ესეც დღევანდელი დღის მატჩების მიმოხილვები
ჰამბურგს საღოლ, განსაკუთრებით კი ვან დერ ვაარტს და ლასოგას
ვდვმ ძალიან მაგარი გოლიც გაიტანა და 2 პასიც მიითვალა,
ნუ ლასოგა თავისთავად, იმედია ათამაშდება; იმის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ სანაკრებო დონის ფეხბურთელად იქცევა, მარა საშუალოზე ცოტა მაღალ დონეს მაინც მიაღწიოს იქნებ ოდესმე
არ ვიცი ჰამბურგის ასეთი თამაში უფრო ახალი ცოცხის პრინციპის ბრალი მგონია, მიუხედავად იმისა, რომ მაარვეიკი კარგი მწვრთნელია, იმედია ვცდები და ასე გააგრძელებენ, იქნებ რამე ეშველოთ
ნიურნბერგი კი გავარდნის მთავარი კანდიდატი ჩანს ბრაუნშვაიგთან ერთად, მარა რატომღაც მგონია, ამოქაჩავენ, ისევე როგორც ფრაიბურგი, არ ჰყავს ცუდი შემადგნელობა, მწვრთნელიც კარგია და ალბათ ამოვა ზევით ფრაიბურგი, მეორე წრიდან მაინც... (მარა მაშინ ვინღა უნდა გავარდეს, ბრაუნშვაიგის გარდა ყველა დამენანება)
ფრაიბურგის მატჩში მგონი უფრო აინტრახტს ეკუთვნოდა მოგება, თავიდან რა მომენტები აფუჭეს; აინტრახტი აუცილებლად მინდა 10-ეულში
ფრაიბურგმა გოლი წესების დარღვევით გაიტანა; ის წითელიც ზედმეტი იყო მგონი