ახლა განვიხილავ თებერვლის 4 ტურს იუვესთვის და რომასთვის.
დავიწყებ იუვენტუსით:
------------------------------------
02.02.14 იუვენტუსი - ინტერი
ალბათ მძიმე თამაში იქნება ორივესთვის. იუვენტუსი შეეცდება 3 ქულის მოპოვებას, მაგრამ არც ინტერი დათმობს პოზიციებს, მითუმეტეს ინტერმა ბოლო თამაშები მიაფუჩეჩა. ქულები ჭირდება. თან კლუბებს შორის დაძაბულობაა. არაა გამორიცხული წითელი ბარათებიც.
09.02.14 ვერონა - იუვენტუსი
ვერონამ ბოლო სამი თამაში წააგო, აქედან 2 სახლში და სავარაუდოა (უფრო ვიმედოვნებ), რომ იუვენტუსთან არ წააგებს. თან იუვენტუსს მძიმე წინა ტური ექნება ჩატარებული.
16.02.14 იუვენტუსი - კიევო
იუვენტუსისთვის ალბათ მარტივი გასეირნება იქნება. მაგრამ გამორიცხული არაფერია.
23.02.14 იუვენტუსი - ტორინო
ტურინული დერბი სადაც ყველაფერია მოსალოდნელი და დარწმუნებით არაფრის თქმა არ შემიძლია.
=============================
ახლა რომა:
---------------------------------
02.02.14 რომა - პარმა
ორივემ მოიგო ბოლო ტური. ორივეს სჭირდება 3 ქულა, მაგრამ რომას მეტი მოტივაცია აქვს + საკუთარი კედლები.
09.02.14 ლაციო - რომა
აქ არავითარ განლილვა-გარჩევა-მიმოხილვა-ვარაუდს არ დავწერ. ვინ იცის რა მოხდება...
16.02.14 რომა - სამპდორია
მძიმე წინა ტურის მიუხედავად 3 ქულა უნდა აუცილებლად უნდა აიღოს რომამ.
23.02.14 ბოლონია - რომა
ანალოგიურად იგივეს თქმა შემიძლია, როგორც სამპდორიასთან. გარდაუვალი 3 ქულა, თუ რა თქმა უნდა რამე არ იმასქნეს.
================================================================
შენიშვნა: იუვენტუსი შინ თამაშობს 3 თამაშს, გასვლაზე ერთს, ხოლო რომა 2-ს სახლში 2-ს გასვლაზე.
გამომდინარე აქედან:
იუვემ მინიმუმ 5, მაქსიმუმ 10 ქულა აიღოს.
რომამ მინიმუმ 9, მაქსიმუმ 10 ქულას აიღებს.
(ობიექტური რომ ვიყო

)
ეს არის და ეს... იმტერის და ტორინოს იმედად ვარ ამ 4 შეხვედრაში, აქეთ კიდე ვიმედოვნებ ლაციოს ადვილად გავივლით.
მიმაგრებული სურათი