მოკლედ ეხლა დაწყნარებულზე ჩემს მოსაზრებასაც დავწერ.
გუშინ როჯერსმა შეცდომა დაუშვა როდესაც ფორმაცია 4-3-2-1 აირჩია.
სუარესი სულ მთლად მარტო დატოვა,არავინ არ დაახმარა საერთოდ და ნეტა რას მოელოდა ამით? ფრთებს გამოისხამდა?
კარგი ეგეც რომ არ იყოს გარემარბებზე გავამახვილოთ ყურადღება. ფაქტობრივად წინ ხაზი მაგათ აბარიათ,მათ უნდა შეექმნათ მომენტები და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩაიჯვეს. ამის მერე მგონია რომ ამ ორეულს უკვე სკამის ხეხვა მოუწევთ. ნუ ეს მოზესი ხო საერთოდ ჩამოსხმაა.
მეორე შეცდომა ის იყო,როდესაც კოუტინიო შემოუშვა და ფლანგზე გაამწესა,ფაქტობრივად "ხელფეხშეკრული" იყო ეს ბიჭი და კი ვნახეთ რომ ვერაფერი ქნა.
ლუის ალბერტოზე მე არაფერს ვწერ. ეგ იყო მოედანზე იყო,არ იყო არ ვიცი.
დაცვაზე რა უნდა ვთქვა? ყველაზე მეტად შკრტელი მეცოდება. ყველაფერი გააკეთა ბოლომდე იბრძოდა და კატასტროფულად არ გაუმართლა ბოლოში

ორივე გოლი მის "ანგარიშზეა" მაგრამ რას ვიზამთ უარესებიც მომხდარა და მაგის გამო არ უნდა შევჭამოთ ეს ბიჭი.
ნუ ტურე რაღაცას ფაფხურობდა...კარგად მახსოვს ერთ ორ მომენტში,რომ უნდოდა კაცს გასცდენოდა და საბოლოოდ ლამის ბურთი აახიეს.
ჯონსონი 0. იმენა ###,ფლანაგანზე რა უნდა ვთქვა? ღლაპია და გამოცდილებას აგროვებს მაგრამ ჩვენ მაგის გამოცდილება ქულები გვიჯდება.
ნახევარდაცვის ტრიოდან მარტო სტივის გამოყოფა შემიძლია,მაგარი ჯარიმა შეაგდო და ლუისთან ერთად მომენტების შექმნას ცდილობდა მაგრამ საერთოდ არაფერი გამოვიდა.
ლუკასი და ჰენდერსონი ჩაკარგულები იყვნენ საერთოდ.
მე როჯერსის ადგილას აგგერს და კოუტინიოს სკამზე არ დავსვამდი. როჯერსს 100% ეგონა რომ ჰალს ისე მოუგებდა რომ მათ შანსიც არ ექნებოდა ჩვენს წინააღმდეგ. კომენტატორი ამბობდა ასვენებს ამ ორს რომ შემდგომი თამაშებისთვის უფრო ჯანზე იყვნენო უკაცრავად და რომელი თამაშებისთვის? დავიჯერო ნორვიჩი,ვესტ ჰემისთვის ასვენებს ჯიგრებს? რატომ ავიწყდებათ რომ ეს ინგლისია,ლიგა სადაც ყველა ბოლომდე იბრძვის მიუხედავად იმისა რომელ ადგილზეა.
მგონია რომ გუშინდელი მატჩისთვის იდეალური სქემა 4-2-3-1 ან 4-3-1-2 იქნებოდა. ასპასი შემოეგდო და ენახა საერთოდ რა მოხდებოდა. ლუისთან ერთად როგორ ითამაშებდა,მაგრამ აგერ ისევ ის ამოჩემება და შემადგენლობა რომელსაც მოგების შანსიც არ ჰქონდა.
უკვე ქულების დაყრა დავიწყეთ და ასე თუ გაგრძელდა ისევ დაბლა მოგვიწევს ხეხვა,მართლა გვიმართლებდა აქამდე რაც ქულები ავიღეთ რამდენი 1:0 ვითამაშეთ.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში,პირველ რიგში ყურადღება ნახევარდაცვას უნდა მიექცეს. გვჭირდება ორი საყრდენი ნახევარმცველი. ერთი ფლეიმეიქერი(პასტორეზე იწერება და ნეტა სიმართლე იყოს) და ერთიც ფორვარდი თორემ ერთი ორი ტრამვა და აბა კარგად ვიყოთ. ალენის იმედზე ჩვენ ვერ ვიქნებით ნაღდად.
აქ ითქვა და სიმართლეა,კოუტინიოს ფიზიკურ მომზადებას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს,ძალიან სუსტია და პროსტა პასაობით ვერაფერს გახდება თუ ცოტა ბრძოლა არ ისწავლა წინა ხაზზე და ბურთის წართმევა.
ეს დაუდგება ესიენს ან ტურე იაიას? შეჭამენ ძვლებიანად. საერთოდ ფიზიკური მომზადების კომპონენტს უნდა მიექცეს ყურადღება.
იგივეა სუსოზეც,ეგეც მაგარი სუსტია ფიზიკურად და კაი ბლომად ვარჯიში სჭირდება რომ თვალებში გამოიხედოს.
ძირითადი "ათიანი"-სთვის უნდა იყოს სერიოზული კონკურენცია და ვინ გვყავს? კოუტინიო,ალბერო,სუსო. გაწურონ ბოლომდე ვარჯიშებზე და შედეგს მივიღებთ მაინც.
და ბოლოს ეს დედა#####ული ექსპერიმენტები მართლა უნდა მორჩეს რა. ამხანაგური მატჩები ხომ არაა? რატომ იქცევა როჯერსი ასე არ მესმის. რატომ ცდილობს რომ პიზდეცინტელექტუალი გამოჩნდეს? ათამაშოს რა ნორმალურად გუნდი და შედეგი მიიღოს რაც ყველას გვინდა.
და კიდე ერთი როჯერსი მოთამაშეებს აბრალებს მარცხსო. მე კი ვთვლი რომ ეს თამაში როჯერსის წაგებულია,ლიჩნა მისი პირადი დამსახურებაა 3 ქულის დაკარგვა და იმდენს ნუ იზამს რომ სხვაზე გადაბრალებით მთელი გუნდი არ ამხედრდეს მის წინააღმდეგ და არ გააგდებინონ.