Geoariaეგ არ ჩამითვლია მაგის კაი ტიპობაში იმას ვამბობდი უბრალოდ რო ბოლოდროინდელიმწვრთნელებიდან მარტო ალეგრის ამოუღია ხმა. სხვა ვინ ამოიღო აბა? ანჩელოტი გვყავდა და ბერლუსკონი უხაზავდა როგორ უნდა ეთამაშა გუნდს. ნორმალურია ეს?
acdachiისტორია ბერლუსკონის არ შეუქმნია. ბერლუსკონიმდეც ჰქონდა ისტორია მილანს. მერე ბერლუსკონიმ ბევრი რამე შემატა კი, ენთუზიაზმი ქონდა და მუღამი, მაგრამ ეგ არანაირად არ აძლევს იმის კეთების უფლებას, რასაც ეხლა აკეთებს. ისტორია რომ შექმნა (დაე ეგრე დავარქვათ) არანაირად არ აძლევს ეგ მაგ კაცს იმის უფლებას რომ ეგ უკან წაიღოს. დღესდღეობით ტიპიური სრედნი გუნდი ვართ, არაფრის ამბიცია არ გვაქვს ამ სეზონში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ერთი ნორმალური მცველი რომ გვჭირდებოდა შარშანდელი ზამთრიდან ვამბობდით მაგას, მაგრამ არა! ვინ არ გამოყო ფული? ბერლუსკონიმ!
დაკარგა მაგ კაცმა ენთუზიაზმი და არც მიდის. მაგ დროს უნდა წახვიდე. ზედგამოჭრილია ეხლა "შენც წადი" ჯორდანზე რომაა ტექსტი, გეცოდინება

კაროჩე შენი გააკეთე, შეირგე წადი რა. არავინ აძალებს დარჩენას, არადა შთაბეჭდილება ისეთია, რომ თითქოს ვიღაც ექაჩება, თორემ თვითონ არ უნდა.
და დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსებივით რომ გამოდის და დღეს აცხადებს მილანი ყველაზე მაგარი გუნდია, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული და ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ვარო, ეგ დღესდღეობით ცოტა შეუფერებელია, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ბარსას რომ ხვდები და შედეგი წინასწარ იცი, ეგ უკვე ძალიან ცუდია.
გრანდი არ ვართ ბოლო პერიოდია და დიდი იმედი მაქვს მალე დავბრუნდებით უკან, არა სილვიომ თუ ესე გააგრძელა ეგ არ მოხდება.
This post has been edited by Bowman on 5 Oct 2013, 17:06