,,სიმართლე ტევესზე" გაძეტა აქვეყნებს დღეს
მესის არასდროს უთქვამს ,,ან ტევესი ან მე" და არც იტყოდაო, მაგრამ ყველამ ირგვლივ იცოდაო ეგ რომ უნდოდა

, არავის (,,ჯგუფს") უნდოდაო ტევესი და ამიტომ არ მიიწვიაო საბელიამ
დიდი მეგობრები იყვნენ 2007-ში, ღამით მუსიკას ჩართავდნენ (ერთ ოთახში იყვნენ, ისე როგორც ახლა მესი-კუნი) ფეხზე ეკიდათო ყველაფერი

, ახალგაზრდა ლეო ტევესის ,,ფრთის ქვეშ" იყო, ყველაფერი აირია 2010-ში. მარადონას 4-4-2 უნდოდა ტევესის გარეშე გერმანიასთან, რადგან იქამდე პირველ ორ თამაშში ტევესი როცა ძირითადში იყო, ვერ აეწყოო თამაში, ჰოდა ამოაგდო უკვე ჯგუფის მესამე თამაშში. გერმანიასთან შეცვლაზე მე-60 წუთზე ტევესი როცა შემოვიდა, ერთ მომენტში ,,ცოტათი მეტი დრო შეაყოვნა ბურთი ფეხებში" და თითქოს ჯიბრზე გააკეთა მარადონასთან, ვისაც უთხრა კიდეც ,,ცოტა იაზროვნე და ვარჯიშებს უყურე, სანამ აირჩევ შემადგენლობასო", მესი კი ვინც უკვე ,,დიდი ვარსკვლავი იყო" ძალიან განაწყენდა მაგ მომენტში პასი რომ დაუგვიანეს

(იქნებ მაგასაც ეხებოდა ტევესის ნათქვამი, ვინ იცის

)
თამაშის ბოლოს მესი-ტევესმა გაცხარებულმა იკამათეს როგორ უნდა ეთამაშა არგენტინას მომავალში, ტაქტიკა, ლიდერობა და ა.შ. და მანდ ტევესი ზღვარს გადავიდა, ნამეტანი ,,უპატივცემლობა" გამოიჩინა მესის მიმართ და თვითონ დაიკეტა ნაკრებს კარი, რადგან სხვებს (დანარჩენებს) არ მოეწონათ მაგისი ქცევაო
არადა ტევესი არნახულად მოტივირებული იყო 2014-ის მსოფლიო თასი მოეგო არგენტინისთვის, ყველაზე მეტად მაგას უნდოდა, აკი იყო კიდეც მოძულებამდე ,,სახალხო ფეხბურთელი" (რა უცებ შეიძულა არგენტინამ, გაფუჭებული პენალტის გამო)

მაგრამ ისიც იცოდა, რაც არ უნდა ექნა, მაინც არ მიიწვევდნენ (არც ელოდა)
მერე ხომ თქვა, მესის ბრალი არაა ჩემი არ მიწვევა და ა.შ., კარგი გამოკიდებულება გამოავლინა მესის მიმართ, ყოველთვის ეტყობოდა გულწრფელობა. არც მესისთვის არის მტერი, უბრალოდ ,,თავისთვის" არიან და მორჩა
მესი ითამაშებს ტევესთან ერთად, მაგრამ მანდ პირადად მესიზე არაა, არამედ...,,მესის საძმაკაცოზე", ვისაც სიტყვა ეთქმის, იგივე მასკერანო და ა.შ. - რაღაცეებში შეეშალა ეტყობა ტევესს

და თვითონაც აღიარებს პრინციპში ,,ქცევით" (ინტერვიუები და დამოკიდებულებით როცა ნაკრებზე ეკითხებიან)
This post has been edited by უვიცი on 11 Jun 2014, 11:24