სპორტში სამი იქაური ,,ექსპერტი" :დ ყოველი თამაშის შემდეგ 3 საუკეთესოს ასახელებს, ოქროს ბურთის სისტემით :დ
ჰოდა ჯერჯერობით ბარსას ოქროს ბურთი :დ
1. ნეიმარი 103 ქულა 2. მესი 72 3. ვალდესი 62
შემდეგ სანჩესი <3 52 ქულით
სესკი მეხუთეა, ბარტრა კი მეექვსე :დ
კატალონურ დერბიზე, ქრონოლოგია
- პირველად 1900 წელს გაიმართა, 0:0 და მეგობრული ვახშმით

დასრულდა, მაშინ ესპანიოლს ,,ესპანური საზოგადოება" (ან თანამეგობრობა) ერქვა და თამაში სასტუმროსთან ახლოს მოედანზე ჩატარდა
- 3 წელი ბარსა ანადგურებდა ესპანიოლს (მაშინ ,,ფრანკო-ესპანიოლიც" არსებობდა, სხვა გუნდია, ფრანგებით

და მადრიდის ესპანიოლიც), შემდეგ ესპანიოლმა დამაჯერებლად მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, მომდევნო წელს ბარსამ რევანში ბოლო ტურში აიღო, 3:2 მოუგო და ამ მოგებით გაასწრო 1 ქულით
- გაუქმდა ესპანიოლი და ისევ აღსდგა

, ბარსამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დაარსებისას
- 1910-ში ესპანიოლის ფანები ,,შეცვივდნენ" მინდორზე და დერბი ჩაიშალა
პირველი კონფლიქტი კი 1912-ში მოხდა, ესპანიოლს მაგარი გუნდი ყავდა (მათ შორის ბარსასგან გადაბირებულნი) გინება აყალ-მაყალი და ორ კლუბს შორის ურთიერთობა შეწყდა, ესპანიოლმა ორი თამაშის ჯამში 5:0 მოუგო ეგ თამაშები
- 1915-მდე ესპანიოლის დომინაცია
- შემდეგ კვლავ ბარსა და 1917-ში განადგურების შემდეგ იჩივლეს, ბარსაში არა-კატალონელი თამაშობსო (არ შეიძლებოდა კატალონიის ჩემპიონატში), ფედერაციამ დაამტკიცა რომ გარჩიტორენა არგენტინელი იყო, მაგრამ ფეხბურთელმა ბარსაც მოატყუა. ბარსას ,,ჯიბეში ედო" ჩემპიონატი, მაგრამ ყველა თამაში სადაც გაჩიტორენამ ითამაშა ხელახლა ათამაშეს და ესპანიოლმა გადაასწრო. აქ იყვნენ ფეხბურთელები ვინც განაცხადში არ ყოლიათ, მაგრამ ბარსამ არ უჩივლა
- ეს გარჩიტორენა სასწაული ტიპი იყო, შემდეგ გვარი შეიცვალა და ჰოლივუდში წარმატებებს მიაღწია
http://www.imdb.com/name/nm0867944/- გრინველის ,,გენიოსობა" როცა პაულინიო ალკანტარა ცენტრ-მცველად ათამაშა და ბარსა სახლში 1:4 დამარცდა ესპანიოლთან, ეგ ქულები აღმოჩნდა გადამწყვეტი
- 1919-ში 19 წლის ზამორა გაბრაზებული ესპანიოლის ხელმძღვანელობაზე გადმოდის ბარსაში, 3 სეზონი აქ, თასი მოიგო, მოითხოვა გამპერისგან მეტი ხელფასი, მიიღო უარი, დაბრუნდა კლუბის უნებართვოდ ესპანიოლში (1 წლით იყო დისკვალიფიცირებული ამის გამო). ზამორას გარეშე დარჩენილ ესპანიოლს 9:0 და 10:0 მოუგო ბარსამ
- 1923-ში გამპერის ,,ბენეფისზე" ყველა კატალონურმა და ევროპელებმაც მიიღეს მონაწილეობა, მხოლოდ ესპანიოლმა უარჰყო
- პრიმო დე რივერას დიქტატურა, ბარსა კატალონიის დამცველი, ესპანიოლი და ,,ეუროპა" რეჟიმისკენ
– 1925–ში დერბი ჩაიშალა, ჩხუბი და ხურდის სროლა ბარსას ფანობისგან
– 1927–ში ბარსასთან გოლი არ ჩაუთვალეს ეუროპას, ჩემპიონი ესპანიოლი ხდებოდა ასეთ შემთხვევაში (ბარსა გახდა)
– 1929 პირველი დერბი ჩემპიონატში, ბარსა 1:0 ესპანიოლი, კატალონიის ჩემპიონატი ბოლო ტურში მოიგეს კვლავ ესპანიოლთან და ისევ 3:2–ით
– 1933–ში მესამე შემთხვევა როცა ბოლო ტურში 3:2–ით ბარსამ კატალონიის ჩემპიონობა მოიპოვა ესპანიოლის წინააღმდეგ
– ესპანიოლი გახდა კატალონიის ჩემპიონი ბურთების სხვაობით, ბოლო წუთებზე გაუთანაბრეს ბოლო ტურში ბარსას
– 1934 იმათი მთავარი ვარსკვლავი ვენტოლრა იყიდეს, რომელიც ,,ლეს კორტზე" (ბარსას სტადიონი) გაიზარდა სანამ ესპანიოლში მოხვდა
– რესპუბლიკის დროს ესპანიოლი გათახსირდა, ფრანკოს მოსვლისთანავე ,,მიაქციეს ყურადღება", გააუქმეს კატალონიის ჩემპიონატი (ბოლო ჩემპიონატი ესპანიოლმა მოიგო) თასზე ჯერ ბარსა გააგდეს შემდეგ რეალსაც მოუგეს და გაიმარჯვეს
– 41–ში ზედზედ მეორედ გამოთიშა ესპანიოლმა ბარსა კოპა დელ რეიდან, ანუ გენერალსიმუსიდან

)
- 52-ში ესპანიოლმა სენსაციურად დაიწყო ჩემპიონატი, გამოიკვლიეს და ,,ჟანგბადის თერაპიას" უტარებდნენ ფეხბურთელებს, დოპინგად მიიჩნიეს და შეაწყვეტინეს, ესპანიოლი სამეულში ვეღარ მოხვდა
- ბერნის ,,ძელების ფინალის" შემდეგ ციბორი გადაბარგდა მტრების ბანაკში
- ესპანიოლთან ამხანაგურში სამიტიერი დარწმუნდა კუბალა უნდა გაეფორმებინა
- კუბალამ დაანება ფეხბურთს თავი (ბერნის ფინალიშ შემდეგ 2:3 ბენფიკასთან), იყო მწვრთნელი და მოინდომა ისევ განეახლებინა თამაში, ბარსას ხელმძრვანელობამ უარი უთხრა და გაბრაზებული გადავიდა ესპანიოლში, სადაც მისი მეგობარი დი სტეფანო ირიცხებოდა
- 64-ში პარაგვაელი ფორვარდი კაეტანო რე გადავიდა ბარსადან ესპანიოლში
- 70-71 ფანტასტიკური ფინალი ჩემპიონატის. ატლეტიკოს და ბარსას ჭირდებოდათ ვალენსიას დამარცხება, მათ პრემიები გადაუხადეს ესპანიოლს და ამათ გასვლა მოუგეს პირველადგილოსან

. მადრიდში ატლეტიკო ბევრს უტევდა ბარსას მაგრამ იმ ანგარიშით დასრულდა რომ არცერთს აწყობდა და ჩემპიონი მაინც დი სტეფანოს ვალენსია გახდა
- 72-73 ესპანიოლი ყველაზე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, კამპნოუზე აჯობეს კანდიდატ ბარსას და პირველზე გავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ ატლეტიკომ გაასწრო 2 ქულით
- 86-ში პიჩი ალონსო (ახლა სპორტში ბარსას ტაქტიკური ანალიზი მის საქმეა

) გადადის ესპანიოლში
- 93-ში დრამატული შეხვედრა კატალონიის თასზე, ბარსამ 4:3 მოიგო სალინასის ჰეთ-თრიკით
- კრუიფს ესპნიოლიდან გადმოყავს ორი გაუგებრობა: კორნეევი და ესკაიხი (ეს მეორე ახლაც არ ვიცი როგორ გამოითქმება და არც მაინტერესებს, სულ სხვადასხვანაირად ვეძახი

)
- 96-ში ცხრილში მეზობლები: ბარსა მესამეზე გადის, ესპანიოლი მეოთხეზე
- დელაპენია გადადის ესპანიოლში
- 03-04 ლაპორტას გუნდმა მოიგო კატალონიის თასი ესპანიოლთან, მაშინ ამას მნიშვნელობა ქონდა

- 06-07 სუპერთასი მოვუგეთ ესპანიოლს
- ,,ტამუდასო" და გვარდიოლას წაგებული დერბი კამპზე (09-ში)