FC Bayern Geo Fans
მატჩისშემდგომი კომენტარები.
იოახიმ ლიოვი: „შეგვეძლო მეორე გოლიც გაგვეტანა და თამაშის ბედი ადრევე გადაგვეწყვიტა. ამის გამო ცოტა გავბრაზდი. მაგრამ საერთო ჯამში ბურთს საკმაოდ თავდაჯერებულად ვფლობდით, კარგად ვთამაშობდით გადართვაზე, ყველა ფეხბურთელი იღებდა დაცვაში მონაწილეობას. მატჩის მსვლელობის დროს იმის შეგრძნება, რომ ინგლისი გაგვითანაბრებდა, არ მქონია.“
პერ მერტესაკერი: „სიმართლე გითხრათ, კარგი გამოსვლა მქონდა, სიტუაციასაც კარგად გავართვი თავი. ახლა შემიძლია არსენალში კარგი არგუმენტებით დავბრუნდე. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მშვენიერი გახურება გამოგვივიდა. ნაკრებში იმდენი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომ უჩვეულო სიტუაციაა შექმნილი და მწვრთნელი საინტერესო გადაწყვეტილების წინაშე დგას.“
რომან ვაიდენფელერი: „დაძაბულობა იყო. ეს ხომ ჩემი პირველი სანაკრებო შეხვედრაა. მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს. ფეხბურთელებმა შესანიშნავად მიმიღეს. დღეს მეკარისთვის სპეციფიური მატჩი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო მომენტი, როდესაც ბურთის მოგერიება მომიხდა. უბრალოდ ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ყველაფერს ვითვისებ. უემბლიზე 1:0 მოგებაც შესანიშნავია. უკეთესად არც კი შეიძლება.“
სვენ ბენდერი: „ჩვენ ერთმანეთის ბრმად გვესმის. შესანიშნავი იყო მოედანზე ძმასთან ერთად დგომა. ლარსი ჩემს გვერდით, მუდამ განსაკუთრებული მომენტია.“
ლარს ბენდერი: „ერთად თამაშის დროს ერთმანეთს მუდამ ვაზღვევთ. დღესაც ასე ვიქცეოდით და მშვენივრად გამოგვდიოდა.“
-------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=670...&type=1&theater