FC Bayern Geo Fans
მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ჟურნალისტებსი შეკითხვებს პასუხობს პეპ გუარდიოლა.
. . . ჯგუფიდან გამავალი პოზიციის შესახებ:
``პირველი მიზანი მიღწეულია - მერვედფინალში გავედით. მეორე მიზანი კი მისაღწევი გვაქვს: პირველი ადგილი. ხვალ ამის შესაძლებლობა გვეძლევა. ვიმედოვნებ, კარგად ვითამაშებთ და ჯგუფურ ეტაპს ექვსი გამარჯვებით დავასრულებთ.``
. . . მეტოქის შესახებ:
``დარწმუნებული ვარ, მანჩესტერ სიტი მერვედფინალში დიდ შეხვედრებს ჩაატარებს. კარგი მეტოქე იქნება ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.``
. . . კადრის მდგომარეობა:
``ლამი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის. მარიო გიოტცემ ბრემენში მცირე დარტყმა მიიღო, ფიზიოთერაპევთებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ორი დღე დაისვენოს. შეძლებს თუ არა ხვალ გუნდთან ერთად ყოფნას, ამას ხვალ გადავწყვეტთ - მდგომარეობა ოპტიმისტურია.``
. . . სხვა ფავორიტები:
``ნებისმიერი გუნდი, რომელიც მერვედფინალში გადის, რთული მეტოქეა. დღეს კარგად ვივარჯიშეთ. თუ ხვალ ისე ვითამაშებთ,როგორც დღეს ვარჯიშის პირველი წუთები დავიწყეთ, სიტის ვერ მოვუგებთ. საშიში თამაში გველის. ჩემს გუნდს ვენდობი. თუ ყურადღების მოკრეფას მოვახერხებთ, ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავალთ. გვსურს პირველები გავხდეთ და მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა სახლში ვითამაშოთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.``
. . . ტიაგო ალკანტარას შესახებ:
``ტიაგოს თამაშით კმაყოფილი ვარ. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა მაშინვე შეძლო გუნდის დახმარება. ახალგაზრდა ფეხბურთელია და თამაში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ იგი როგორც შექებას, ასევე კრიტიკას ძალიან მშვიდად იღებს.``
. . . რა აბრაზებს მას ყველაზე ძალიან და რის ატანა არ შეუძლია:
``ბურთის დაკარგვა მაბრაზებს. ეს კომპონენტი გამოსასწორებელი გვაქვს. თუ მოვიგებთ, 18 ქულა გვექნება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასეთი შედეგი აქამდე არ დაფიქსირებულა. რეკორდი კლუბის ისტორიისთვის ბევრს ნიშნავს. თითოეული თამაში ითვლება, ნებისმიერი თამაშიდან რაღაცის სწავლა შეიძლება.``
. . . დღევანდელი ვარჯიში: ``
გვინდოდა ვარჯიში 11 საათზე დაგვეწყო, მაგრამ 15 წუთით დავაგვიანეთ, საბოლოოდ კარგად ვივარჯიშეთ. თუ ხვალ ასე ვითამაშებთ, კარგი შანსი გვაქვს. (ამას უკვე მესამედ ვამბობ?!)``
. . . იქნება თუ არა მჭიდრო თამაში:
``ბრემენთან დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მანამდე კი ბოლო წუთებში მცირე უპირატესობით ვიგებდით. ხვალ მანჩესტერში ჩატარებული შეხვედრისგან აბსოლუტურად განსხვავებულ მატჩს ველოდები. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და მაღალ დონეზე ვითამაშოთ.``
. . . ფავორიტების შესახებ - რეალთან და ბარსელონასთან შედარებით:
``ბაიერნი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. თამაშიდან თამაშამდე გზით მივდივართ. მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი გუნდია.``
. . . მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი:
``არ ვიცი, ვინ იქნება სამი ფინალისტი. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა იყოს, სამივე მაღალი დონის იქნება. ფრანკმა შესანიშნავად ითამაშა და ფანტასტიური 12 თვე ჩამოიტოვა უკან. ვიმედოვნებ, რომ ამ წოდებას ის მიიღებს, მაგრამ ვინ იცის?!``
. . . მანუელ ნოიერის 48 მილიონიან ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე:
``შანსი არ არის!``
. . . 7:0 მოგების შემდეგ:
``როდესაც გუნდი 7:0 მოიგებს, მწვრთნელმა როგორმე დაძაბულობა უნდა შეინარჩუნოს, რადგან გასაუმჯობესებელი დეტალები კიდევ გვაქვს. ტოპ-ფორმაში არ ვართ. 2:0-ის შემდეგ ბრემენში კარგი მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.``
. . . გერმანიის თასის მერვედფინალის მეტოქე ჰამბურგი:
``შაბათამდე ერთმანეთის გასაცნობად დრო გვაქვს. თასის თამაშამდე კი დიდი დროა.``
------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=679...&type=1&theater