სომხეთის გამოსვლას გავარდნას და შემთხვევითობას ვერ დაარქმევ, თამაშობენ ფეხბურთს და ###ცი თუ გინდა
ვერც იმას იტყვი ადვილ ჯგუფში იყვნენო, იტალია,დანია-ჩეხეთი რომლებიც სისტემატურად გადიან ევროპა მსოფლიოზე, პლუს ბულგარეთი
ჩვენ რომ დანიაში 4-0 მოგვეგო, ალბათ ქუჩებს ჩვენი ფეხბურთელების გვარებს დავარქმევდით
მაგათი პროგრესი არის ლოგიკური, კანონზომიერი და მონდომების,გამართული სისტემის შედეგი
შემდეგ შესარჩევში მესამე ადგილი ალალი იყოს არმენებზე, მერე იქნებ ჩვენებმაც გამოიფხიკონ ყურები
ეგენი მოუვლიან თავის თავს ჩვენი ვიკითხოთ
1)ნაკრებში და საერთოდ გუნდში პირველ რიგში უნდა იყოს მეგობრული ატმოსფერო, საბრძოლო განწყობა თავდადება და ასე შემდეგ, ეს არის წარმატების საძირკველი, გუნდში რომ დაძაბულობაა, ერთმანეთი რომ არ ევასებათ, იმიტომ იკავებს მერე სხვა ფეხბურთელი ნაკრებში ჩამოსვლისგან თავს, წაგებისთვის რომ ხარ განწირული, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე,როცა იცი რომ გულშემატკივრის აგრესიას ვერ გაექცევი, რომელი ნორმალური სპორტსმენი გამოფრინდება სიხარულით ასეთ ვითარებაში
სხვა დროსაც ხომარ იყო ასეთი პრობლემები, და რატომ დგას ახლა ასე მწვავედ, სხვანაირი შეგნების და გაგების ფეხბურთელები წამოვიდნენ თუ რა
თუ ქეცბაიამდე ანგელოზები იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები და არც აიფონები ქონდათ, არც იქსპიატები და არც კაი ნაშები ჰყავდათ
ვისი ბრალია ეს ყველაფერი მწვრთნელის
2) მისი მწვრთნელობის პერიოდში სულ ერთი და იგივე თამაში ესპანეთთანაც და მალტასთანაც, არანაირი პროგრესი მიკროსკოპულიც კი, პირიქით რეგრესი
ერთი შეხედვით დადებითიც ვთქვათ
2011 წელი წაუგებლად- ემოციურ მუხტზე და ფონზე გამომცხვარი სერია, ახალი ცოცხის პრინციპით
ეს პერიოდი მოახერხა და გუნდი ხელში ჰყავდა აკონტროლებდა, ხორვატიის მერე სადავეები გაექცა,
3) მედიასთან ურთიერთობა, სრული არაადეკვატურობა პრესკონფერენციის დროს
ერთხელაც კი არ აუღია წაგება თავის თავზე, შეიძლება არაპირდაპირ მაგრამ ყოველთვის ფეხბურთელებს აკისრებს პასუხისმგებლობას
არადა კორექტული მწვრთნელი ყოველთვის აღიარებს თავის შეცდომას, და თავის ფეხბურთელს იცავს რა დამნაშავეც არ უნდა იყოს იგი
4) თურმე დიდი ანგარიშით აღარ ვაგებთ, და ეგ უნდა გვიხაროდეს
0-1 ტანჯულ წაგებას 11 კაცით კარში, მირჩევნია 2-5 დავმარცხდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ,
ეს მთავარი კიდევ არის რამოდენიმე მიზეზი, მაგრამ აღარ დავწვრილმანდები
თემურ წადი, შენ კარიერასაც მიხედავ და გულშემატკივარსაც ახალ იმედს ჩაუსახავ, შეიძლება უსაფუძვლოს მაგრამ მაინც იმედს
ნუ დაკარგავ ფეხბურთელობის პერიოდში მოპოვებულ ხალხის პატივისცემას და სიყვარულს
რა გამწარებული უნდა იყო ვინმეზე და რა დონემდე უნდა მიგიყვანოს მან რომ ღამის სამ საათზე ასეთ პოსტს დებდე
This post has been edited by Sean on 18 Oct 2013, 03:05