ისმინე ლაივსკორერო, მიჰყევ კორალის მცნებასა
ჯერ მატჩი ნახე, კვლავ პოსტე, თუ ეძებ გემოვნებასა
თამაშის ცქერა ჯობია ბოლოჟამ დანანებასა -
სამ-ხუთზე მეტი დამჯდარა, ევროპაბეთის დედაცა!
ვითა უბურთოდ მილანი სან-სიროს ამად ლომობდეს
ნაინფლაციებ ბეილი ბენჩზე პრესასთან ომობდეს
ვერ აღასრულოს საწადი იბრამ, ტყუილად ღონობდეს
ეგრეთ ლაივსკორ მიბმული ვერ მიხვდეს რასაც ნდომობდეს.
ვსძებნე და ვერა ვოპვე რა მჯობნია ამ ბიჭის, მესისა
დონსა აქვს თავის უფლება თანად მოყვანის მწვრთნელისა
იგი სადაცა დარჩების, პრიზები თან ექნებისა
მეხუთე ოქროს ბურთისთვის მუხლთ არვის მოექნებისა!
ნაგავი პოსტით დარჩების, ჩორნა ჩანელით თვისითა
ზიგი კეიტით, სექტანტი - მესის საქებარ სიტყვითა
ვესტი ლურჯ-წითელ დროშების სხვათა თემაში ქნევითა
მოდერი ვორნით მრისხანით, შენა გწადს აწ რომელითა?
ნაგავი თან სდევს თემასა, რაგინდ რა გვერდზე მყოფელი
მას ეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი
შენ კი ეწაფე მის პოსტებს, როგორც გრაალსა მესისა
ნუ დამიმადლი ამ სტროფებს, ჩემი ცოდვილი ლექსისა
