გჯერა შენ რომ მსაჯმა ნახა საჯარიმოს გარეთ იყო თამაშის წესების დარღვევა და მაინც პენალტი დანიშნა?

გამეორებამდე მეც სუფთა პენალტი მეგონა და მხოლოდ მერე დავრწმუნდი, რომ ოდნავ გარეთ ჰქონდა დატოვებული ფეხი მცველს.
სულ ###ზე არ კიდიათ ახლა იუვე იტალიაში, ტრაკს რომ აძლევდნენ?
რამდენჯერ მახსოვს წინა სეზონებში ჩვენს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, თან ისეთი კი არა, შედეგზე გავლენა რომ არ ჰქონია, აი ისეთი, 2 ან 3 ქულა რომ წაურთმევია.
რატომ ხდებოდა ეგეთები, თუ ჩვენზე მასიური ტრაკის მიცემა მიდის?
რატომ გჯერათ ამ შეთქმულების თეორიების, მსაჯის შეცდომა დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის იშვიათობა და ფაქტია, თუ ცდება, ვიღაცის მიმართ უნდა ცდებოდეს და მაგ თამაშში გაუმართლა იუვეს.
სამაგიეროდ ლიგაზე მსაჯის გამო წააგეს.
Andro_forza juveრატომ ვარ სტრანნი, ფეხი გარეთ ჰქონდა აშკარად.
თან არამარტო ფეხი, სხეულის არცერთი ნაწილით არ იყო შიგნით (რომ უფრო შეეყვანა შეცდომაში მსაჯი) და სხეულის უკიდურესი წერტილი (საჯარიმოს ხაზთან მიმართებით) იყო ზუსტად ხაზზე და არანაირად მის შიგნით.
ჩაწერილი მაქვს თამაში და სპეციალურად ვნახე რამდენიმეჯერ.
გარდა ამისა კომენტატორმაც კი, რომელიც იუვეს ფანია, ბევრჯერ გაიმეორა რომ არ იყო პენალტი.
ახლა რომ ვწერო იყო-მეთქი, უფრო მეტად გამოვაჩენ იუვეს სიყვარულს თუ როგორაა საქმე? :დ
ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მაგის გარეშეც მოვუგებდით ჯენოას და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ მსაჯი უბრალოდ შეცდა და ვერ ნახა ეპიზოდი კარგად.
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".