Sportler des Jahres 2013 (HD 720)
2013-ის სპორტული წელი ``წლის სპორტსმენის`` საზეიმო არჩევით დაგვირგვინდა.
ბადენ-ბადენში გამართული დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ZDF-ზე. ტელეარხის წამყვანები კატრინ მიულერ-ჰოენშტაინი და რუდი ჩერნე განვლილი წლის სპორტულ მოვლებენს იხსენებდნენ.
სცენაზე დამონტაჟებულ მონიტორზე გადიოდა სხვადასხვა კადრები ზამთრის სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატისა თუ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის.
აღნიშნული დაჯილდოება გერმანიაში ყველაზე პოპულარულად ითვლება. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას იღებენ სპორტული ჟურნალისტიკის წარმომადგენლები და როგორც ყოველთვის, რთულ სიტუაციაში არიან, რადგან არჩევანი მუდამ დიდია. ტიტულს ყველა იმსახურებს: უიმბლდონის ფინალისტი საბინე ლიზიცკი, მსოფლიო ჩემპიონი მარია ჰიოფლ-რიში, ქრისტინა ობერგფიოლი, კირსტენ ბრუნი, ავტომრბოლელი სებასტიან ფეტელი, ათლეტი რობერტ ჰართინგი და ბევრი სხვა. ამას კი ემატება სხვადასხვა სპორტული სახეობის გუნდები, მათ შორის ტრიპლის გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც გუშინ დამაჯერებლად მიიღო გერმანიის წლის გუნდის წოდება.
კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ ამდენი წარმატებების მიუხედავად გუნდი დამაჯერებლად, აუღელვებლად და ზედმეტი ამპარტავნების გარეშე გააგრძელებს ასპარეზობას. მიუნხენის ბაიერნის თავკაცმა ისიც დასძინა, რომ ბაიერნის მიმართ პატივისცემა მსოფლიოში ისეთი დიდი არასოდეს ყოფილა, როგორიც ახლაა და რომ კლუბი ამ ბიჭებზე უკეთეს ელჩებს ვერც კი ინატრებდა.
http://allshares.ge/download.php?id=DAA1308B72http://allshares.ge/download.php?id=9F0D04B660http://allshares.ge/download.php?id=FA88941699http://allshares.ge/download.php?id=893D6C4E101http://allshares.ge/download.php?id=4BF3A74A76http://allshares.ge/download.php?id=382771D547http://allshares.ge/download.php?id=CD05B833103ტექსტი მოამზადა Katerina Bayern-მა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)