ჰა აღარ უშვებთ პირლოს გუნდიდან ?
ჩემზე იქწერება ირონიული კომენტარები რაღაც და მართლა რაც რეალურია არის ის რომ ძალიან ბევრი კომენტარი მახსოვს ამ თემაში პირლო გაუშვან და ალონსო მოიყვანონო, მორჩა პირლოს ფეხბურთიო
სულ რომ ცალი ფეხით იყოს, ის შეცდომა რაც იუვემ დაუშვა დელ პიეროზე, არ უნდა დაუშვას პირლოზე - ხელის გულზე უნდა ატარონ ეს ფეხბურთელი - მთელმა იტალიამ !!!
რაც შეეხება თამაშს ძალიან მაგარი თამაში იყო
მაგრამ მე მაინც ჩემ აზრზე ვარ - მობეზრებული მაქვს სერია ა-ში უკონკურენტო მოგებები.
სერია ა-ს დონეზე ვიცი რომ ეს გუნდიც და კონტეც არიან მონსტრები მაგრამ როგორც კი იტალიას გაცდებიან, რაღაც აკლიათ, თან ისეთი რაღაც აკლიათ იუვესაც, კონტესაც და ფეხბურთელების უმეტესობასაც, რაც ყველაზე აუცილებელია ლიგაზე. ეს შიშია თუ შეცდომის დაშვების კომპლექსი არ ვიცი, ფაქტია რომ არც კონტე და არც იუვე ევროპის დონეზე არ იქნება არასოდეს აღიარებული, იქნება 1 ჩვეულებრივი დონის გუნდი, თუ ეს სისუსტე არ დაძლიეს. 
კი მოუგებენ ეხლა კოპენჰაგენს და შეიძლება გალასაც მაგრამ მერე შეხხვდება გუნდი რამე გრანდს და მანდ მორჩა ყველანაირი იმედი.
პოგბუნიასი მართლა მეშინია, რონმ ვერ შეინარჩUნონ
თან მინდა ხოლმე ეს უნაკლოდ არ ითამაშოს, თორემ ძალიან დიდი ფულის შემტავაზებაზე ვერ იტყვიან ეს ყ.ვერები უარს - თუნდაც 50 მლნ-ზე
მსგავსი ფებხურთელი მე მართლა არ მახსოვს ამ ასაკში - ყველა მხრივ ესე დახვეწილი და შეუდარებელი. გენიოსია უკვე ამ ასაკში. თან როგორ ლაღად თამაშობს. 
პ.ს. სანამ კონტეს და რაფას შეადარებთ ისე ერთმანეთს - გადახედეთ ორივერ მწვრთნელის ისტორიას. 1 კონკრეტული მატჩის მოგება არ ნიშნავს იმას რომ 1 მწვრთNელი მეორე მწვრთნელს სახეს აძრობს.
რაც უფრო მეტი რაფას დონის სპეციალისტი იქნება სერია ა-ში, მით უკეთესია იტტალიისთვის. 
და აასევე დავამატებ იმ ფაქტსაც რომ თუ ალაბას გოლმა აჭრა იუვე და მოშალა მთლიანად. რატომ არ შეიძლება რომ  ლლორენტეს საეჭვო გოლმა მთლიანად მოშალა ნაპოლის თამაშI ? 

მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ პრეტენზია ამ იუვესადმი და კონტესადმი მაქვს 1 რამეზე მარტო - ლიგაზე ვერ არის გუნდი ის რაც მინდა რომ იყოს. თორემ სერია ა-ში ეს გუნდი მონსტრია უკვე მესამე წელია.
გილოცავთ და გისურვებთ რომ ლიგაზე მინიმუმ ესეთი იუვე ვიხილოთ ყველა გუნდთან