FC Bayern Geo Fans
მიუნხენის ბაიერნი - დორტმუნდის ბორუსია
ყველაზე შთამბეჭდავი დუელები:
ბუნდესლიგის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე დორტმუნდი და ბაიერნი 88-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, აქედან მიუნხენელთა ანგარიშზე 38 მოგება, 28 ფრე და 22 მარცხია, ბურთების შეფარდება 164:111.
ბაიერნი დორტმუნდის წინააღმდეგ - გოლები, ბარათები, კურიოზები.
1967 წლის 9 სექტემბერი: ლიბუდამ თამაშის შემობრუნება მოახერხა.
დორტმუნდის სტადიონზე შეკრებილმა 40 000-მა გულშემატკივარმა მშვენიერი სანახაობა იხილა. ბუნდესლიგის დებიუტანტმა გუსტავ იუნგმა ბაიერნი დააწინაურა (1:0), მოგვიანებით კი ლოთარ ემერიხის დუბლის წყალობით ბორუსია წინ გავიდა, თუმცა ისევ იუნგისა და დიტერ ბრენინგერის გოლებით შესვენებამდე ბაიერნმა ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:2 გახადა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ლიბუდამ საოცრებები მოახდინა, მან ამ მატჩში სულ 4 საგოლე მომენტი მოამზადა. რის წყალობითაც რუდი ასაუერმა, ემერიხმა და რაინჰოლდ ვოსაბმა ხუთ წუთში სამი გოლის გატანა მოახერხეს. შეხვედრის ბოლო წუთზე თავად ლიბუდამაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში 6:3 დაფიქსირდა დორტმუნდის სასარგებლოდ.
1971 წლის 27 ნოემბერი: რეკორდული გამარჯვება.
გრიუნვალდის სტადიონი, 12 გოლი, აქედან 11 მიუნხენის ბაიერნის ანგარიშზე! ოთხი გოლი გაიტანა გერდ მიულერმა, ული ჰიონესმა და ბულე როთმა დუბლები მიითვალეს, ამას დაემატა ფრანც ბეკენბაუერის, პაულ ბრაიტნერისა და ვილი ჰოფმანის გოლები. დორტმუნდის მხრიდან კი პრესტიჟის გოლი დიტერ ვაინკაუფმა მიითვალა. 11:1 კლუბის ისტორიაში ბუნდესლიგაზე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა დღემდე. იმ სეზონზე მიუნხენის ბაიერნი 101 გატანილი გოლით გერმანიის ჩემპიონი გახდა, დორტმუნდის ბორუსიამ კი ქვედა ლიგაში გადაინაცვლა.
1983 წლის 21 მაისი: გოლები წუთგამოშვებით.
მანამდე მწვრთნელის ასისტენტი რაინჰარდ ზაფთიგი პირველად ზის მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელის სკამზე, ოთხი დღით ადრე კლუბი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა. ზაფთიგის დებიუტი ბუნდესლიგის 32 ტურში შედგა, ბაიერნი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, დორტმუნდი - მეშვიდეზე. აღნიშნულ შეხვედრაში დიტერ ჰიონესმა, უდო ჰორსმანმა და კლაუს აუგენტალერმა სამჯერ გაიყვანეს ბავარიელები წინ, რადუკანუს დუბლისა და ბურგსმიულერის გოლების წყალობით დორტმუნდმა სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შემდეგ კი ერდალ კეზერის გოლის წყალობით წინ გავიდა, მაგრამ მეტოქის სიხარული წამები გაგრძელდა, რადგან იმავე წუთზე რუმენიგეს გოლის წყალობით ბაიერნმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში 4:4 დაფიქსირდა. ბოლო სამი გოლი სამი წუთის განმავლობაში გავიდა.
1986 წლის 9 აგვისტო: ძელი
1986/87 წლების სეზონის პირველი სათამაშო დღე შეიძლება მიუნხენის ბაიერნისთვის მარცხით დასულებულიყო. როლანდ ვოლფარტმა და ლოთარ მათეუსმა მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე გუნდი ორჯერ გაიყვანეს წინ, ხოლო დორტმუნდმა დანიელ სიმენსისა და მიხაელ ცორკის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ყველაზე საინტერესო 1:1-ის დროს მოხდა, როდესაც ფრანკ მილი, რომელიც დორტმუნდის რიგებში ბუნდესლიგის პირველ შეხვედრას ატარებდა, პირისპირ გავიდა ბაიერნის მეკარე ჟან-მარი პფაფთან და სამი მეტრის დაშორებიდან ბურთი ძელს მოარტყა. მართალია, შემდეგ 2:2-ის დროს საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ ამან ნაკლებად ანუგეშა.
1999 წლის 3 აპრილი: Kung-Fu-Kahn
ოტმარ ჰითცფელდი მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელის რანგში პირველად ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. იგი, როგორც ცხრილის პირველ ადგილზე დამაჯერებლად მყოფი ჩადის ვესტფალენ სტადიონზე, სადაც ცეცხლოვანი თამაში ელის. თავიდან ყველაფერი დორტმუნდის სასარგებლოდ ვითარდება, ჰაიკო ჰერლიხის დუბლის წყალობით ნახევარი საათის შემდეგ ანგარიში 2:0-ია. ცოტა ხანში კი ბავარიელი სემი კუფური წითელ ბარათს იღებს. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე დორტმუნდელი შტეფან როიტერის ყვითელი/წითელი ბარათის გამო მოედანს ტოვებს. ციკლერმა და იანკერმა ანგარიშის გათანაბრება მაოხერხეს (2:2). თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტს ოლივერ კანზე საუბრობდნენ - არა იმიტომ, რომ ლარს რიკენის საჯარიმო მოიგერია და მიუნხენელებს ქულა შეუნარჩუნა, არამედ მეკარის ირგვლივ დისკურია ორმა კონკრეტულმა სცენამ განაპირობა: პირველი, როდესაც ჰაიკო ჰერლიხს ქვედა ყბაზე უკბინა, მოგვიანებით კი შაპიუზას ნამდვილი Kung-Fu-ს ილეთი ჩაუტარა. (ჩანართი Katerina Bayern-ისგან: ``ჰაიკო ჰერლიხთან დაკავშირებულ მომენტს მოგვიანებით ოლივერ კანი ასე იხსენებს: ``როდესაც გაცოფებული ჰერლიხს მივვარდი, მსაჯმა ეს დაინახა და მიხვდა, რასაც ვაპირებდი. ისიც გამორბოდა და მახსოვს, როგორ მეძახდა: გთხოვ, არ უკბინო, თორემ ბარათით დაგსჯი.``)
2000 წლის 4 ნოემბერი: გოლები, გოლები, გოლები.
ოლიმპიასტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ბაიერნისა და დორტმუნდის კიდევ ერთი უხვგოლიანი შეხვედრა იხილა. სტუმრები, რომელთაც მათიას ზამერი წვრთნიდა, მეორე სათამაშო წუთზე ჰერლიხის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. ამან ბაიერნი ძალიან გააბრაზა და სალიჰამიჯიჩისა და შოლის გოლების წყალობით დაწინაურდნენ, ამას ელბერისა და სერჟიოს გოლებიც დაემატა და საბოლოო ანგარიში 6:2 დაფიქსირდა.
2001 წლის 7 აპრილი: ბარათები, ბარათები, ბარათები.
პირველ ადგილზე მყოფი მიუნხენის ბაიერნი მეორეადგილოსან ბორუსიას ხვდებოდა. შეხვედრის დროს იმდენი ბარათი დაფიქსირდა, რომ სანტა კრუზისა და ბობიჩის გოლებმა მეორე პლანზე გადაიწიეს: 10 ყვითელი ბარათი, ამას დამატებული ლიზარაზუ (ყვითელი-წითელი), ეფენბერგი (წითელი) და ევანილსონი (წითელი) მოედნიდან იქნენ გაძევებულნი.
2002 წლის 9 ნოემბერი: წინ ისევე, როგორც უკან: კოლერი!
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის ბორუსია სტუმრად იმყოფებოდა ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ მიუნხენის ბაიერნთან. სამი ყვითელი და ორი წითელი ბარათები (ფრინგსი, ლემანი) - ორთაბრძოლები, საფეხბურთო ხელოვნება, საოცარი სანახაობა, როდესაც იან კოლერმა სტუმრები დააწინაურა. სანტა კრუზმა და პისარომ შეხვედრის შემობრუნება მოახერხეს. უფრო დიდი ანგარიშით მოგებას კი კოლერმა შეუშალა ხელი, როდესაც 67-ე წუთზე მოედნიდან გაძევებული ლემანის ნაცვლად ჩადგა ბორუსიას კარში. იგი Kicker-ის მიერ იმ ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.
2008 წლის 13 აპრილი: ხეტაფეს საოცრების შემდეგ.
UEFA-ს თასის მეოთხედფინალური განმეორებითი შეხვედრის 120 წუთი ხეტაფესთან ბაიერნს ნაკლებად ეტყობოდა. ალიანც არენაზე შეკრებილი 69 000 გულშემატკივარი გალა სანახაობის მომსწრე გახდა: ლუკა ტონი (2), პოდოლსკი, ზე რობერტო და ანდრეას ოტლი: 5:0, თანაც აქედან 4 გოლი შესვენებამდე გავიდა. ერთი კვირის შემდეგ ორივე გუნდი გერმანიის თასის ფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს. ამჯერად მიუნხენის ბაიერნმა დამატებით დროში 2:1 მოიგო, აქაც ტონის დუბლის წყალობით.
2009 წლის 12 სექტემბერი: მიულერის პირველი ორი გოლი ბუნდესლიგაზე.
ბოლო პერიოდში მიუნხენის ბაიერნის დიდი ანგარიშით მოგება დორტმუნდთან გასვლაზე. ჰუმელსმა ბორუსია 1:1 დააწინაურა, გომესის გოლის წყალობით კი ანგარიში გათანაბრდა (1:1). შვაინშტაიგერს და და რიბერის თითო გოლითა და შეცვლაზე შემოსული მიულერის წყალობით ბაიერნმა 5:1 მოიგო. მას შემდეგ თომასი ძირითადის ფეხბურთელი გახდა.
2011 წლის 26 თებერვალი: სერია შეწყდა.
დორტმუნდის ბორუსია ცხრილში დამაჯერებელი ლიდერის სტატუსით ესტუმრა ალიანც არენას და 19 წლიანი პაუზის შემდეგ მიუნხენში პირველი გამარჯვება იზეიმა. (1:3 სტუმრების სასარგებლოდ).
------------------
FCB
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=671...&type=1&theater