მადრიდის "რეალი" ილკაი გიუნდოგანის გადაბირების გზებს ეძებს...
დიდი ხანია დადის ხმები იმის თაობაზე, რომ ილკაი გიუნდოგანის გადაბირებას მრავალი ევროპული გრანდი ცდილობს. მისი გადაბირების ერთ–ერთი მთავარი კანდიდატი მადრიდის "რეალია", რომელიც "ბორუსიას" ნახევარმცველის მიმართ ინტერესს გასული ზაფხულის შემდეგ იჩენს.
"სამეფო კლუბს" გიუნდოგანის შეძენა სურს, რომელიც სასარგებლოა როგორც თავდაცვითი, ასევე შემტევი თვალსაზრისითაც.
"რეალმა" იცის, რომ ილკაის "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის, თავად ფეხბურთელი კი ზაფხულის მიწურულიდან ლაზარეთშია.
"ბლანკოსმა" "ბორუსიას" მენეჯერთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა, რის შედეგადაც შეიტყო, რომ თეორიულად გიუნდოგანის ტრანსფერი შესაძლებელია. ამიტომ, მადრიდელები გერმანელის შეძენას მომავალ ზაფხულს ეცდებიან. ფლორენტინო პერესი მზადაა გიუნდოგანის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა – 30 მლნ. ევრო გადაიხადოს.
ასევე განიხილება ნური შაჰინის ტრანსფერში ჩართვაც, რომელიც არენდით დორტმუნდელთა რიგებში თამაშობს, ისე კი "რეალის" საკუთრებაა. "ბორუსიას" ნურის გამოსყიდვა 7 მლნ. ევროდ სურს. ამიტომ, შესაძლოა მადრიდულმა მხარემ გერმანელებს ილკაის სანაცვლოდ შაჰინი და გარკვეული თანხა შესთავაზოს.
- See more at:
http://madridista.ge/news/24665-realbbb-bb...h.zjTL98EZ.dpuf