FC Bayern Geo Fans
22.11.2013. მატჩისწინა პრესკონფერენცია - ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა პეპ გუარდიოლა.
``ძალიან ვწუხვარ ყველა ტრავმირებული ფეხბურთელის გამო: ბასტი, ფრანკი, ჰოლგერი. მაგრამ ბოდიშის მოხდა არ მიყვარს. მართალია, მიმდინარე სეზონზე ტრავმის პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამის გამო თავის მართლება დაუშვებელია.``
``სუპერთასის ფინალის შემდეგ უკეთეს ფორმაში ვართ. ფეხბურთელებმა უკეთ გამიცნეს. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ ეს დიდი შეხვედრა გველის.``
``დარწმუნებული ვარ: დორტმუნდს ბაიერნის არ ეშინია. ჩვენი მეტოქე მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომელიც გადართვაზე ასე კარგად თამაშობს. ისინი ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები არიან. რა თქმა უნდა, არც მწვრთნელს, არც გულშემატკივარსა და არც ფეხბურთელებს შიში არ ექნებათ.``
``ხვალ ჩემი პირველი გერმანული კლასიკოა. თავიდანვე შევნიშნე, რა კარგი გუნდია დორტმუნდის ბორუსია. მართალია, ხვალ განსაკუთრებული შეხვედრაა, მაგრამ ჯერ ნოემბერია და არა აპრილი, ან მაისი. რასაკვირველია, კარგი თამაში მნიშვნელოვანია. მაგრამ ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ სათამაშო სტილზე უნდა მოვახდინოთ.``
``მიყვარს, როდესაც მეტოქეს ძლიერი შემადგენლობა ყავს. ხვალინდელ მატჩში ჩვენც გვაკლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დორტმუნდელთა შემადგენლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათაც ტრავმების პრობლემები აწუხებთ, ძალიან მაღალი ხარისხის იქნება. ``
``ჩვენ მეტი დრო გვჭირდება. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩემი გუნდი. მართალია, შედეგები კარგი გვქონდა, მაგრამ დროა საჭირო. ჯერ ვერ ვხედავ ისეთ თამაშს, როგორიც მიყვარს. ჩემი სათამაშო სტილი ცოტა სხვანაირია. კონტრშეტევაზე მოთამაშე ძალიან ბევრ გუნდს ვხვდებით, გერმანიაში განსხვავებული სათამაშო კულტურაა. ეს აქამდეც ვიცოდი. რის თქმა შემიძლია: აქამდე ძალიან დიდი გულით ვთამაშობდით.``
``ხშირად ვესაუბრები მარიო გიოტცეს. მართალია, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანიცაა. სწორად აზროვნებს. ჩვენ ვისაუბრეთ დორტმუნდში არსებულ რესტორნებზე, კინოთეატრებზე, მის იქაურ მეგობრებსა და მაყურებელზე. ძალიან მშვიდი ადამიანია. ადრე თუ გვიან დორტმუნდში დაბრუნება მოუწევდა. აჯობებს, ეს ადრე მოხდეს. ფაქტიურად ასეც გამოვიდა.``
``უნდა ვიყო თუ არა თამაშის დროს მშვიდად? დაიცადეთ! . . . ჩემი გერმანული ჯერ არ არის ისეთი კარგი. . . ვცდილობ, მსაჯებთან ურთიერთობა ვაკონტროლო. აჯობებს საკუთარ ფეხბურთელებზე გავბრაზდე.``
``არ მიყვარს მატჩის წინ სასტუმროში ყოფნა. ფეხბურთელი თამაშის წინ აქტიური უნდა იყოს, სასტუმროში კი ხუთი, ექვსი საათი ლოგინში წევს და მოწყენისგან არ იცის რა აკეთოს. გასვლით შეხვედრებზე ყოველთვის წინა დღეს მივემგზავრებით, საშინაო მატჩების წინ კი ფეხბურთელები ოჯახებში არიან. მე მათ ვენდობი და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.``
``თუ ვაჟკაცურად არ ვითამაშეთ, დორტმუნდს ისე ვერ მოვუგებთ. თუ არ იქნება სიმამაცე - სამი ქულა ბორუსიას ანგარიშზე წავა.``
``სუპერთასზე განცდილი მარცხიდან ვისწავლე, რომ დორტმუნდი ძალიან კარგი გუნდია. მითამაშია რეალის წინააღმდეგ, იქ მხოლოდ სამი ფეხბურთელი მოდიოდა კონტრშეტევაზე. დორტმუნდის შემთხვევაში კი მთელი გუნდი გიტევს, თანაც ათასჯერ.``
``ტიაგო განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელმაც არ იცის რა არის შიში. ის ყველაზე გამბედავია იმ ფეხბურთელთა შორის, ვისაც ვიცნობ. ორი თვე ტრავმირებული იყო, რიტმი აკლია. მაგრამ მომავალში აუცილებლად გვჭირდება, ისევე როგორც ბასტი, ფრანკი, შაქირი და პისარო. ტიაგო კარგია ერთი-ერთზე, შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაშიც.``
``არ ვფიქრობ, რომ გიოტცეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ დაბრუნებისა და ფიგუსა და ბარსელონას შემთხვევის შედარება შეიძლებოდეს.``
``რა იქნება სეზონის ბოლოს, ვერაფერს ვიტყვი. ცხრილში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ ეტაპზე გავედით. თუმცა ჯერ არ ვართ ბოლომდე კარგ ფორმაში.``
``შიში ჩემი ფეხბურთელების თვალებში სუპერთასის მატჩის დროს? არა. გამორიცხულია.``
``მოვიყვანდი თუ არა მესის? არა, არა. მესისთვის საუკეთესო ადგილი ბარსელონაა.``
``ფრანკ რიბერი დიდი ხნით დაგვაკლდება. ვიმედოვნებ, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.`` ``იურგენ კლოპს ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. წარმოუდგენელი შრომა ჩადო ამ კლუბში. როდესაც დორტმუნდს შეხედავ, მაშინვე მიხვდები, თუ რა მაღალი ხარისხის მწვრთნელი ყავს.``
``მე და ჩემი ოჯახი მიუნხენში თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. Alles super!``
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=671...&type=1&theater
მიმაგრებული სურათი