FC Bayern Geo Fans
თომას მიულერი Sky90-ის ეთერში კვირა საღამოს.
. . . ფეხბურთის თამაშის მიულერისეული მანერა: ``ვიცი, რის გაკეთებასაც ვცდილობ მოედანზე. ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე უჩვეულო სიტუაციებში სწრაფი რეაგირებაა. ძირითადად ვცდილობ ფეხბურთი ვითამაშო, ეს ნამდვილად არ არის საოცრება. ისიც ვიცი, რომ ყველა მომენტი დადებითი შედეგით არ დასრულდება. ვიცი, რის უნარი გამაჩნია, როგორ შემიძლია დავეხმარო გუნდს. სად ვიდგები - ამას მნიშვნელობა არ აქვს.``
. . . მატჩი ბერლინის ჰერტას წინააღმდეგ: ``წინასწარ გვქონდა დეტალური ანალიზი. სამწუხაროდ ჰერტამ ყველაფერი ისე გააკეთა, რაც ანალიზის დროს გვაჩვენეს.``
. . . ადრეული შემოთავაზება აუგსბურგიდან: ``მეორე წელი იყო, რაც ბაიერნის A-გუნდში ვთამაშობდი, ჩემი დუბლებში გადაყვანა იგეგმებოდა. აუგსბურგი მე-2-ე ლიგაზე თამაშობდა. შემოთავაზებას გადამწყვეტი საუბრები არ მოყოლია, რადგან ბაიერნი ამ წინადადებაზე არ წავიდა.``
. . . მიუნხენის ბაიერნის თამაშის სტილი: ``რასაკვირველია, მწვრთნელის კონცეფციის მოედანზე გადატანას ვცდილობთ. ამას ემატება იუპ ჰაინკესის მიერ დანერგილი დეტალები. შეუძლებელია, ჩამრთველი ასე უცბად გადართო. ისე არ არის, რომ მოვიდა ვინმე და ამბობს, ახლა ფეხბურთი აბსოლუტურად სხვანაირია. შეიძლება მანერა და სტილი შეიცვალოს, მაგრამ ფეხბურთი ხომ არ იცვლება. საუბარია გუნდის შიგნით მცირე სტრუქტურულ ცვლილებებზე.``
. . . თერთმეტმეტრიანის შესრულებასთან დაკავშირებული დისკუსია: ``ამ თემასთან დაკავშირებით იმაზე ბევრად მეტი ითქვა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ახლა ეს საკითხი ოფიციალურად გარკვეულია. ჩემთვის ყველაფერი რიგზეა. არიენმა გოლის გატანის შემდეგ მომილოცა. ნამდვილად არ არის საჭირო სამი დღის განმავლობაში ამ თემის ინტერპრეტაცია. გარკვეულია, რომ თერთმეტმეტრიანის ნომერი პირველი დამრტყმელი მე ვარ, მეორე - ალაბა. ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია დარტყმა და გოლის გატანა.``
. . . მისი პროფესიონალური კარიერა მიუნხენის ბაიერნში: ``ჩემი არატრავმულობის გამო ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ეს ოთხი წელი ჩემთვის მართვის მოწმობის აღების სწრაფი კურსივით იყო.``
. . . მისი ვიზიტი ბარსელონაში: ``ბარსელონაში პირადი მიზეზით ვიყავი. მშიერი რომ არ მოვმკვდარიყავი, რესტორანში შევედი, მასპინძელთან ფოტოც გადავიღე. დღეს ასეა, სადმე მიდიხარ და ერთ წუთში ამის შესახებ ინტერნეტში წერენ. აგენტმა კი, რომელიც არც კი ვიცი ვინ არის, ეს ფაქტი ესპანური ტელევიზიის ეთერით გამოიყენა. ასე რომ, მაქვს თუ არა ბარსელონასთან კონტაქტი? არა. ვწუხვარ.``
. . . ფიქრი კლუბის შეცვლაზე: ``ძირითადად, როდესაც ბარსელონასთან გაკავშირებენ, მგონი სამარცხვინო არ უნდა იყოს. მაგრამ ბაიერნში ძალიან ბედნიერი ვარ, ეს კლუბი ჩემთვის რაღაც კი არ არის, ის ჩემს გულშია. ჩემი სურვილია ძალიან, ძალიან დიდ ხანს ვითამაშო აქ.``
. . . დორტმუნდთან მომავალი დუელი: ``ასეთი დუელები ძალიან მნიშვნელოვანია. ფავორიტი არ არსებობს. ჩვენი მიზანი წინ ყოფნაა. თუ მოიგებ, შეგიძლია გერმანიას დაანახო, ვინ არის ნომერი პირველი.``
. . . ფავორიტები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაში: ``ძალიან ბევრი მაღალი დონის გუნდის დასახელება შეიძლება. დაახლოებით ხუთი გუნდია, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს. მათგან ერთი კი გამარჯვებული გახდება.``
------------------
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=657...&type=1&theater