Mandangus ნანი ტექნიკის და შესაძლებლობების გამო დავწერე და არა ლეგენდობის. სწორხაზოვანი არაა, უბრალოდ არასტაბილურია და რომ დასტაბილურდეს მტყვნელი იქნება. სწორხაზოვანი ვალენსიაა და ეშლი იანგი ###.
ნანი, იანუზაი გვყავს. დანარჩენი 2 გასაშვებია გუნდიდან + უელბეკი ფლანგზე ###ა, შესაბამისად არც ეგ გამოდგება. ანუ 1 ვინგერიც გვჭირდება.
იქვე კანჩელსკისიც მიწერია ისე, რომელიც ზემოთჩამოთვლილ ლეგენდებთან ვერ მივა, მარა თავისი კვალი დატოვა 90-იანების იუნაიტედში.
რაც შენ დაწერე სასტავი, ვერ ვეთანხმები ფორმაციის და კლევერლის გამო.
ესენი რომ შეეშვან ფლანგიდან ჩაწოდებებს/შესვლებს და ეს ინგლისური სტილი რომ ამოიშალოს გუნდიდან, ამათ თამაშს ვეღარ ვუყურებ. სისწრაფე, ტექნიკა, ცოტა ჯორცხენიზმიც (
) აუცილებელია ფლანგებზე.
კლევერლის რაც შეეხება, სანამ ეგ უკან პასებს არ გადაეჩვევა გასამწვავებელ სიტუაციებში და სანამ სქოულზის თამაშის ხარისხის მეოთხედს არ დაგვანახებს, იქამდე ვიქნები მაგის გინებაში. ის რომ პასის სიზუსტე თამაშში 90% აქვს სიტყვაზე, რამდენია აქედან წინ პასი ეგ მაინტერესებს. არადა აღარაა პატარა გამოუცდელი ბიჭი, 24 წლისაა და ასე თუ ისე გამოცდილებაც დაუგროვდა. სქოულზს მაგის ასაკში უკვე ჰქონდა სახელი ევროპაშიც და გუნდის ძირითადის უცვლელი წევრი იყო. მოკლე წინ პასი, გრძელი პასი, სწრაფად აზროვნება როცა რამდენიმე კაცი გკეტავს, tackle, შორიდან დარტყმები და მეკარეების გარღვევები კარში, საჯარიმოში შევარდნები და შეტევების დაბოლოებები, დაჟე თავით თამაშიც ეს ყველაფერი თუ არ გვანახა კლევერლიმ, მაშინ მაგას არაფერი ესაქმება იუნაიტედის ძირითადში და ჯერჯერობით ვერცერთს ვერ ვხედავ.
ცენტრის გაძლიერება რომ საჭიროა, ეს ყველამ იცის და გუნდოგანს მეც ვისურვებდი, კარგად აწევს ტემპს ნახევარდაცვაში და აღარ ვიქნებით ასეთი ნელი.
ფელაინის გაშვებას კიდევ ნუ ითხოვთ, 6 არასრული თამაში ჩაატარა ტიპმა და ვაცადოთ იქნებ 1-2 წელი. დიდი ამბავი, თუ კინივით ვერ შლის შეტევებს. მაგრად მინდა, რომ კერიკი შეცვალოს როგორმე. სადაც ამდენ ###ს ვუყურებთ ამდენი წელი, 1-2 წელი ფელაინისაც ვუყურებთ, იქნებ გაამართლოს კაცო. ყველა ვან პერსივით პირველი თამაშიდანვე არ იწყებს გოლების შეყრას. ამ იდაყვის ###ურად ქნევას შეეშვას, პასი დახვეწოს და ეგაა რა, მაგაზე უარესები გამოუსწორებიათ იუნაიტედში თუ რა...
პ.ს.