FC Bayern Geo Fans
გერმანიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის დაპირისპირებას 105 წლიანი ისტორია აქვს.
1908 წლის 20 აპრილს შვეიცარიაში დებიუტიდან ორი კვირის შემდეგ გერმანიის ნაკრები ინგლისს პირველად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
2013 წლის 19 ნოემბერს 00:00 საათზე ეს გუნდები 33-ედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ლონდონში, უემბლის სტადიონზე, ინგლისის საფეხბურთო გაერთიანების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ყველაზე მეტი დუელი ინგლისის ნაკრებამდე გერმანიის ნაკრებს ჩატარებული აქვს შვედეთთან (36 მატჩი), ავსტრიასთან - 39, ჰოლანდიასთან - 40 და შვეიცარიასთან - 51.
გერმანიის ნაკრები FIFA-ს აქტუალურ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფება, ინგლისი - მეათეზე.
DFB.de-მ აღნიშნული დუელის წინ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფაქტებს.
ბალანსი:
ჯერჯერობით სტატისტიკა ინგლისის სასარგებლოდ მეტყველებს. გერმანელთა ანგარიშზე 15 მარცხი, 11 გამარჯვება და 6 ფრეა. ბურთების შეფარდება 41:67. 1908 წლიდან 1935 წლამდე გერმანელებმა ინგლისელებისგან 31 გოლი გაუშვეს.
გერმანიის ნაკრებმა პირველი გამარჯვება ინგლისის წინააღდეგ 1968 წელს ჰანოვერში ფრანც ბეკენბაუერის გოლის წყალობით იზეიმა (1:0). შემდგომ 20 შეხვედრაში ინგლისელემბა 5-ჯერ მიაღწიეს წარმატებას, მათ შორის ერთი ისტორიული ღირებულების გახლდათ. მიუნხენში 1:5 2001 წლის 1 სექტემბერს - ეს გერმანიის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იყო.
უახლოეს 6 შეხვედრაში კი ბალანსი თანაბარია: სამჯერ გერმანელებმა გაიმარჯვეს, სამჯერ კი ინგლისელებმა.
ტურნირები:
ინგლისი და გერმანია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან ინგლისის უპირატესობა მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 1966 (4:2) და ევრო 2000-ის ჯგუფურ ეტაპზე (1:0).
სხვა შეხვედრები კი გერმანელებისთვის საკმაოდ დადებითი აღმოჩნდა.
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა მეოთხედფინალში 3:2 დაამარცხა ინგლისი, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თერთმეტმეტრიანებში 5:4 იმარჯვა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი 4:1.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს: 1972 წელს ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა: 3:0, 0:0, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე 7:6. გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა.
სატურნირო ბალანსი ასეთია: გერმანიის ნაკრებს 5 გამარჯვება, ორი ფრე და ორი წაგება აქვს ანგარიშზე.
ტიტულებითაც ლიდერობენ: სანამ გერმანია სამგზის მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონია, ინგლისმა 1966 წელს ერთადერთი საერთაშორისო ტურნირის, მსოფლიო ჩემპიონატის, მოგება იზეიმა საკუთარ ქვეყანაში.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 2010 წლის 27 ივნისი - მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალი - 4:1. ასეთი დიდი ანგარიშით გერმანიას ინგლისისთვის არასოდეს მოუგია.
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი: 1909 წლის 16 მარტი - ოქსფორდი - 6000 მაყურებელი 0:9 ინგლისის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორი ნაკრების დაპირისპირებისას (32-ჯერ) მოედნიდან არასოდეს არ გაუძევებიათ ფეხბურთელი.
------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=669...&type=1&theater