ე. ისრეალი (სპორტიუ-ს მთავარი კაცი): ,,კრისტიანო პირველად არის მადრიდისთვის ის, რაც მესი არის ბარსასთვის" ყველაფერი კრისტიზეო და ახლა არის მომენტი ოქროს ბურთი აართვასო

ფიგუმ დაიწუწუნა, კარგად ვითამაშეო და პერესმა ზუსტად კლასიკოს წინ ჩამცხოო ზურგში, გაუგებარია რატომ არ მათამაშეს, გამიზნულად გააკეთეს და წასვლა მომიწიაო (იუდას ბედი ეგეთია, სადაც გაფასებდნენ იქიდან ფულის გამო არ წახვედი?)
რონსერო (ცნობილი მადრიდისტა სირისტიანი): ,,ვივა სუპერმენი", 98 000 კულე პანიკაში იქნებაო. ეგ კლოუნადა-მაისურა კატალონიის ჩაიცვითო

და ა.შ. ნორმალურიც გამოურია, ,,კინტა დე ბუიტრე" ვერასდროს იგებდაო კამპზე და დავიტანჯეო ის წლები

600 მადრიდისტას საერთო აზრი შეკრებიდან ,,მესის და ნეიმარს თავიანთ ადგილს მივუჩენთ" და ას-ში ბუფონი-კასილასის გაცვლა უნდა მომხდარიყოო 2004-ში, პერესს უნდოდა მაგრამ არ მოხდა

და კიდევ ას-ში მადრიდი თავის საქმეს წყნარად აკეთებს ფიფას კულუარებში, ფიფამ იცის რომ კრისტიანომ როგორც იქნა უნდა მიიღოსო დამსახურებული ოქროს ბურთი

, გაჩაღდა კამპანია და თუ მოგვიგეს და მითუმეტეს კრისტიანოს ოქროს გოლის, ვაიმედედა
ევარისტო (ექს-ბარსა-მადრიდი, სამი გოლი ერთ-ერთ კლასიკოში ჩვენი მხრიდან): ,,ნეიმარის დიდი დღე უნდა იყოს"
პანენკა მესის და კრისტიანოს: მიდით აბა ჩემნაირი შეაგდეთ კლასიკოში