საუკეთესო დეზი ჩემ თვალში მიუხედავად იმისა თუ როგორი ადამიანი იყო და რა თვისებები გააჩნდა.და სწორედაც რომ ამ ცუდ ''თვისებებმა'' შემაყვარა ყველაზე მეტად გაზა იმის გარდა თუ როგორ თამაშობდა.
პოლ გასკოინი – ამ ფეხბურთელს წარდგენა არ სჭირდება. უზომო ტალანტის მქონე ნახევარმცველს ვისკი უფრო უყვარდა, ვიდრე – ფეხბურთი. მისი კარიერა მართლაც ფეერიულად დაიწყო – ბრწყინავდა "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემში". 1990 წელს მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი. მართალია, ამ მუნდიალზე ინგლისის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა, მაგრამ გასკოინმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ტექნიკური ფეხბურთელი ფლობდა შესანიშნავ დარტყმას და გამოირჩეოდა დიდებული პასით, არ ერიდებოდა ძალის მიერ ორთაბრძოლას და უნარიანად ირჯებოდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუმცა, ძალიან უიღბლოდ.
1990 წლის მუნდიალის დასრულებისთანავე ტრავმა მიიღო და 16 თვე იუქმა, შემდეგ "ლაციოში" გადავიდა, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს ვერ მოერგო და ისევ ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა – ამჯერად შოტლანდიურ "რეინჯერსში", რომლის შემადგენლობაში 2–2–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი.
ბოლოს იყო 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი. იმ დროს "გაზა" უკვე განთქმული "მოქეიფე იყო". სმას იმ პერიოდში იწყებდა, როდესაც ტრავმები ჰქონდა, მაგრამ მისი ტრავმიანობა იმდენად ხშირი და ხანგრძლივი იყო, რომ ჩვევაში გადაექცა. სვამდა უზომოდ – მის ირგვლივ შემოწყობილი ბოთლების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. ამიტომაც იყო, რომ მისი კარიერა სულ უფრო და უფრო ქვევით მიიწევდა. პრესა მის არაფხიზელ მდგომარებაში დებოშიორობაზე უფრო მეტს წერდა, ვიდრე "გაზას" საფეხბურთო საქმიანობაზე. ჰქონდა პრობლემები საგადასახადო ინსპექციასთან, რამდენჯერმე დაკავებული იქნა ხულიგნობაზე.
ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, ალკოჰოლი "გადაეგდო". ადამსის კლინიკაშიც იმკურნალა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გასკოინმა მაინც "გაუბერა" და სმა დაიწყო. თან ბოლომდე სვამს.
ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=nmOw3Oa7dE4http://www.youtube.com/watch?v=u8iz0yRqEI4 * * *
დღეს ჩვენი კაპიტანის დაბადების დღეა.
მგონი ვლადისაც დღესაა