გადაცემა ბერნდ ტრაუტმანზე (HD 1080)
ჰიტლერის ბიჭობიდან ფეხბურთის ლეგენდობამდე: ბერნდ ტრაუტმანი, შესაძლოა გასული საუკუნის 50-იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო მეკარეც კი, რომელმაც 1956 წელს ინგლისური თასის ფინალის დროს ტრავმა მიიღო, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა, ბოლომდე ითამაშა და მანჩესტერ სიტის ტიტული მოაგებინა - ინგლისურ საფეხბურთო ქრონიკებში ეს ფაქტი სამუდამოდ აისახა.
ტრაუტმანი, რომელიც 1923 წელს ბრემენში დაიბადა, თავის თანატოლთა უმრავლესობასთან ერთად ფრონტზე იმყოფებოდა, 1945 წელს ინგლისელებს ჩაუვარდა ტყვედ. სწორედ იქ აღმოაჩინეს მის, როგორც მეკარის ნიჭი. 1949 წელს მანჩესტერ სიტისთან პროფესიონალური ხელშეკრულება გააფორმა. ინგლისური გაზეთები წერდნენ ``გამყიდველი კარში`` ან ``რა უნდა ნაცისტს მოედანზე?`` - მანჩესტერ სიტის დიდი რისხვა დაატყდა თავს, განსაკუთრებით ებრაული საზოგადოებისგან. იყო პროტესტები, დემონსტრაციები, სანამ გერმანიიდან დევნილი რაბი ალექსანდერ ალტმანი არ ჩაერია, რომლის მშობლების აუსშვიტცში დაიღუპნენ: ``მიეცით გერმანელს ერთი შანსი!``.
ტრაუტმანმა კი ეს შანსი გამოიყენა და ომის შემდგომ პერიოდში გერმანიის საუკეთესო ელჩი გახდა ინგლისში. ბერნდი, რომელსაც ინგლისელები ``ბერტ``-ს ეძახდნენ, სიტის ფანების მიერ დღემდე გაკულტებულია. ტრაუტმანი, რომელიც ბოლოს ესპანეთში, ვალენსიასთან ახლოს ცხოვრობდა, 2013 წლის ივლისში გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე მჭიდრო კავშირები ქონდა ინგლისთან, ასევე გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების მაშინდელ მწვრთნელ ზეპ ჰერბერგერს მისთვის ნაკრების რიგებში არასოდეს დაუძახია.
Michael Dittrich - ``ბერნდ ტრაუტმანი - გერმანულ-ინგლისური ისტორია.``
-----------------------------------------------
ტექსტი მოამზადა Katerina Bayern-მა.
http://4file.ge/file/13767/BTEDEG-27-10-2013-ts.html
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)