არც მე წამიკითხავს ერთად წავიკითხოთ
-როგორ ხარ?
-კარგად.
-მართლა კარგად ხარ?
-ჰო, მართლა
-რა კარგია თუ კარგად ხარ..
-ალბათ კარგია. -ცუდ ხასიათზე ხარ? -არა. ჩვეულებრივზე...
-გენატრება?
-არა, ახლა აღარ მენატრება
-სხვა დროს მოგნატრებია?
-გაგიჟებამდე.. -გიტირია?
-ცრემლის დაშრობამდე მიტირია. -ხალხში გიმღერია?
-კი, ძალიან უსმენოდ მიმღერია
-წვიმაში გიცეკვია?
-არა, მაგრამ ვიცეკვებ. -გიპოვნია?
-ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე
ძვირფასია რაც გამაჩნია. -დაგიკარგავს?
-თავი დამიკარგავს...
-შეგშინებია? -მარტოობის ახლაც
მეშინია.
-გწყენია?
-ბევრჯერ... -დაგიწერია?
-ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ..
-გინანია? -უაზროდ დაკარგული დრო
და უთქმელი
სიტყვები..
-წარსულზე გიფიქრია? -ყოველ ღამე.
-ღამე გაგითენებია?
-მზის მოლოდინში -გითქვამს, რომ
გიყვარს?
-თვალებით.
-სიკვდილზე დაფიქრებულხარ? -ხან და ხან მინატრია...
-ისევ განიცდი?
-აღარ.. -იმედი?
-იმედი ყოველთვის არის!
-რომ მოვა?
-აღარ მოვა. -აბა იმედი?
-იმედი, რომ ყველაფერი კარგად
იქნება ბოლოს.
-რომ არ იყოს?
-რომ არ იყოს, ბოლო არ იქნება...
-ბოლო, რომ იყოს და არა ისეთი შენ რომ გინდა?
-მაშინ ყველაფერი დამთავრდება და
დავისვენებ.
-დაღლილი ხარ?
-......
-ისევ განიცდი!!! -......
-ტირი? -მომბეზრდა..
-ლაპარაკი?
-არა. ბრძოლა!
-ვისთან?
-საკუთარ თავთან. -გჯობნის? -ძლიერია!
-ძლიერი შენც ხარ!
-.......
-გენატრება?!
-უსასრულობამდე!
-ისევ გიყვარს? -მაშინაც,ახლაც და მერეც! სულ....