Augusto Pinochetყველაფერში გეთანხმები გარდა იმისა თუ ამ სასტავიდან ვინ უნდა დასვას სკამზეო
ვინ და გეტყვი ეხლა, გინდაც ზუნიგა რომ დადგეს ნაგატომოს ადგილას რამხელა რაზნიცა იქნება ხომ ხვდები? + ნაგატომო სკამზე იჯდება და ყოველთვის შეძლებსშეცვალოს.
იგივე ჯონათანის ადგილას ვინმე ძლიერი, ის რომ ლიგა მოვიგეთ 2010 ში ეს აი ალბათ აუარებელი დამსახურება იყო მაიკონის, მარჯვენა კრაი გადამწვარი ჰქონდა
ბარსასთან აიღე, ჩელსისთან კიდე აღარ ჩამოვთვლი, გინდაც მაგ წელს სერიალში.
ეხლა ცენტრის წყალობით ვქაჩავთ რაღაცას და არცერთი კრაი აღარ გვყავს
ორივე მხარეს ძლიერი კრაინები რომ დადგნენ და შუაში ფერნანდო, წარმოიდგინე რამხელაზე მოვუმატებთ

)
ძალიან მიყვარს პალასიოც და იკარდიც, მაგრამ იგივე ფალკაო რომ გყავდეს პალასიო არ დაჯდებოდა სკამზე?
გასაძლიერებელის მეტი რაარი, პროსტა შენი თქმის არ იყოს ეს უნდა მოხდეს ჭკვიანურად და უმტკივნეულოდ
მაცარის მოთხოვნის და მიხედვით.
მარტო ფერნანდო რომ დავიმატოთ ვერ გაქაჩავს ეს გუნდი რა მეორე წრეს
იგივე რიკი რომ დაიმტვრეს ან პალასიო, მერე ერთი ორად შემცირდება ჩვენი შეტევის წარმოება
არაა ეს ეხლა ისეთი გუნდი და ისეთი სკამი რომ მთელი სეზონი გაქაჩოს, მიუხედავად იმისა რომ ბაზარი არაა მარტო სერიალს ვთამაშობთ
ფერნანდო, ზუნიგა, მარჯვნივ მონტოია მინდა რაღაც სასწაულად დასამატებელია, ესეთი გუნდი ლიგაზეც თავისუფლად გავა და თანაც ისე ჩაეკერებიან გუნდში რომ უკვე
ლიგაზეც ერთიანი გუნდი გაიჩითება, ფუნდამენტ ჩაყრილი
კარგი იქნებოდა ვინმე ბომბა თავდამსხმელის დათრევაც, მაგრამ მაგის დეფიციტი არ გვაქვს ამ წელს
შეიძლება ლიგისთვის დათრევა
ბევრი თამაშია ზამთრამდე კიდევ და ვნახავთ რომ არაა ეს გუნდი ის რაც უნდა იყოს, დაჟე იმის აჩრდილიც კი არაა

ჩემი აზრით ინერციის მოგებები იყო ეს, მოგებას მოწყურებული ფეხბურთელების და ახალდანიშნული ტრენერის თვითდამტკიცების
ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა მაცარიმ, შეიძლება ჟოზესაც კი ვერ მოეხდინა ის რაც ვალტერამ ქნა
ისიც ვთქვათ რომ არცერთი ჩვენთაგანი არ მოველოდით ასეთ პროგრესს, არავის გვეგონა რომ ასეთ ინტერს ვნახავდით
მაგრამ ფაქტია(ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში) რომ აი ეს სტაფი ვერ ითამაშებს მთელი სეზონი, ვერც ნაგატომო ვერც მითუმეტეს ჯონათანი... პერეირებზე და ეგეთებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, მარტო ფერნანდოს დამატება ეს იქნება შეგუება იმაზე რომ ჩვენი მთავარი მიზანი იქნება 3 ზე გასვლა.
ესეთი გუნდით რომ დაგვეწყო წინა სეზონში ბაზარი არაა შეიძლებოდა გაგვებრძოლა გიდაც სკუდეტოზე, მაგრამ ამ ეტაპზე არც ნაპოლიზე კარგი გუნდი გვყავს და არც იუვეზე, ჩემი აზრით არც რომაზე (ნუ შეიძლება ნარავნე რა), კიდე როგორი ფიორენტინაა (გაძვალტყავებულ, ნახევარ გუნდს ძლივს მოვუგეთ და კინაღამ სულ წავაგეთ) კიდე ლაციოა ძალიან ძლიერი, მილანი გგონია სულ ესეთი ჩაჯმული იქნება? მეორე წრიდან ნახე სადამდე ამოვიდნენ, კიდევ ბევრი სერედნიაკია რომლებიც ყოველთვის ითამაშებენ ქულების წაცინცვლაზე.
იმენა გაგვივარდა ფიორესთან, მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, გასატანი საგოლე მომენტი არც გვქონია თითქმის და ფიორეს რამოდენიმე ჰქონდა, უბრალოდ გაგვიმართლა ძალიან რომ კრაიზე კუადრადო არ იდგა თორემ მერე გვენახა ნაგატომოს წიოკი, აი ძალიან მარტივად სცდებიან მეტი რომ არ შეიძლება ისე, 1X1 ზე რო ეთამაშება და ხელებს უკან წაიღებს ხოლმე უკვე ვიცი რომ მოტყუებულია, ნუ მინიმუმ კრაიზე მაინც სცდებიან და ნავესს აკეთებენ, იგივე ჯონათანიც იუვემ რა გოლი გაგვიტანა? იდენტურად მოატყუეს გუშინ ჯონიც და პროსტა გადავრჩით რომ ჰანდას შუაში დაურტყეს თორემ ეგ გოლი გვმარხავდა, არ უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაცეები. პიზარო შეიძლება ითქვას გუნდის ხერხემალი არ ჰყავდათ, გომესი არ ყავდათ და როსის მეტი ოფცია თავდასხმაში არ ჰქონდა მონტელას და ასეთ გუნდთან კინაღამ წავაგეთ სასწაულად რომ არ გაგვმართლებოდა!
აი ზუსტად წინა სეზონის ნაპოლის მაგონებს ეს ინტერი, დაჟე იმ ნაპოლიზე ბევრად სუსტი ვართ, ეხლა არ თქვათ არაო.
ჯონათანი, პერეირა, მინიმუმ გასაშვებები არიან, ნაგატომო სკამზე უნდა დაჯდეს და მოვიდეს ვინმე დედისმაწიოკებელი მარცხნივ, ზამენაზე კიდე ხოშიანად ჩაერთვება კუნინძა.
კაროჩე ეს არის პროგრამა მინიმუმი რა, მაცარი ამ გუნდს გინდაც ფერნანდო რომ დავიმატოთ 100% ვიცი რომ ვერ გახდის ჩემპიონს
აი ზამთარში რომ ერთი 50 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდოს და მაცარის მოთხოვნით მოიყვანონ ფეხბურთელები უეჭველი ვიცი რომ ბოლო ტურამდე იქნება ხოცვა-ჟღლეტა
This post has been edited by MinimaLLL on 27 Sep 2013, 16:26