ეს ვერნერი მართლა მაგარი ვიღაც იზრდება, პირველი დუბლი ბუნდესლიგაში
17-ისაა და ყველაფრიდან ჩანს, რომ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, მგონი როგორც იქნა ვიღაც ნორმალურს ისევ ზრდის შტუტგარტი
სხვა მხრივ, იმსახურებდნენ მოგებას, ფრაიბურგი არ ვარგოდა, თუმცა მთლად კარგად არც შვაბებს უთამაშიათ
აინტრახტი მეცოდება, არ არის ისეთი ცუდი გუნდი, რომ ასე ქვევით იყოს
იმედია მალე დაიწყებენ მოგებებს
ტურის გმირი ალბათ სონია, რაც ჩააგდო ლევერკუზენში გადმოსვლის მერე, ერთიანად აინაზღაურა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ასეთი რა აწყენინეს ჰამბურგში
ჰამბურგს რაც შეეხება, მეგონა მაარვიკი დაცვას მაინც დაალაგებდა და უარესი ხდება
ერთი ვდვ და რა თქმა უნდა ლასოგა ქაჩავენ, იქნებ ეგრე გააგრძელოს მაგ ბიჭმა, 8 გოლი 8 მატჩში არაა სახუმარო შედეგი, შორიდანაც რა კარგად ურტყამს, მანამდე ნიურნბერგს გაუტანა მგონი კაი გოლი შორიდან, ახლა ლენოსაც ჩაუსვა კუთხეში
ოლიჩის და არანგოს გოლები სუპერ
და რამოსი რა კაი ფორმაშია...
კვლავ უამრავი გოლი გავიდა ამ ტურშიც.... საშუალოდ 3.56
საშუალოდ მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები არც ერთ ტურში გასულა აქამდე, მინიმუმი 2.89 იყო 4 ტურში, დანარჩენებში 3.0 ან მეტი
რედ ბულის ლაიფციგი მიდის კარგად მესამე ლიგაში, მეორე ადგილზე არიან და ამ სეზონშივე თუ ამოვიდნენ მეორე ბუნდესლიგაში, ძალიან მაგარი იქნება
მესამე ლიგელი რეგენსბურგი, რომელიც ცხრილის შუაში ცოდვილობს და მოძველებულ საშინაო სტადიონზე აკეთებს ამას, ახალ არენას იშენებს, 2015 წლის ივნისიდან ეს კლუბი, ახალ 15 000-იან, თანამედროვე და ლამაზ სტადიონზე ითამაშებს

