ეს წელი რამენაირად ჩავამთავროთ და გავიდეთ ევროპის ლიგაზე ანდაც თუ სასწაული მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე.იქითა სეზონიდან კი ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ, ანდაც სადმე გავანათხოვროთ.აი მაგალითად ჩადლი გავუშვათ 1 სეზონი სვონზიში,ფულემში დავტოვოთ ჰოლტბი თუ დარჩნენ პრემიერლიგაში და თუ ასე გააგრძელა ტაუნსენდიც გავუშვათ რომელიმე ინგლისურ კლუბში განათხოვრებით
შემდეგ სეზონში ალბათ დავკარგავთ ლორისს და ამ დაკარგვის შემთხვევაში მოვიყვანოთ სტოკის მეკარეს ბეგოვიჩს.წლებია ვაკვირდები მაგ მეკარეს და მიკვირს რატომ არ თამაშობს სადმე უკეთეს გუნდში,ასე რომ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ვიყიდოთ.
ვეროგენსაც წაგვართმევენ დიდი ალბათობით თუ ჩემპ.ლიგაზე ვერ გავალთ და თუ მართლა წაგვართვეს ან სტივ დავისი მოვიყვანოთ ჰალ სიტიდან, ანდაც კაულკერი დავიბრუნოთ კარდიფიდან.
ცენტრში დავტოვოთ დემბელე და სანდრო.დემბელე ძირითადად სულ წავა წინ შეტევაში, სანდრო კიდევ შეტევების ჩაჭრას და დაცვის დახმარებას მიხედავს.
დემბელე-სანდროს წინ კიდევ ერიკსენი დადგება.კი, შეიძლება ერიკსენი ფლანგებიდან უფრო სახიფათოა,მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ წინ სწრაფი და ენეგრიული ფეხბურთელები მოვლენ ამ ტაქტიკურმა შეცვლამ უნდა გაამართლოს წესით
ფლანგებზე უეჭველი ლამელა-ლალანა უნდა დადგნენ.აი ზაფხულში რაც არ უნდა მოხდეს ლალანა უნდა ვიყიდოთ,რამდენიც არ უნდა დაგვიჯდეს.ეს ფეხბურთელი ძალიან მაგრად გაამართლებს აი ძალიან და მერე წლების შემდეგ თუ ფარჩაკები გავხდით 50 მილიონზე ნაკლებად არ გავუშვებთ.
წინ კიდევ რაღათქმუნდა ლუკაკუ ან ლოიკ რემი.უფრო ლუკაკუ.ზამენაზე კიდევ კეინი იქნება,რომელიც კარგად შეცვლის ლუკაკუს ყველა ვარიანტში.
ხო და მწვრთნელს რაც შეეხება.ლალანას პონტში ძალიან მინდა პოჩეტინო მოვიდეს.აი ძალიან მინდა.იაფადაც წამოვა ადამი და თუ არ წამოვიდა პოჩეტინო ვიღაცას მაინც გამოიყოლებს.
გავყიდით: სიგურდსონს (დაახლოებით 15 მილიონათ,ვინმე ფარჩაკ გუნდში),ვერტოგენს (არანაკლებ 25 მილიონად),დაუსონს (10 მილიონად ქპრ-ში),ადებაიორს ( 15 მილიონად ), ლორის(25 მილიონად) ხო და თუ ლენონმა ასე გააგრძელა მაგასაც დაახლოებით 15 მილიონად. ჯამში გამოგვივიდა 105 მილიონი.აუუუ არც მეგონა თუ ამდენი გამოგვივიდოდა
ვიყიდით: ბეგოვიჩს 10 მილიონად,კაულკერს 15 მილიონად,დავისს 10 მილიონად,ლალანას 25 მილიონად, ლუკაკუსაც 25 მილიონად და იქ შეიძლება კიდევ გაჩარხონ რაიმე ფარჩაკი ტრანსფერები.ჯამში : 85 მილიონი.
ნუ კაროჩე ასე მინდა რომ იყოს შემდეგ სეზონში:
ბეგოვიჩი
უილკერი -- ქაბული -- კაულკერი -- ან დავისი ან ლუკ შოუ
-----------სანდრო ---- დემბელე---------
------------ერიკსენი-------------------
-------ლამელა-------------ლალანა---------
----------------ლუკაკუ---------------
მთავარი მწვრთნელი:პოჩეტინო