ტოტენჰემი Vs უოტფორდი
ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXV ტური
თარიღი: 19:00 საათი, 6 თებერვალი
სტადიონი: ვაით ჰართ ლეინი, ლონდონი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
2016 წლის ოდნავ მძიმედ დაწყების შემდეგ, ლონდონურმა კლუბმა მოიკრიბა ძალები და მშვენიერი ფორმა აკრიფა. ამ მომენტისთვის, ყველაზე კარგი პერიოდი პრემიერ ლიგაში სწორედ "ტოტენჰემს" აქვს, რომელმაც ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო ყველა ტურნირზე და შუაკვირას მესამე ადგილზე გადაინაცვლა "არსენალის" მორიგი წაფორხილების შედეგად. "დეზებმა" ასოციაციის თასის ორი ეტაპი გადალახეს ძალიან მარტივად, პრემიერ ლიგაში კი სამ შეხვედრაში ათი გოლი გაიტანეს და ძალიან დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენეს. კვლავ ბრწყინვალედ გამოიყურება ორი ინგლისელი ტალანტი: დეილი ალი და ჰარი კეინი. უბრალოდ არანორმალურად კარგად გამოიყურება "ტოტენჰემის" შეტევითი ხაზი, სადაც ერიკსენი–ალი–კეინის ტრიო საოცრად ნაყოფიერი, მიმზიდველი და სტაბილურია. გარდა ამისა, ყოველთვის კარგად ახერხებენ თავის წარმოჩენას ერიკ ლამელა, ეუნ–მინ სონი, ნასერ ჩადლი და მაურისიო პოჩეტინოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს. იან ვერტონგენის დამტვრევის შემდეგ, შანსი მიეცა ახალგაზრად ავსტრიელს, კევინ ვიმერს, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელია ჯერჯერობით. სავარაუდოდ, პოჩეტინო არ შეცვლის სასტარტო თერთმეტეულს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. "ტოტენჰემი" უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაშია და კეინმაც გამოაცხო შესანიშნავი საგოლე სერია. ვერტონგენის გარდა, გუნდს კვლავ ვერ ეხმარებიან კლინტონ ნ'ჟიე, აგრეთვე საეჭვოა ალისა და მეისონის თამაში.
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, "უოტფორდმა" როგორც იქნა მოიპოვა პირველი გამარჯვება ახალ წელს და 2:1 დაამარცხა "ნიუკასლი". ამას მოჰყვა თასზე "ნოტინგემის" დამარცხება სტუმრად და ლონდონის "ჩელსისთან" ღირსეული უგოლო ფრე ვიქერეიჯ როადზე. ბოლო პერიოდში კიკე სანჩეს ფლორესი 4–3–3 ტაქტიკას იყენებს, უფროს სწორად 4–3–1–2 სქემას, სადაც გამოკვეთილი როლი აქვს ესპანელ ხურადოს. "უოტფორდის" შვიდიანმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, შემდეგ ჩავარდა და დაკარგა ადგილი ძირითადში, მაგრამ ახლა კვლავ კრეატიულად მოქმედებს. ტროი დინიც შედარებით მაღლა თამაშობს იგალოს გვერდით. გარდა ამისა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია უფრო მყარია, რადგან კაპუსა და ვოტსონს ვალონ ბეჰრამიც უმაგრებს ზურგს. მოსალოდნელია ძირითადში ნიომისა და მიგელ ბრიტოსის დაბრუნება, რომელთაც "ჩელსისთან" შეხვედრა გამოტოვებს ტრავმების გამო. "ბზიკები" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, საპატიო მეცხრე პოზიცია უკავიათ და რა თქმა უნდა, არ ემუქრებათ გავარდნა. "უოტფორდს" მშვენეირი მდგომარეობა აქვს და ვნახოთ ვაით ჰართ ლეინზე რას იზამენ ფლორესის შეგირდები.
"ტოტენჰემი" ფავორიტია, სავარაუდოდ მოიპოვებს კიდეც სამ ქულას, მაგრამ "უოტფორდი" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. სავარაუდოდ, ლონდონური დერბი სანახაობრივი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ტოტენჰემი: ლორისი – უოლქერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი – დაიერი, დემბელე – სონი, ალი, ერიკსენი – კეინი.
უოტფორდი: გომეში – ნიომი, ქეთქართი, ბრიტოსი, აკე – კაპუ, ვოტსონი, ბეჰრამი – ხურადო – დინი, იგალო.
საინტერესო ფაქტები:
ბოლო 25 თამაშიდან ვაით ჰართ ლეინზე, პრემიერ ლიგაში, "ტოტენჰემმა" მხოლოდ ოთხი წააგო (14მ, 7ფ).
"დეზებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს მდევრის პოზიციიდან – 14.
"უოტფორდმა" კი მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა მატჩებში, რომლებსაც აგებდა, რაც ყველაზე დაბალი შედეგია.
"ბზიკებს" რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ ყველა ტურნირზე ერთად (2ფ, 6წ).
მიმაგრებული სურათი