კუბალაზე რომ მიდიოდა საუბარი

, მოვიძიე დაწვრილებითი ინფო

პირველი უთანხმოება კუბალას და უნგრეთის ფედერაციას შორის მოხდა როდესაც ლასლო (მაინც უნგრულად ვეძახით

და არა ლადისლაო (ესპანელები) თუ ლადისლავი (სლოვაკები)) ,,უნებართვოდ" გადავიდა ფერენცვაროშიდან ბრატისლავაში (გამოსასყიდი თანხა გადაიხადეს სლოვაკებმა)
48-ში დაბრუნდა უნგრეთში, კომუნისტები მართავდნენ იქაურობას და გაიწვიეს ჯარში (ოჯახი სლოვაკეთში ყავდა), კუბალამ ავსტრიის საზღვარზე ვაშაშის 4 სხვა ფეხბურთელთან ერთად გაპარვა

მოახერხა, გადაცმული სამხედროს ფორმაში საბჭოური მოტოციკლით გადავიდა საზღვარზე. ავსტრიიდან შვეიცარიაში და იქიდან ჩააღწია იტალიაში, სადაც მას ჩეხოსლოვაკიის ნაკრებიდან უკვე იცნობდნენ იქაური კლუბები მაგრამ ბრატისლავა ბევრ ფულს ითხოვდა და ვერ იყიდეს 47-ში
კუბალა მეგობრების თხოვნით ,,პრო პატრიაში" ჩაირიცხა და ტორინოს პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას ამხანაგურები ეთამაშა ,,ილ გრანდე ტორინოში", გაფრინდნენ ლისაბონში მაგრამ კუბალას შვილი ავად გახდა და ეს ვერ წაყვა (უკანა ფრენისას ტორინო დაიღუპა)
დაიწყო ვარჯიში პრო პატრიაში მაგრამ უნგრეთმა ფიფას დახმარებით დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თავიდან ,,სამუდამო", შემდეგ 2 წელი
კუბალამ ჩამოაყალიბა ,,თავისი უნგრეთის ნაკრები" თამაშობდა როგორც International Refugee Organization, ამ გუნდში იყვნენ კომუნისტურ რეჟიმს სხვა გამოქცეულნიც, იუგები, ჩეხები, სლოვაკები, რუმინელები. ესპანეთის მთავრობა ხელს უწყობდა ამ გუნდს პოლიტიკური მიზეზების გამო (როგორც კომუნიზმთან მებრზოლებს, ფილმიც გადაიღეს სადაც კუბალაც არის და სამიტიერიც
http://www.imdb.com/title/tt0230325/) და ტურნეშიც მიიწვია, სადაც შეხვდნენ ნაკრებს, რეალს, ესპანიოლს და ა.შ. გუნდის მწვრთნელი იყო დაუციკი, ბარსას მომავალი მწვრთნელი, კუბალას ნათესავი
ლეგენდა ამბობს რომ სამიტიერმა (ბარსას ლეგენდამ რომელიც რეალში გადავიდა, ძალიან გავლენიანი იყო მანდაც და ფრანკოსაც დაუმეგობრდა

) კუბალა უბრალოდ დაათრო და კონტრაქტზე ასე მოაწერინა ხელი, არადა რეალს უკვე გაფორმებული ყავდა სიტყვიერი შეთანხმებით (იმდროინდელ გაზეთი, სადაც ნათქვამია რეალში გადავაო)

სამიტიერი გაიძვერა გაქნილი ვინმე იყო

, რეალს როგორ ,,დაახია" გაურკვეველია, შემდეგ ვაშაშს ფული გადაუხადა, ფრანკოს დახმარებით ფიფაში ,,საქმეები ჩააწყო" და კუბალას დისკვალიფიკაცია 1 წლამდე დაიყვანა (ასეთ შემთხვევაში ვადა უკვე გასული იყო, ასე რომ თამაში მაშინვე შეეძლო დაეწყო), გარდა ამისა 51-ში სახელმწიფომ ნება მისცა ესპანეთის მოქალაქეობა მიეღო
ამის შემდეგ ვიცით, კამპნოუ კუბალას გამო აშენდა და ა.შ.

რაც შეეხება ,,კუბალას უნგრეთს", მანდ მხოლოდ ჟელენგერი იყო უმაღლესი დონის ფეხბურთელი (კუბალა ,,ზე" კატეგორიაში გადის

) და მაქსიმუმ 3 ნორმალური, სხვებიდან უმრავლესობა უნგრეთის ჩემპიონატის დონე ან საერთოდ მოყვარულები
რეალი იმ დროს სუპერ-გრანდი არ ყოფილა, კუბალას დუბლით იგებდნენ ,,აჯანყებულები" და პაინიოს პოკერით 4:2 წააგეს (კუბალას გარდა ყველა ,,უცნობი" თამაშობდა)
ესპანეთის ერთი მოუგეს და მეორე წააგეს (ზარა, რამალეტსი, ბასორა, გაინსა, პუჩადესი, პანისო, მოლოვნი, ძმები გონსალვოები და ა.შ. - მარტო ეთამაშებოდა კუბალა

)
(შემდეგ ეს გუნდი კუბალას გარეშე გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, ჟელენგერით და ორიოდე პროფით გაძლიერებული, იქ ფრე გაუგორეს დი სტეფანოს მილიონარიოსს, მეორეში კი 5:2 განადგურდნენ პედერნერას ბენეფისისას)
კუბალამ კი ამასობაში მხოლოდ თასზე ითამაშა პირველ წელს და ეგრევე მოიგო, შემდეგ ჩემპიონატში მომდევნო წელს და იქამდე არავისზე მეტმა ბარსამ უბრალოდ ,,უკვდავი სეზონი" ჩაატარა
5 წუთში შემადგნელობააც
This post has been edited by ნაგავი on 29 Oct 2013, 23:58