FC Bayern Geo Fans
მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა პეპ გუარდიოლა.
პრესკონფერენცია მარკუს ჰორვიკმა გახსნა: ``ჩემმა კოლეგა ტონი პოლსტერმა მომწერა, რომ ხვალ თამაშის ჩატარება შესაძლებელია. მატჩი არ გადაიდება.``
პეპ გუარდიოლა:
``კარგია, რომ შეხვედრა ჩატარდება.``
. . . რამდენად ძლიერად აფასებს მეტოქეს: ``ჩვეულებრივ პრესკონფერენციაზე მეტი ჟურნალისტი იყო ხოლმე. ახლა, როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ მარტივი შეხვედრა გველის. ეს საშიშია. რეგენერაციისთვის მხოლოდ ორდღენახევარი გვქონდა. ბევრი ტრავმირებული გვყავს, როტაციის შესაძლებლობა ნაკლებია. მომავალ კვირას კი ჩემპიონთა ლიგა გველის. რეზიუმე: უფრო ადვილი ამოცანებიც არსებობს.``
. . . რობენის ტრავმის შესახებ: ``ძალიან სამწუხაროა. ბოლო თვეებია დიდებულად თამაშობს. ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელია. გარემარბის კვალობაზე ბევრი გოლი გააქვს, ძალიან დამაჯერებელია. რობენი პირველი კლასის ფეხბურთელია. განსაკუთრებით სამწუხაროა მისთვის, რომ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი თანგუნდელებისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ვერ იასპარეზებს. მაგრამ, რას ვიზამთ. ექვს კვრიაში დაგვიბრუნდება.``
. . . როგორ არის ესპანურად ``შემოდგომის ჩემპიონი``(მარკუს ჰორვიკს პეპისთვის სიტყვა ``Herbstmeister``-ის განმარტება მოუხდა): ``მგონი ასეთი რამ ესპანურში არ არის. იანვარში ბევრი უნდა ვითამაშოთ, ბუნდესლიგა ზამთრის შესვენებით არ მთავრდება. სტატისტიკა მნიშვნელოვანი არ არის.``
. . . ტრავმის შემდეგ დაბრუნებულები: ``პისარო და შაქირი გუშინ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. ორივე ბევრად უკეთაა. ლამის შემთხვევაში ჯერ არ ვიცი, არის თუ არა მზად. ვიმედოვნებ, სამშაბათისთვის ფორმაში იქნება. რიბერიც კარგადაა.``
. . . ნელსონ მანდელას შესახებ: ``ბოლო საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ ფიგურა იყო.``
. . . გაუჭირდება თუ არა ბაიერნს ბრემენში თამაში: ``ადამიანებს გონიათ, რომ ამდენი შეხვედრის მოგება მარტივია. რეალურად კი ყოველი გამარჯვების მომდევნო გამარჯვება უფრო რთულია. ბრემენელები აგრესიულები არიან, კარგი მენტალიტეტი აქვთ. ჩემი აზრით ისეთივე თამაში იქნება, როგორც აუგსბურგთან, ამიტომ ცოტას ვნერვიულობ.``
. . . ხვალ ბაიერნის შემდეგ დორტმუნდი-ლევერკუზენი: ``კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრის დაწყებამდე მოგებული გვექნება. რადგან კიდევ ერთხელ გვსურს ჩემპიონატის მოგება, ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. წესით ხვალ ყველა დორტმუნდი-ლევერკუზენის დაპირისპირებაზე იფიქრებს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი მატჩი მოვიგოთ.``
``ტიაგოსა და ხავის ვარჯიში ჭირდებათ. დიდხნიანი შესვენება ქონდათ. კარგად კი თამაშობენ, მაგრამ კარგ კონდიციაში არ არიან. რამდენიმე მატჩიღა დაგვრჩა და შემდეგ ზამრთის შესვენება და მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება. ამას ველოდები. ფეხბურთელები საუკეთესო კონდიციებს დაიბრუნებენ. თუმცა ამ მომენტისთვის მათი მოედანზე გამოყვანა მიხდება: დიახ. ისინი თავიანთი პიროვნულობისა და გონიერების გამო მჭირდებიან. თავდაჯერებულები არიან. მაგრამ როგორც გითხარით, კიდევ მეტ ვარჯიშს საჭიროებენ.``
``კარგია, რომ ზამთრის შესვენება მოდის. ჩემს კარიერაში პირველად ხდება, როდესაც მეორე წრის დაწყების შემდეგ ერთთვიანი მონაკვეთი მაქვს მოსამზადებლად. მოუთმენლად ველი ამ პერიოდს. ჩემთვისაც კარგია. ის, რომ ჩემპიონატზე 18 გუნდი ასპარეზობს და თასზე მხოლოდ ერთმატჩიანი დაპირისპირებაა, კარგია ფეხბურთელებისთვის. იტალიაში, ესპანეთში, ბრაზილიაში უფრო მეტი შეხვედრების ჩატარება უწევთ.``
. . . როგორ უმკლავდება ზამთრის სიცივეს: ``ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამინდი ამინდია. რასაკვირველია, ფიტნესმწვრთნელს ველაპარაკე, რაიმე სხვა ვარჯიშები ხომ არ უნდა ჩავატაროთ. ესპანელებისთვის ეს განსხვავებული სიტუაციაა. მაგრამ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის.``
. . . აუგსბურგთან შეხვედრაში ტიაგომ და ხავიმ ადგილები გაცვალეს: ``ჯერ ვფიქრობდი, რომ ტიაგო უკეთ ააწყობდა თამაშს. 1:0-ის შემდეგ კი ვიფიქრე, ხავის უკეთ გამოუვიდოდა. ეს ორივეს კარგად შეუძლია.``
. . . აუგსბურგის მხრიდან თამაშის წესების ხშირად დარღვევა: ``არავინ უნდა დაიწუწუნოს. ყველაფერს უნდა მოვერგოთ. როდესაც მეტოქე აგრესიულია, ჩვენს ისევე უნდა მოვიქცეთ. მეტოქის ქმედებაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ჩვენთან ამის გამო არავინ ჩივის, არც ბოდიშებია საჭირო. უბრალოდ უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის.``
. . . ხომ არ შეეძლო მსაჯს ბავარიელთა უფრო მეტად დაცვა: ``მე მსაჯი არ ვარ. სეზონის განმავლობაში იმდენი მატჩია. არ მიყვარს, როდესაც გუნდი მსაჯებზე აკეთებს აქცენტს, ან ბარათებს ითხოვს. ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. მე აქ მსაჯების მუშაობის ანალიზის ჩასატარებლად არ ვარ.``
. . . მოსალოდნელი შტორმი ბრემენში: ``ვიცით, რომ სიტუაცია განიმუხტა. ფრენასთან დაკავშირებითაც არ იქნება არანაირი პრობლემა.``
. . . რა უნდა მოიმოქმედო ქარის წინააღმდეგ: ``ფეხბურთის თამაშისთვის ქარი ცუდია. ვერაფერს ვიზამთ. უნდა ვითამაშოთ.``
. . . მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრასთან დაკავშირებით: ``გერმანიისა და ესნაპეთის ნაკრებებს წარმატებას ვუსურვებ. მაგრამ, ვისაც ჩემპიონობა სურს, ნებისმიერს უნდა მოუგოს.``
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=677...&type=1&theater