FC Bayern Geo Fans
ახალი რობენი. იგი რამდენიმე თვეა ფრთაშესხმულივით გამოუყურება! ბრაუნშვაიგთან დუბლი კი მისი მომდევნო საუკეთესო გამოსვლა იყო.
Bild-ი შეეცადა მოკლე ანალიზე გაეკეთებინა, თუ რატომ არის ჰოლანდიელი ასეთ კარგ ფორმაში.
. . . ნაკლები ვარჯიში! ნაცვლად იმისა, რომ შვებულების დროს აქტიურად ევარჯიშა, რომენმა ზაფხული დასვენებას მიუძღვნა: ``საკუთარი სხეული კარგად გავიცანი. ვიცი, როდის შემიძლია მივაჭირო გაზს. ვიცი, როდის უნდა შევიკავო თავი.`` როგორც ჩანს, ახლა ასეც იქცევა.
. . . ნაკლები ტრავმიანობა! სეზონის დასაწყისიდან არიენ რობენმა ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა. წინა სეზონზე ამ პერიოდისთვის 11 მატჩი ქონდა გამოტოვებული.
. . . მეტი გოლები! მიმდინარე სეზონზე ბუნდესლიგაზე, თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა, 10 საგოლე მომენტი მოამზადა. წინა სეზონზე კი სამივე ტურნირზე სულ 13 გოლი ქონდა გატანილი. ყველაფერი თუ ისე გაგრძელდა, როგორც ახლა, ამ მაჩვენებელს ახალი რობენი საგრძნობლად გაზრდის.
მისი ასეთი წარმატებული თამაში ძალიან ახარებს კლუბის სპორტულ დირექტორს მათიას ზამერს, მითუმეტეს 2012 წელს სახლში წაგებული ფინალის შემდეგ, როდესაც თერთმეტმეტრიანის ვერ გამოყენების გამო ჰოლანდიელი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოექცა და მძიმე პერიოდის გადატანა მოუხდა. მანამდე კი 2010 წელს ჰოლანდიის ნაკრების რიგებში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეგა-მომენტი ვერ გამოიყენა. მაგრამ ამ ყველაფერმა ის გააძლიერა და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედიც გადაწყვიტა.
რობენის ირგვლივ ყველაფერი ახალია. თუმცა არ ჩანს ახალი ხელშეკრულება.
მისი კონტრაქტი გუნდთან, ისევე როგორც კროოსის, ალაბასა და ბოატენგის, 2015 წლის ზაფხულში იწურება. ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ჰოლანდიელის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თავად რობენი ახცადებს: ``ჩემს შესაძლებლობებს ვიყენებ და ვთამაშობ, არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაიმე უნდა დავამტკიცო. მათ იციან რაც შემიძლია.``
------------------
Bild.de
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=675...&type=1&theater