Ottmar Hitzfeld Meistertrainer aus dem Südwesten
დოკუმენტური ფილმი ოტმარ ჰიტცფელდზე (HD 720)
``ლორახი ჩემი სამშობლოა, ბურთი - ჩემი ცხოვრება``. ოტმარ ჰიტცფელდი ყოველთვის მკაფიო სიტყვებითა და არაორაზროვანი ფილოსოფიით საუბრობს: ``ყველაფრის მიუხედავად იყავი სამართლიანი.`` იგი ხომ ყველა დროის წარმატებული და გავლენიანი მწვრთნელია გერმანულ ფეხბურთში. ``ვერ ვიხსენებ მწვრთნელს, რომლისთვისაც ერთხელ მაინც არ დაუსტვენია უკმაყოფილო გულშემატკივარს. ერთადერთი ასეთი ოტმარ ჰიტცფელდია.`` - ამბობს გიუნტერ ნეტცერი.
ოტმარი 1949 წლის 12 იანვარს ლორახში დაიბადა. დედას სურდა, რომ შვილი მღვდელი გამხდარიყო. მაგრამ ადრეულ ასაკშივე გამოიკვეთა ფეხბურთისადმი მისი დიდი მისწრაფება. სირბილი დაიწყო თუ არა, მაშინვე ფეხბურთის თამაშით დაინტერესდა. 1960 წელს მისი პირველი საშინაო მატჩი: TuS Stetten-მა 5:2 მოუგო Wollbach-ს, რომელშიც სამი გოლი გაიტანა. მოგვიანებით ეს სწრაფი თავდამსხმელი ლორახის საფეხბურთო კლუბში გადავიდა, შემდეგ იყო ბაზელი, შტუტგარტი და ბოლოს ლუცერნი, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მწვრთნელის რანგში კი სხვადასხვა კლუბებში მუშაობდა როგორც შვეიცარიაში, ასევე გერმანიაში. დორდმუნდსა და მიუნხენის ბაიერნთან ერთად შვიდჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.
წარმატებულად მოღვაწეობს შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებშიც. მისმა გუნდმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთაფრიკაში ესპანეთის დამარცხება შეძლო, ახლა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს: ``უკვე დასრულების დროა!`` - აცხადებს გენერალი და სადაც არ უნდა იყოს, მუდმივად უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას, რომელსაც თავადვე პასუხობს: ``რამდენად არის ლორახთან დაკავშირებული? მე ვარ და დავრჩები გერმანელად.``
ამ ლეგენდარული მწვრთნელის შესახებ მიხაელ დიტრიხმა და პატრიკ აიხმა 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ფილმში ვესტუმრებით ოტმარ ჰიტცფელდს ბაზელში, საკუთარ სამშობლოში, გავესაუბრებით მის ძმებს და.ა.შ.
http://4file.ge/file/15273/ottmar-hitzfeld...20p-fb-mkv.htmlტექსტი მოამზადა Katerina Bayern-მა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)