ხოოო საინტერესოდააა საქმე
ვანო მგონი შენ დაწერე ბარდი საშუალო დონის მეკარეც ვერ გახდებაო, საერთოდ არ გეთანხმები, მაგ ბიჭის თამაში რაც ვნახე (თუ ჩვენთან არ ჩავთვლით) დიდი მომავალი ეჭყანება, ჩვენთან მაინც თავის გამოჩენა უნდოდა თან ნერვიულობდა აბა ჩემი უფროსობა მიყურებსო, ეპატიება ეგეთი შეცდომა, თან ერთი ორი კარგი ბურთი აიღო!
ჰანდანოვიჩი აწმყო და ბარდი მომავალი, ბარდი არ უნდა გავყიდოთ და მომავალი 15 წელი მეკარე გვეყოლება
დაცვაში ერთი ორი სერიოზული მასტი გვინდა თუ რამის მიღწევა გვინდა ევრომასშტაბით, პირველ რიგში დიდი გუნდის ფლანგი ჯონათანი არ უნდა იყოს და თქვენ წარმოიდგინეთ არც ნაგატომო, ნუ პერეირაზე არაფერზე ვამბობ. ამ სამიდან ორს მოვაშორებდი, ჯონათანი და პერეირა არ გვჭირდება თუ დიდ გუნდს ვაშენებთ. მოყვანით ძალიან კარგი ვარიანტია ბაკარი სანია, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება ზაფხულში. კარგი მუშა მოთამაშე, ირბენს წინ და უკან და დაცვაშიც დიდი იაღლიშები არ ემართება ხოლმე! მარცხენა ფლანგზე ალბათ დომენიკო კრიშიტო, ზენიტში კი კაი ფულს აკეთებს მარა მობეზრდებოდა მაგას მანდ ძუძგაობა და კარგი კანდიდატურააა
დაცვის ცენტრიც უნდა გავაძლიეროთ კამპანიარო, რანოკია, ჯუანი სამივე მიყვარს მარა ერთი ტოპ-კლასის მცველი კი გვინდა. ჩემი აზრით, იდეალური ვარიანტია დავიდ ლუისი, ჩელსში მაინც და მაინც დიდი სათამაშო დრო არ აქ მოურინიოს ტერი-კეჰილი ურჩევნია. ლუიზი კიდე ექსტრა კლასის იგროკია, თან გასახდელშიც კარგია ეგეთი მოთამაშე, სადღაც იყო სტატია მთელი გუნდი წერდა სუ იკრიჭება და ჩვენც კაი ხასიათზე გვაყენებსო, თან მაცარის ტაქტიკაში მშვენიერი იქნება, ტიპს პასი აქ დარტყმა აქ, მოედანს კარგად ხედავს, რასაც კამპანიარო აკეთებს იგივეს გაკეთება შეუძლია
ნახევარდაცვაში კიდე ჩემი აზრით ფერნანდო აუცილებელია 3 წელია მაგაზე ვჩალიჩობთ და ეხლა მაინც უნდა მოვიყვანოთ ეგეც თავისუფალი აგენტი ხდება, მაგისი არდათრევა სამშობლოს ღალატია ჩემი აზრით! კამბიასო კი ზვეზდააა მარა ყოველ თამაშში ეტყობა რო ასაკშია უკვე კაცი და ხშირად სხვებს უწევთ მაგისი კაცის დევნა და დაზღვევა. გუარინი ხო ხასიათის იგროკია ჩემი აზრით უნდა სანამ დროა გაიყიდოს, მუდინგაები, კუზმანოვიჩები, არ გვინდა ფერნანდო და პირლო!!!! ამასაც კონტრაქტი უთავდება და ყლიუვე არ უხანგრძლივებს! იდიოტები არიან სუფთა!
გამთამაშებლები კოვაჩიჩი გვყავს გენიალური! მაგასაც კაი მომავალი ეჯღანება, მარა რიკი ჩემი აზრთი არააა დიდი გუნდის სასტარტოს მოთამაშე ლეჩეებთან და ლივორნოებთან მარტო მოიგებს თამაშს მარა დიდ გუნდებთან დიდი ალბათობაა რო ჩაისვაროს. ჩემი ოცნებააა მარეკ ჰამშიკი, ცოტა ოცნებას გავს მარა ხო შეიძლება ძველი დრო გავიხსენოთ ბაჯო, რონალდო ...... ესეთი ფეხბურთელები თუ გვიყიდია ჰამშიკი მთლად მაგ დონისაც არააა რო ვერ ვიყიდოთ!
თავდასხმაშიც გვჭირდება ერთი ექსტრა კლასის მოთამაშე ჯეკო არააა ეგეთი მგონი კაია მარა ჩვენ რამდენად გამოგვადგება არ ვიცი, ჩემი აზრით, ერთი სეზონით მირო კლოზეს მოყვანა შეიძლება საოცარი იგროკია, ტიპს ყველა პოზიციიდან შეუძლია გოლის გატანა, თან ყველა ორგანოთი! (თავი, ფეხი, მუხლი, წვივი ცუდი არაფერი იფიქროთ) ბელფოდილი კიდე კაი ბიჭია მარა ჯერ ძალიან უნდა გაიზარდოს
მწვრთნელი: მაცარი ალბათ ამ წუთისთვის იდეალური ვარიანტია, ამ ქაქიდან ამოგვიყვანს ცოტა უფროსობა თუ წაეშველება ჩემპიონთა ლიგაზეც გავალთ უპრობლემოდ არ მგონია რომამ მთელი სეზონი ესე გაქაჩოს

დაჯე იუვესაც სერიოზული იაღლიში მოუვიდეს, ნაპოლი კიდე თუ ტრამვებმა არ გატანჯა ბენიტესი ლიგის საგზურს ააღებინებს,
მარა მომავლისთვის მმგონი მაცარი არააა იდეალური ვარიანტი იმიტო რო 3-5-1-1 ტაქტიკით ევროპაში ვერაფერს ვიზავთ და სერიოზულად დაგვერხევა
მოურინიო არ გაჩერდება მგონი დიდხანს ჩელსში და იქნება დაბრუნდეს ინტერში
კაროჩე ბევრი ვწერე თუ წაიკითხეთ ეს ყველაფერი მადლობა, მარა შემდეგ სეზონში მგონი ესეთი ინტერი გაასწორებს
---------------------------------------ჰანდანა/ბარდი---------------------------------------
------------ლუისი/კამპანიარო......რანოკია/ანდრეოლი.......ჯუანი--------------------
---სანია/დონატი---ფერნანდო/ტაიდერი---პირლო/კამბიასო---ძანეტი/ჯაპანა----
----------------------ჰამშიკი/ალვარესი---------კოვაჩიჩი--------------------------------
----------------------------კლოზე/პალასიო/იკარდი-------------------------------------
თუ წაიკითხეთ ერთი-ორი გამაკრიტიკეთ რა