FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ მანუელ ნოიერთან.
- ჰანოვერთან შეხვედრის შემდეგ მათიას ზამერმა გუნდის გამოსვლას მოვალეობის მოხდის მიზნით თამაში უწოდა. რა თამაში იყო მოსკოვის ცსკა-სთან, ბატონო ნოიერ?
``დროის დაკარგვა განცხადებებზე კი არა, თამაშზე მინდა. ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, დავიდ ალაბას სწრაფი გოლი კი გუნდს დაეხმარა.``
- ცსკა-სთან 3:0 გამარჯვების შემდეგ ზამერის კომენტარის გამო დაწყებული დისკუსია დამთავრებულია?
``არ მგონია, რომ დიდი დისკუსია იყო. მხოლოდ ორი განსხვავებული მოსაზრება დაფიქსირდა. ჩვენთვის, შიგნით ეს პრობლემა საერთოდ არ ყოფილა. თვითონაც არ ვყოფილვართ ჰანოვერთან პირველი ტაიმით კმაყოფილები, შემდეგ კი ყველაფერი კარგად იყო.``
- ჭირდება თუ არა გუნდს ზოგჯერ ზამერის მიერ გაკეთებული კომენტარისნაირი შეძახილები?
``მნიშვნელოვანია, რომ კლუბის წევრებმა პასუხისმგებლობა აიღონ. ამას აკეთებს მწვრთნელი, სპორტული დირექტორი ან ბაიერნის ოფიციალური პირები, რომლებიც დიდი ხანია ამ საქმით არიან დაკავებულნი და ფეხბურთზეც წარმოდგენა გააჩნიათ. ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ გუნდის გაკრიტიკების უფლება, მაგრამ ყველაზე დიდი კრიტიკოსები ჩვენ თვითონვე ვართ.``
- ელოდებით თუ არა მიმდინარე სეზონზე დორტმუნდთან ისევ ბოლო წამამდე ორთაბრძოლას?
``ჩემი აზრით, დორტმუნდი ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტია, თუნდაც რომ ამ ბრძოლაში შალკე და ლევერკუზენი ჩაერთოს. გარედან ყველა მაინც ჩვენ და დორტმუნდს გვაკვირდება, რადგან ბოლოს ტიტულის საკითხი ბოლოს ჩვენ ორს შორის გადაწყდა.``
- შაბათს შალკე პირველი ნამდვილი საზომი იქნება?
``ჩვენ ხომ ჩელსისთან სუპერთასი უკვე ვითამაშეთ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. შალკე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ამიტომაც იქ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ არის. წინა ორ წელს გელზენკირზენში კარგად ვითამაშეთ. ახლა კი შალკე კვლავ გაძლიერდა. ეს გუნდი საკმაოდ საშიშია შეტევაში, განსაკუთრებით კევინ-პრინც ბოატენგის შეძენის შემდეგ.``
- მისმა შალკეში ტრანსფერმა არ გაგაოცათ?
``პირველად კი. კევინ-პრინცთან ერთად 21 წლამდელთა და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია. ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაშინ მას შეეძლო ცენტრალური მცველიც გამხდარიყო. მაგრამ შეტევაში ძალიან მოძრავია და შალკეშიც მშვენიერი სტარტი აიღო. საშიში ფეხბურთელია.``
- ის შალკეს გააძლიერებს?
``100%.``
- შაბათს ისევ შალკეში ბრუნდებით. შეიძლება სახლში დაბრუნებაზე ვისაუბროთ?
``მესამე სეზონია ბაიერნში ვარ, მაგრამ შალკეს ისევე კარგად ვიცნობ, როგორც ადრე. იქ დავიბადე და გავიზარდე, 20 წელი ვთამაშობდი ამ კლუბში. ასე რომ, სახლში დაბრუნებაზე საუბარი შეიძლება.``
- გაქვს შალკელებთან კავშირი?
``რასაკვირველია, ყოველთვის მიხარია, როდესაც ნაკრებში ჰიოვედესს და დრაქსლერს ვხვდები. გერმანიის საფეხბურთო ლიგის ვიცე-პრეზიდენტი პეტერ პეტერსიც სულ იქვეა და ხშირად ვსაუბრობთ შალკეზე.``
- ესეიგი, შალკეს ცოტათი ისევ გულით ატარებთ?
``რასაკვირველია, ეს იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც კვლავაც იქ მუშაობენ, ფიზიოტერაპევტები, მეკარეების ატრიბუტების კოორტიდატორი. მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს. როდესაც ადამიანები მეგობრობენ, ამ მეგობრობას ინარჩუნებენ და ერთმანეთთან ურთიერთობენ კიდეც.``
- გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან გამოხატული საპროტესტო განწყობის შემდეგ უკვე მესამე წელი დაიწყო. ამასობაში თავს ბაიერნში უკვე მშობლიურად გრძნობთ?
``ბაიერნში თავს აბსოლუტურად მიღებულად ვგრძნობ, როგორც გუნდის, ისევე აქ მომუშავე ადამიანებისა და გულშემატკივართა მხრიდან.``
- თქვენ წამყვან ფეხბურთელად გაღიარებენ. ჩელსისთან სუპერთასის შემდეგ Kicker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზამერმაც ასეთად მოგიხსენიათ და ძალიან გაქოთ. რას გულისხმობდა ის?
``ვფიქრობ, ჩემი სხეულის ენას მოედანზე. დამატებით დროში ვაგებდით. მაშინ მეტოქის საჯარიმოსკენ გავიქეცი და ბიჭების გამხნევება ვცადე.``
- შეტევაში წასვლაზე საუბრობთ. რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც მეკარისთვის, გუარდიოლას მოსვლის შემდეგ?
``ჩემი როლი დიდად არ შეცვლილა. როდესაც ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ წინ გადაცემის გაკეტება არ შეგვიძლია, ფეხბურთელები ბურთს ხშირად უკან ათამაშებენ. ამ შემთხვევაში მეც ვერთვები თამაშში. ეს ნორმალურია. ახლა ჩემი პოზიცია ხუთი მეტრით წინ ნამდვილად არ გადაწეულა.``
- ბაიერნთან ხელშეკრულება 2016 წლამდე გაქვთ. წარმოგიდგენიათ თქვენს კარიერაში დარჩენილი პერიოდის აქ გატარება?
``დიახ, აბსოლუტურად. მაგრამ წინასწარ არასოდეს იცი, რა მოხდება მომავალში, ან რა მდგომარეობაში იქნები ჯანმრთელობის მხრივ. ეს ყველაფერი თავის როლს თამაშობს, ფეხბურთი ძალიან სწრაფად ვითარდება. მიუნხენში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ხასიათითაც მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს. ამასთან ბაიერნში ნაკრების ბევრი ფეხბურთელია, ერთად გვიწევს გამოძახების დროს გამგზავრება. ეს კი ძალიან გვაძლიერებს.``
- შეგიძლია წარმოიდგინოთ, რომ კარიერის დასასრულს ისევ შალკეში დაბრუნდეთ?
``ამას არ გამოვრიცხავდი. მაგრამ ამ მომენტისათვის მხოლოდ ბაიერნთან ერთად წარმატებების მიღწევაა პრიორიტეტული, სხვა არაფერი.``
- ბაიერნს ყოველთვის დიდი მეკარეები ყავდა. ხედავთ საკუთარ თავს ზეპ მაიერის, პფაფის და კანის გალერიაში?
``არა, არ ვხედავ. შეიძლება ეს თავისით მოვიდეს, ამას არ ვეძებ.``
- რაც შეეხება ნაკრებს: ბოლო ორი შეხვედრის მშრალად მოგებით დაცვის პრობლემა მოგვარებულია?
``ამაზე კვლავ უნდა ვიმუშაოთ, მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თამაში კიდევ გვაქვს. საკვალიფიკაციო ეტაპს გადავლახავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი შემადგენლობა გამოიკვეთოს, შეთამაშდეს, რათა ავტომატიზმებმა იმუშაოს. დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრმად უგებდნენ ერთმანეთს.``
- ბოლოს ცენტრალურ მცველად თქვენი კოლეგა ჟერომ ბოატენგი გედგათ წინ. მომავალშიც ასე ისურვებდით?
``მე ყველა ცენტრალურ მცველს ვუგებ. ჟერომმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. ჩვენთან ის ძალიან გაიზარდა და სტაბილური გახდა.``
- შესაძლოა წელს ჯერ კიდევ შედგეს რომან ვაიდენფელერის დებიუტიც. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
``მწვრთნელი არ ვარ და ამას ვერ შევაფასებ.``
- მაგრამ თქვენს პოზიციაზე საფრთხეს ვერ ხედავთ?
``მწვრთნელებისგან ვიცი, რომ ნომერი პირველი ვარ.``
--------------------------------------------------------
Kicker/ Frank Linkesch 19.09.2013-ის გამოცემა.
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=636...t=photo_comment
მიმაგრებული სურათი