FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ოლივერ კანთან.
- ბატონო კან, დღეს ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. რას უსურვებთ მას?
``ვუსურვებ, რომ თავისი კმაყოფილება შეინარჩუნოს და კიდევ რამდენიმე წელი ამ დონეზე ასეთი სიხარულით გააგრძელოს ფეხბურთის თამაში - თუნდაც რომ იყოს მომენტები, როდესაც ის სიამოვნებით მიატოვებდა ყველაფერს.``
- მიუნხენის ბაიერნის გასახდელში იგი დიდი ხნის მანძილზე თქვენი მეზობელი იყო.
``ზუსტად მახსოვს, როგორ მოვიდა მაშინ ბასტი პროფესიონალებში: 17 წლის, მშვიდი, მორცხვი ტიპი იყო, მაგრამ ყოველთვის ძალიან ფოკუსირებული. . . შვაინშტაიგერის მიერ განვლილი გზა ასე ძალიან იმიტომ მესიმპატიურება, რადგან ჩემს მსგავსად, ადრეულ ასაკში ამოძრავებდა საკუთარი ეპოქის შექმნის სურვილი. მხიბლავს ის, რომ ბასტიანი არ არის ის ტიპაჟი, რომელიც ათ სხვადასხვა კლუბში ითამაშებს. ``
- შვაინშტაიგერი ამბობს, რომ თქვენგან ბევრი რამ ისწავლა, რომ მას ხშირად აჯავრებდით.
``იყო მომენტები, როდესაც საჭირო იყო მისთვის დარტყმის მიყენება - რასაც ვაკეთებდი კიდეც. ამის შემდეგ ხშირად სამი, ოთხი დღე გაბრაზებული და შეურაწყოფილი დადიოდა. შემდეგ კი მოდიოდა და მეუბნებოდა: ``ალბათ მართალი ხარ.``
- 100 სანაკრებო შეხვედრა, მოგებული ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. რას ნიშნავს ეს?
``34 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელობა ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს ეს თითქმის უტოპიურია - მიროსლავ კლოზეს თუ არ ჩავთვლით. 30 წელს მიღწეულს უკვე ჩამოწერილად თვლიან, ეს სასაცილოა. ბასტიანი ჯერ კიდევ მეგა-ახალგაზრდაა!``
- ხომ არ შიშობთ, რომ შეიძლება მან საქმისადმი მიდგომა დაკარგოს?
``ეს ბიზნესი რომ დაუნდობელია, ეს ბასტიანზე უკეთ არავინ იცის. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ საკითხზე და ბევრჯერ მითქვამს, რომ არასოდეც უნდა დაიხიოს უკან. ყოველთვის უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.``
- ის ახლა კარიერის ზენიტში იმყოფება?
``აუცილებლად. მთავარია, რამდენ ხანს დარჩება ამ დონეზე. მაგრამ ბასტიმ იმდენ რამეს მიაღწია - თუნდაც ბოლოს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგოს: ღმერთო ჩემო, ის მიუხედავად ამისა მაინც ძალიან წარმატებული იყო!``
- რა ხდის შვაინშტაიგერს ასეთ განსაკუთრებულს?
``ბასტიანს უკეთესად შეუძლია დიდ დარტყმასთან გამკლავება, ვიდრე ჩვენს დროს. ჩელსისთან წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მის გამო ძალიან ვშიშობდი. ამ მარცხმა კი ის უფრო გააძლიერა.``
- შეუძლია მას სანაკრებო რეკორდის მოხსნა?
``ნებისმიერი ფეხბურთელისთვის 30 წლის ზემოთ საქმე უფრო რთულდება. სიჩქარის პრობლემა იჩენს თავს, როდესაც კვირის მანძილზე ორ მატჩს ატარებ ისეთი ფეხბურთელი გჭირდება, რომელიც ძალების სწრაფად აღდგენას ახერხებს, მუდმივად ტემპში უნდა იყო. ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ.``
------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=650...er¬if_t=like