FC Bayern Geo Fans
რუბრიკა - ნაკრები.
პრესკონფერენცია - ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდნენ სამი ხედირა, მესუთ იოზილი და ჰანზი ფლიკი.
ხედირა:
. . . ირნალდიასთან შეხვედრის მნიშვნელობა:
„რასაკვირველია, შეხვედრის მოგება გვსურს და მშობლიურ წიაღში, კიოლნში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გვწადია. კიოლნი საფეხბურთო ქალაქია, იმედი გვაქვს, გულშემატკივარს ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ. შეგვიძლია თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ ხვალინდელი შეხვედრის ბედი ჩვენზევეა დამოკიდებული.“
. . . მეტოქე ირლანდია: „ირლანდია მებრძოლი გუნდია. დუბლინში 6:1 მარცხის შემდეგ სიტუაციის გამოსწორების სურვილი ექნებათ. დაცვაში კარგად იდგებიან და კონტრშეტევებზე წასვლას შეეცდებიან. მოთმინება დაგვჭირდება.“
. . . გერმანული კადრის ხარისხი: „შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, ჩვენი სისტემა ძალიან კარგად არის შეთამაშებული. თითოეული კარგად იცნობს თავის დავალებასა და როლს, ფეხბურთის თამაში უბრალოდ სიხარულს გვანიჭებს.“
. . . მესუთ იოზილი გადასვლა რეალიდან არსენალში: „თუ მესუთის ხარისხს გავითვალისწინებთ, მისი წასვლა მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს ზიანს მიაყენებს. მაგრამ მესუთი არსენალში ბედნიერია და ეს არის მთავარი. მის გამო ძალიან მხიარია.“
მესუთ იოზილი:
. . . შეხვედრა კიოლნში: „ხვალინდელი მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და რასაკვირველია, მოგება გვსურს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ ირლანდია მებრძოლი გუნდია და ბოლო წუთამდე დანებებას არ აპირებენ. მაგრამ თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ.“
. . . მისი 50-ე სანაკრებო შეხვედრა: „მიხარია, რომ ამდენი სანაკრებო შეხვედრა ჩავატარე. ამაყი ვარ ამით და მადლობას ვუხდი ნაკრების მწვრთნელს, რომელიც მენდობა.“
. . . მისი შთაბეჭდილებელი არსენალზე: „არსენალში ძალიან ბედნიერი ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მწვრთნელი მენდობა, გუნდი გვერდით მიდგას. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლონდონი ძალიან მომწონს, საინტერესო ქალაქია - მარცხენა მხარეს მოძრაობასაც კი შევეჩვიე.“
ჰანსი ფლიკი:
. . . ირლანდია: „ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერები არიან და მთელი გულით თამაშობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე შესაბამისად შევაფასოთ. მაგრამ ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური კიოლნში უნდა ავიღოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“
. . . უცხოეთში მოღვაწე ნაკრების ფეხბურთელები: „თითოეული ფეხბურთელი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დიდ კლუბში ითამაშოს, ვითარდება, იძენს ხარისხსა და გამოცდილებას. ამიტომ, ამ საკითხს ძალიან დადებითად ვუყურებთ.“
------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=647...&type=1&theater