FC Bayern Geo Fans
14.11.2013. 23:45 სთ. (ჩვენი დროით) - იტალია გერმანიის წინააღმდეგ.
DFB.de-მ აღნიშნული დუელის წინ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფაქტებს.
ზემოთხსენებული შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 32-ე დუელი იქნება. საერთოდ ყველაზე მეტი შეხვედრა გერმანიის ნაკრებს გამართული აქვს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ (51), ჰოლანდიასთან - 40, ავსტიასთან - 39, შვედეთთან - 36 და უნგრეთთან 33.
ბალანსი:
გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს ბრაზილიის, არგენტინის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებთან. სკუადრა აძურას წინააღმდეგ ჩატარებული 31 შეხვედრიდან გერმანელებმა მხოლოდ 7 მოიგეს, აქედან 4 მატჩი ანგარიშით 2:1. (გერმანელთა ბოლო გამარჯვება 1995 წლის 21 ივნისით თარიღდება, როდესაც შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ციურიხში გამართულ შეხვედრაზე თომას ჰელმერმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მალდინის ავტოგოლის წყალობით 2:0 დაფიქსირდა) , 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 15-ჯერ კი იტალიამ გაიმარჯვა. გატანილი გოლების მიხედვით გერმანელთა საშუალო შედეგი ერთ შეხვედრაში 0,97-ა. ბრაზილიასთან უფრო ცუდი მაჩვენებელია (0,8). ყველაზე ხშირად იტალიასა და გერმანიას შორის დაფიქსირებული ანგარიში არის: 0:0. ხუთჯერ უგოლო ფრით დაშორდნენ ეს გუნდები ერთმანეთს.
სატურნირო წარსული:
იტალია ოთხჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1934, 1938, 1982, 2006). აქედან ერთხელ დაუპირისპირდა გერმანიას ფინალში და ერთხელ ნახევარფინალში: 1982 წელს მადრიდში (3:2) და 2006 წელს დორტმუნდში (2:0). სკუადრა აძურამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა (1968), ამის შემდეგ ორჯერ მოახერხეს ფინალში გასვლა: 2000 წელს საფრანგეთან (1:2) და 2012 წელს ესპანეთთან (0:4). მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ორი მარცხი აქვთ ანგარიშზე, ორივე ბრაზილიასთან (1970, 1994).
გერმანიამ მსოფლიო (1954, 1974, 1990) და ევროპის (1972, 1980, 1996) ჩემპიონატები სამ-სამჯერ მოიგო. ამას გარდა ბუნდესგუნდი ოთხჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის (1966, 1982, 1986, 2002) და სამჯერ ევროპის ჩემპიონატის (1976, 1992, 2008) ფინალში. ესპანეთთან ერთად გერმანელები ევროპის რეკორდსმენები არიან.
დიდ ტურნირებზე პირდაპირი დუელები იტალიის სასარგებლოდ მეტყველებს. ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრები გერმანელთა წარუმატებლობით სრულდებოდა. გერმანელთა წაგებით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 1982 წელს (1:3), 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (3:4), 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (0:2) და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი (1:2). ერთადერთი, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გერმანიასა და იტალიას შორის 0:0 დასრულდა, ეს კი იტალიის გავარდნას ნიშნავდა. საბოლოოდ გერმანელებმა ტიტული მოიგეს.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება:
1939 წლის 26 ნოემბერს გერმანიის ნაკრები ორჯერ მარცხდებოდა, მაგრამ ბოლოს 5:2 მოიგო. ფრანც ბინდერმა სამი გოლი გაიტანა. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გერმანია - იტალიის ნახევარფინალიც ბევრი გოლით გამოირჩა.
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი:
2006 წლის 1 მარტი, გერმანიამ ფლორენციაში 1:4 წააგო. ამ საღამოს ვერავინ იფიქრებდა, რომ ოთხი თვის შემდეგ ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
სტადიონები:
იტალიისა და გერმანიის ნაკრებები პარასკევს მილანში მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს. ამ ორ ერს შორის პირველი სანაკრებო შეხვედრა სწორედ აქ გაიმართა 1923 წელს (3:1 იტალიის სასარგებლოდ). გერმანიაში კი ყველაზე ხშირად ეს ორი გუნდი შტუტგარტში და ბერლინში თამაშობდნენ - თითოგან სამჯერ. ბერლინში გერმანიის ნაკრები იტალიასთან დაუმარცხებელია (ორი გამარჯვება, ერთი ფრე).
გერმანია - იტალიის შეხვედრის დროს ყველაზე მეტი გულშემატკივარი სტადიონზე დაფიქსირდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე მეხიკოში აცტეკების სტადიონზე (110 000), 1936 წელს ბერლინში (2:2, 100 000) და 1955 წელს რომში (1:2, 100 000).
ჩატარებული შეხვედრების რეკორდული მაჩვენებელი:
მიროსლავ კლოზე, რომლიც იტალიასთან თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის და რომელიც დღემდე სკუადრა აძურასთან გამარჯვებას ელოდება და ბუფონი, რომელსაც 137 შეხვედრა აქვს იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებული. თუ კლოზე თამაშს მოახერხებს, ეს მათი მეექვსე დაპირისპირება იქნება. ბუფონის ანგარიშზე ოთხი მოგება და ერთი ფრეა. ჯუზეპე ბერგომიმ გერმანიის წინააღმდეგ ხუთჯერ ითამაშა, აქედან მხოლოდ ერთხელ მოიგო, ისიც ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე.
გერმანელთა მხრიდან იტალიის წინააღმდეგ მოედანზე ყველაზე ხშირად იდგნენ ლოთარ მათეუსი და გუიდო ბუხვალდი, ძირითადად ორივე ერთად. იტალიის წინაღმდეგ ჩატარებული 6 მატჩიდან სამი მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. მათეუსი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში რეკორდსმენია, მას 150 სანაკრებო შეხვედრა აქვს ჩატარებული, მიროსლავ კლოზეს კი 130.
ბომბარდირები:
გერმანიის ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიას გერდ მიულერი და მიროსლავ კლოზე ლიდერობენ, თითოეული 68 გატანილი გოლით. მიულერს ამისთვის 62 მატჩი დაჭირდა. იტალიაში კი ნომერი პირველი 42 შეხვედრაში გატანილი 35 გოლით არის ლუიჯი რივა.
გერმანია -იტალიის მატჩების დროს ბომბარდირები არიან ჯინო კოლაუსი, 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც გერმანიას სამი გოლი გაუტანა. გერმანელთა მხრიდან კი ავსტრიელი ფრანც ბინდერი ლიდერობს, რომელმაც 1939-დან 1941 წლამდე 9-ჯერ ითამაშა გერმანიის ნაკრების მაისურით, აქედან ხუთი გოლი სწორედ იტალიის ნაკრებს გაუტანა.
მოედნიდან გაძევება:
გერმანია-იტალიის დუელის დროს ორჯერ იქნა ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებული: 1965 წელს იტალიელი ბურგნიჩი, 1996 წელს კი თომას შტრუნცი.
ლეგენდარული შეხვედრა:
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, რომელსაც ``საუკუნის მატჩი`` უწოდეს. მეხიკოში აცტეკების სტადიონზე შეკრებილი 110 000 გულშემატკივარი ძალიან დიდი დრამატული შეხვედრის მომსწრე გახდა. გერმანიის ეროვნული ნაკრები 86 წუთის მანძილზე რობერტო ბონინსეგნას გოლის წყალობით აგებდა. კარლ-ჰაინც შნელინგერმა კი ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. დამატებით დროში გერდ მიულერის გოლის წყალობით ანგარიში 2:1 გახდა, შემდეგ ბურგნიჩმა გაათანაბრა 2:2, მოგვიანებით რივას გოლის წყალობით იტალიელები დაწინაურდნენ 2:3, მიულერმა 3:3 გახადა და ბოლოს რივერამ დასვა წერტილი 3:4 იტალიის სასარგებლოდ.
ფედერაციები:
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 1898 წელს დაარსდა. ორი წლით უფროსია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაზე. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში სულ 17 000 კლუბია გაერთიანებული, გერმანიაში კი 165000-ზე მეტი გუნდია 25 546 კლუბში თავმოყრილი. იტალია 1905 წლიდან მოყოლებული FIFA-ს წევრია, გერმანია 1904-დან.
-------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=665...&type=1&theater