რამდენს პოსტავ ტო
* * *
FC Bayern Geo Fans
Bundesliga.de-ს ინტერვიუ ფრანკ რიბერისთან.
- ბატონო რიბერი, მიუნხენის ბაიერნმა აუგსბურგთან გამარჯვებით ბუნდესლიგაზე არსებული 30 წლიანი რეკორდი მოხსნა. ამაყობთ ამით?
``თითოეული რეკორდი მშვენიერია. მიუნხენის ბაიერნში კი მომხიბვლელი ის არის, რომ თითქმის ყველა თამაშს ვიგებთ და არ წაგვიგია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სერია შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ.``
- მაგრამ შემდეგი შეხვედრა დორტმუნდის ბორუსიასთან გაქვთ . . .
``ეს ნამდვილი წლის მატჩია. ძალიან მიხარია. თუ იქ მოვიგებთ, ცხრილში 7 ქულით გავუსწრებთ უშუალო მეტოქეს. ეს კი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ადრეული გადაწყვეტა იქნებოდა.``
- დორტმუნდთან მოსაგებად რა იქნება მნიშვნელოვანი?
``მოთმინებით თამაში მოგვიწევს, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და მომენტები უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ბურთი, რადგან დორტმუნდი კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია.``
- იცით, პირადად თქვენ ბაიერნის რიგებში როდის წააგეთ ბოლოს?
``სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ალბათ დიდი ხნის წინ.``
- ეს იყო 2012 წლის აპრილში დორტმუნდის ბორუსიასთან 0:1.
``(იცინის) ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენთვის ცუდის ნიშანი არ არის.``
- ბოლო პერიოდში ნამდვილად კაშკაშებთ. აუგსბურგთან საჯარიმო დარტყმით საოცნებო გოლი გაიტანეთ . . .
``სანამ დასარტყმელად მივიდოდი, უკვე კარგი შეგრძნება მქონდა. აქვე უნდა გამოგიტყდეთ: ძალიან მინდოდა ამ ჯარიმის შესრულება. მარიო გიოტცემ მითხრა, რომ ქვემოთ დამერტყა, მაგრამ ბოლო მომენტში სხვა ვერსია გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ ბურთი აუცილებლად კარის ბადეში მოხვდებოდა. მარჯვნივ პატარა სივრცე დავინახე და ზუსტად იქ დავუმიზნე.``
- ასეთ სიტუაციებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე არ ფიქრობთ?
``რასაკვირველია, თამაშის დროს ამაზეც ვფიქრობ. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ამ წოდების მისაღებად კარგად თამაში უნდა განვაგრძო. მინდა ფეხბურთის თამაში კვლავაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდეს და არ ვგრძნობდე წნეხს. ისიც ვიცი, რომ ამ წოდების მიღება აუცილებლად მსურს.``
- საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უკრაინასთან დაპირისპირების მოლოდინში წნეხის ქვეშ არ იმყოფებით?
``ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ერთად დგომა გვჭირდება. ძლიერი სოლიდარობით მოვახერხებთ ბრაზილიის საგზურის მოპოვებას.``
- როგორ უმკლავდებით იმას, რომ საფრანგეთის დიდი იმედი ხართ?
``ასეთი წნეხის გაძლება ადვილი არ არის. მაგრამ საკმაო გამოცდილება გამაჩნია და ვიცი, როგორ მოვახერხო ამის პარალელურად ძლიერი თამაში და გადამწყვეტი აქცენტების დასმა. მე მზად ვარ.``
- რას იტყვით მეტოქე უკრაინის ნაკრებზე?
``ადვილად ამოსახნელი ამოცანა ნამდვილად არ გველის. არცერთი ჩვენგანი არ ფიქრობს, რომ ყველაფერი მარტივად გამოგვივა. მაგრამ ნამდვილად არ გვეშინია, ასე რომ იყოს, ჯობია სახლში დავრჩეთ.``
- წარმოგიდგენიათ მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის გარეშე?
`` არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ეს წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიის საგზურს მოვიპოვებთ.``
---------------------------------
Bundesliga.de / Alexis Menuge
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=665...&type=1&theater