Sportclub Stars - Nadine Angerer - 16/03/201435 წლის ასაკში ზოგიერთი „საფეხბურთო პენსიაზე“ გადის, ნადინე ანგერერი კი ამ პერიოდში სპორტულად აბსოლუტურ უმაღლეს მწვერვალს აღწევს. 2013 წელს პირველი მეკარე გახდა, რომელიც მსოფლიოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გადამწყვეტი ფაქტორი მისი ქალთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე დიდებული თამაში იყო, განსაკუთრებით კი ფინალურ მატჩში ნორვეგიასთან, როდესაც ფაქტიურად მარტო გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნადინე ანგერერის ასეთი წინსვლა მაშინ, როდესაც 10 წლის განმავლობაში იგი გერმანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მხოლოდ მეორე ნომერი მეკარე გახლდათ. სილკე როტენბურგის ტრავმის შემდეგ დაიკავა პირველი ადგილი და პირველივე ტურნირზე საფეხბურთო ისტორია დაწერა: სწორედ მისი დამსახურებით 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ქალთა ნაკრებს გოლი არ გაუშვია.
ახლა კი, 35 წლის ასაკში ნადინე ანგერერმა კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი გადადგა თავის კარიერაში: ნახევარი წლით ის ავსტრალიაში „Brisbane Roar“-ში გადადის. „Sportclub Stars“-ის ავტორი პატრიკ ჰალაში წარმოგვიდგენს ამ გამორჩეული სპორტსმენის თავგადასავალს, ქვემოდან ზევით აღმასვლას და იმას, თუ როგორ იპოვა მან ბედნიერება.
©TBILISELIFCB
გადმოწერეთ ქართული ან უცხოური სერვერებიდან
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by novartis87 on 17 Mar 2014, 19:29
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)