1 ნოემბერი :შ
დღეს არის იმ გუნდის დაბ.დღე, ვის გამოც:
დავიწყე იტალიური ენის შესწავლა;
(ზოგადად) ვის გამოც ჩავაბარე უნიში;
ვის გამოც ვთვლი თეთრ და შავ ფერს - ყველაზე დახვეწილ კოლორ(ებ)ად
ვის გამოც მიყვარს ფეხბურთი :შ
ვის გამოც ყველას თანდასწრებით ვიტირე :დ
ვიზეც დავხარჯე ფული :დ
რომ არა იუვე :შ ვერასოდეს გავიგებდი:
1. ვინ არის - ჯ(ი)ანი ანიელი და ბონიპერტი;
2. რას ნიშნავს 10 ნომერი
3. რატომ დალეწა ჩემმა ძმამ ტელევიზორი, როცა იუვემ წააგო
4. რატომ იყო ჩემს სახლში რავანელის "პლაკატები" გაკრული
5. რას ნიშნავს, როცა ნედვედი ვერ ითამაშებს ფინალს;
6. ვერ გავიგებდი რა შეგრძნებაა, როცა შენი გუნდი გადის მოედანზე სათამაშოდ და გეღიმება;
7. როცა სახლში ხმამაღლა აკომენტარებ შეხვედრას;
8. როცა ქუჩაში, აბსოლუტურად უცნობ ადამიანზე აღმოაჩენ იუვეს გერბს და მაშინვე - სიმპატიით განეწყობი;
9. იუვეს შარფი რომ გიკეთია და ამაყად მიდიხარ სკოლაში;
10. ყველაფერში არასტაბილური, ყველაზე სტაბილური იუვეს შეყვარებაში რომ აღმოვჩნდი :შ
კიდე, რავი ბლდ :შ ადგეს გუნდი და ჩამეხუტოს