვავებით ბრწყინვალედ გამოიყურება "ვარეზე", რომელსაც 38 წლიანი პაუზის შემდეგ მტკიცედ გადაუწყვეტია სერია ა-ში დაბრუნება. ვარეზელებმა სეზონი მძიმედ დაიწყეს. "ჩეზენასთან" სტუმრად დამარცხებას შინ "მოდენასთან" ფრე მოჰყვა. ამის მერე კი 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. შესაბამისად, 14 ქულა აქვს "ემპოლის" დარად და უარესი ბურთების სხვაობის გამო მესამე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდმა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე, 39 მატჩში მხოლოდ ერთხელ ითამაშა 0:0 (16.03.2013). წელს "ვარეზემ" გაიტანა 11 და გაუშვა 6 ბურთი. საშუალოდ ერთ მატჩში 1.57 გააქვთ და 0.86-ს უშვებენ, სტუმრად კი 1.33 0.67თან.
მასპინძელთა მხრიდან ტრავმირებულნი არიან ფორვარდები ვანტაგიატო (2 თამაში და 0 გოლი) და ფეჟესინი (4/0), ასევე გარემარბი მოდესტო (2/0), ნახევარმცველი ოსუჯი(6/0) კი დისკვალიფიცირებულია. გუნდს დაუბრუნდნენ თავდამსხმელი მელქიორი (0/0) და ნახევარმცველი ლორი (5/0). "პადოვას" ახალი მწვრთნელი ჰყავს დარიო მარკოლინის სახით, რომლისთვისაც დღეს პირველი მატჩია. მან შემდეგი განაცხადა: "პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი საქმეს უგულოდ უდგებოდა, მე ვეცდები გუნდში არსებული ცუდი ატმოსფერო შევცვალო, მაგრამ ამისთვის მოთამაშეების თანადგომა მჭირდება. სერია ბ უცნაური ლიგაა და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ყველა მატჩს, როგორც გადამაწყვეტს ისე უნდა მიუდგე და შედეგიც მაშინვე მოვა. ცუდია, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა არ აქვთ და ამის გამოსასწორებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ქვედა ლიგაში დაქვეითება? სეზონი გრძელია და ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ჩვენი თამაში უნდა გავაანალიზოთ. შეიძლება კარგად ან ცუდად ითამაშო, მაგრამ ყველა მატჩში სული და გული უნდა ჩადო."
"ვარეზეს" ტრავმირებული ბლაზი (0/0) ვერც ამ მატჩში დაეხმარება. მას დიდი ხანია ტრავმა აქვს და წელს არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. დაბრუნდნენ მცველი პასა (1/0) და თავდამსხმელი ბიელანოვიჩი (3/0). გუნდში კარგი ატმოსფეროა და თითოეული ფეხბურთელი მწვრთნელის მითითებებს ნათლად ასრულებს. ვარეზელთა დამრიგებელი სტეფანო სოტილია, რომელმაც მოსალოდნელ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა: "დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. მართალია "პადოვა" კრიზისშია, მაგრამ ამ გუნდს პრობლემების შექმნა მაინც შეუძლია, მითუმეტეს ახალი მწვრთნელის ხელში. მიხარია, რომ ჩვენი ფეხბურთელები თითოეულ ინტერვიუში ლაპარაკობენ არა როგორც 'მე', არამედ, როგორც 'ჩვენ, მთლიანი გუნდი'. ეს ერთსულოვნების ნიშანია და ჩვენი წარმატებაც სწორედ ამის საწინდარია. იმედია, ეს შემართება სეზონის ბოლომდე გაგვყვება."
პადუაში ეს გუნდები სულ 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 5 მატჩი ფრედ დასრულდა, თითო-თითოჯერ კი ორივემ მოიგო. ბურთების შეფარდებაც სრულიად თანაბარია, 8:8. უკანასკნელი თამაში 1:1 მორჩა, ვარეზეში კი მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი):
8 აპრილი, 2013 - პადოვა 1:1 ვარეზე
10 ნოემბერი, 2012 - ვარეზე 3:0 პადოვა
16 მარტი, 2012 - პადოვა 1:1 ვარეზე
14 ოქტომბერი, 2011 - ვარეზე 3:0 პადოვა
5 ივნისი, 2011 - ვარეზე 3:3 პადოვა
მაქსიმალური კოეფიციენტები:
პადოვა მოგებაზე: 2.65 [Pinnacle Sports]
ფრეზე: 3.22 [Pinnacle Sports]
ვარეზე მოგებაზე: 3.00 [Bet365]
ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 0
პადოვა - ვარეზე preview.ge
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დედები მოვდღან.
მონებო
✙ “لقد كان في وسعي أن أقضي على كل يهود العالم ولكني تركت بعضا منهم لتعرفوا لماذا كنت أبيدهم” 卐
მე ისევ მიკვირს ამპარტავნება უგუნურ თავთა
გაუმაძღრობა ძალაუფლებით უთანასწორო ბედის მორევში © ნ.დ.