ყველას ვერ ვუპასუხებ რაც აქ დაიწერა და მილანის თემაში, მაგრამ ამ ხალხის რეაქცია მკლავს...
ჯერ.. ალეგრის რო აგინებთ იმის გამო, მექსე რატომ შემოიყვანაო, რა ქნას აბა, ბლინ, მატრი გამოიყვანოს კიდე? რა უნდა მოხდეს, რომ ამ კაცის გადაწყვეტილება მოიწონოთ, დღეს ალეგრი რომ არა დიდი ალბათობით წავაგებდით. ამ ეტაპზე ალეგრის მარტო იმაში არ ვეთანხმები, რომ კონსტანტს ათამაშებს და ემანუელსონს არა.
მერე, ამ ჰოვარდ ვების დედა ვატირე, რა ქნა ტიპმა ეს. ჯერ ხომ საერთოდ არ ვეთანხმები მონტოლივოს გაგდებას - ყვითელი იყო, არ იყო ეს გამიზნულად თამაში უხეშად და მეორეც, თუ ეგ წითელი იყო მაშინ ბლინდისთვისაც წითელი უნდა მიეცა. მერე, რამდენი ყვითელი გვესროლა ამ ჩემისამ, დე იონგმა, დე შილიომ და მუნტარიმ არაფრის გამო მიიღეს ყვითლები, ნაღდად უსაფუძვლო იყო.
აიაქსი კიდევ სუსტი არანაირად არ არის, ბარსას მოუგო ბოლო-ბოლო წინა ხელი უშანსოდ. მილანი რომ ცუდი გუნდია ეგ ალეგრის ბრალი არ არის, ეგ არი უშუალოდ ბერლუსკონის ბრალი.
და აქ კიდევ, მილანს რომ დაცინიხართ, რომელს დაგრჩათ გუნდი ლიგაზე? ან რა ლოგიკაა დაცინვა, მაშინ ეს თემა ვაბშე რატო არსებობს.
ან რა ლამაზ თამაშს ითხოვთ ზოგიერთები 10 კაციანი გუნდისგან, რომელიც ჩერეზჩურ ახალგაზრდა და სწრაფ გუნდს ეთამაშება?
მაგარი დარხეული გვაქვს 1/8-ში, ამაზე 2 აზრი არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ მილანისთვის ესეც მიღწევაა ახლა და კიდევ უფრო სამწუხაროდ იტალიური ფეხბურთისთვისაც...
ფიორენტინა რა, უფრო ლამაზად წააგებდა?

) თუ რა ბაზარია. ცოტა რეალურად შეაფასეთ რა. ჯობდა შარშან მილანი ფიორენტინას და იმიტომაც გავიდა ლიგაზე.
აიაქსზე კიდევ, პირველ თამაშში ნაღდად უსამართლოდ წამოვიღეთ ქულა, მაგრამ ახლა აქ არანაკლები უსამართლობები მოხდა მილანის საწინააღმდეგოდ. თანაც, რომ შეაფასო გამოვიდოდა, რომ 3 ქულა ექნებოდა მილანს უეჭველი ამოსაღები და ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტდა ყველაფერს, ის რომ წაეგო, არადა იქ 1:0 წააგებდა რომ არა პენალტი. შესაბამისად, რომ არა უსამართლო წითელი დიდი ალბათობით მილანი უფრო შედეგიანად მოიგებდა, ამიტომ სინდისზე და რაღაც მორალურ ღირებულებებზე საუბარი შეწყვიტეთ, ჯობია.
ჰოდა კიდევ, უფროს-უმცროსობა უადგილოა მეტისმეტად, დღევანდელი მდგომარეობით მით უმეტეს.
პროსტა მაგრა ვღიზიანდები ხოლმე, ესეთი ემოციური თამაში იყო და ჩერეზჩურ არაადეკვატური პოსტები რო მხვდება, ხალხსგან რომლებსაც პა ბალშომუ ###ზე კიდიათ რა.
This post has been edited by Bowman on 12 Dec 2013, 02:22