FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ხავი მარტინესთან.
- ბატონო მარტინეს, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა: როგორ გრძნობთ თავს?
``ორთვიანი იძულებითი შესვენების კვალობაზე კარგად ვარ. ახლა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩავდგე სრულყოფილ ფორმაში. იმედიანად ვარ განწყობილი, რომ მალე ამას მოვახერხებ.``
- ახლა ისეთ ხავის არ ვუყურებთ, როგორიც წინა წელს იყო?
``არა, ეს შეუძლებელია. ოპერაცია გავიკეთე, დიდი ხნის მანძილზე თამაში არ შემეძლო. დროა საჭირო. თავს იმაზე ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ველოდი. უბრალოდ ბევრი ვარჯიში მჭირდება.``
- რატომ არ გამოვიდა პლზენის წინააღმდეგ თამაში?
``ასეთი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის. მითუმეტეს, როდესაც მეტოქე უკან არის ჩაწეული. მაგრამ, ჩემი აზრით, კარგად ვმოძრაობდით და თამაშს ვაკონტროლებდით. ერთი-ორი კონტრშეტევის გარდა ჩვენთვის საშიში არაფერი ყოფილა. აი, მაგ დროს კი ცუდად გამოვიყურებოდით.``
- . . . სანამ 59-ე წუთზე არ გამოხვედით . . .
``ჩემი საქმე ხომ სწორედ ეს არის: დავეხმარო დაცვას და მსგავსი შეტევები ნახევარდაცვის ხაზზევე აღმოვფხვრა.``
- გუარდიოლასთან იგივე დავალებები გაქვთ, რაც იუპ ჰაინკესთან გქონდათ?
``ოდნავ განსხვავებული. იმის გამო, რომ ახლა სამი ცენტრალური ნახევარმცველით ვთამაშობთ, მოედანზე ნაკლები თავისუფლება გვაქვს. ისე ხშირად დაბოლოების ფაზამდე ვერ მივდივარ და ჩემი თამაში უფრო სტატიკურია. მაგრამ მწვრთნელი თვლის, რომ ნებისმიერ ცენტრალურ პოზიციაზე შემიძლია თამაში, თუ საჭიროა კიდევ უფრო წინაც. მე კი იქ ვთამაშობ, სადაც საჭიროა.``
- არის თუ არა განსხვავება ერთი ან ორი საყრდენით თამაშს შორის?
``ჩვენ ხომ ორი, სამი რვიანი გვყავს და დაცვას ვეხმარებით. ჩვენი დევიზია: თავდაცვა საუკეთესო შეტევაა, ჩვენ ხომ ბურთის ფლობა გვსურს. ამიტომ ყურადღება მხოლოდ იმას უნდა მივაქციოთ, რომ კონტრშეტევები ასე ადვილად არ გაგვეპაროს, არამედ ცენტრში სიმჭიდროვე გვქონდეს.``
- გუარდიოლას ესპანურად ესაუბრებით?
``დიახ, ასე ორივესთვის ადვილია. თუმცა ენა პრობლემა არ არის, პეპის გერმანული შესანიშნავია. ზოგჯერ ინგლისურსაც გამოურევს ხოლმე. ესპანეთის ნაკრებში კოლეგებმა ადრეც მითხრეს, რომ პეპი ნამდვილი პროფესიონალია და რომ მიუნხენში აუცილებლად მაღალ დონეზე მომზადებული მოვიდოდა. ასეცაა. სხვანაირად ამ გუნდში ვერც იმუშავებ.``
- უკვე ერთი წელი გავიდა რაც აქ ხართ. შეიცვალა ხავი მარტინესი ამ პერიოდის განმავლობაში?
``ვიტყოდი, რომ საერთოდ არ შევცვლილვარ! ისევ ისეთი მადლიერი ვარ, როგორც თავიდან, რადგან ამ კლუბში თამაშის უფლება მომეცა. ამაზე მართლა ყოველ დღე ვფიქრობ, ეს ნამდვილი ოცნებაა. მარტო გასულ შესანიშნავ სეზონს რომ ვიხსენებ . . . დაუჯერებელია.``
------------------
TZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=663...&type=1&theater