როგორ ხართ მეზობლებო?

რა განწყობაა მუნდიალის წინ?
სამხრეთელებისგან ყველაზე მეტი შანსი უდავოდ თქვენ გაქვთ, კალენდარიც შესანიშნავი გერგოთ. მესის ბარსას თემაში კი აგინებენ მარა დარწმუნებული ვარ მუნდიალზე ნაწლავებს დადებს, ნასკებიდან ამოხტება და ისეთს ითამაშებს ჯერ რომ არ უქნია.
ბარსასთან ყველაფერი მოიგო, მარადონამდე რაც აკლია ეს მუნდიალის მოგებაა და აჰა! შესანიშნავი შანსიც აქვს

ბრაზილიიდან სიცოცხლის თასი თუ წაიღო, ბრაზილიის და რეალის ფანიც კი ვერ ვიტყვი რომ მარადონაზე რამით ნაკლებია, მეტიც იქნება

წარმატებებს გისურვებთ მხოლოდ ფინალამდე, ფინალის მერე ჰექსაკამპეაო იქნება სელეცაო

არა რაა, სულ სხვა სულია და სულ სხვა ატმოსფერო მსოფლიოს პირველობა. 4 წელი ელოდები და ის მოდის

ერთი თვე სიხარულის და ცრემლების ნაზავი, ვერანაირი ტურნირი ვერ შეედრება მუნდიალს, ვერც ოლიმპიადა, ეს სხვა განზომილებაა, უმაღლესი ლიგა სპორტის, ნამდვილი ფეხბურთის სული

როცა ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობ