გიოო
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 764
წევრი No.: 41474
რეგისტრ.: 9-September 07
|
#41038293 · 23 May 2014, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა რა პუიოლი ვილირეალში
უკვდავი პუიოლის უკანასკნელი სიტყვა თარიღი: მაისი 16, 2014 A2-62161031.jpg
იგი მილიონების ოცნებით ცხოვრობდა და ისტორიაში საუკეთესო კაპიტნის სახელით მიდის. “მხოლოდ ჩემი ციკლი მთავრდება. “ბარსელონა” იყო და იქნება საუკეთესო გუნდი. პუიოლი მათთვის – მხოლოდ ბიოგრაფიის ძალიან მცირე ნაწილია”, ყველა კარგი სიტყვებით მოიხსენია, ვისთან ერთადაც კლუბსა და ნაკრებში მუშაობდა. მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა კარიერა, ან, უბრალოდ ფეხბურთისგან დაისვენოს. თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ იგი მწვრთნელობას არ აპირებს.
“საბოლოო გადაწყვეტილება მუხლის ტრავმის გამო არ მიმიღია. თუ ამ დაზიანებას მოვირჩენ, შეიძლება, კიდევ ერთი ან ორი სეზონი ვითამაშო. “მილანისა” და მლს-ის ვარიანტები ნებისმიერ შემთხვევაში, არ განიხილება, სადმე ჩვენს ლიგებში ასპარეზობა კი, უბრალოდ გულის გასახარებლად მინდა”.
თავისი დამსახურებების გამო, მას “ბარსელონაში” დარჩენა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეეძლო. ექვს საჩემპიონო ტიტული და სამი ჩემპიონთა ლიგა, სხვა ტიტულები რომ არ ჩავთვალოთ – მხოლოდ კაპიტან პუიოლს აქვს მოგებული. მაგრამ, კარლესმა მშობლიური კლუბისთვის ზედმეტ ტვირთად ყოლა არ ისურვა. ხერარდო მარტინომ ის გააკეთა, რაც არც პეპს და არც ტიტოს არ გაუკეთებია – პუი შემადგენლობიდან მოკვეთა. ახსნის გარეშე. “ტატა ყველაფერს სწორად აკეთებს. იგი გუნდზე ფიქრობს და ცდილობს, უფრო ძლიერი და უკეთესი გახადოს. ძალიან ვითხოვ: მარტინოსადმი არანაირი პრეტენზია არ გამოხატოთ. ყველაფერი ჩვენს კისერზეა, ფეხბურთელების. მწვრთნელი ჩინებულად მუშაობს”.
მას წასვლა ჯერ კიდევ გასულ სეზონში სურდა. მაშინ დარჩენაში დაითანხმეს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ პუიოლმა მარტის თვეში გვაცნობა აცრემლიანებული თვალებით. ყველაფრის თქმას 30 მაისს, სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, უფრო ადრე გამართა სპეციალური პრესკონფერენცია, უკანასკნელი ტურის წინ. შეიძლება, იმისათვის, რათა თავის გუნდს “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის უფრო მეტი მოტივაცია შეჰმატოდა. “განაცხადშიც კი არ ვიქნები – მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევს. საქმე მხოლოდ ამაში არაა. ვალდებულები ვართ ეს ჩემპიონატი ტიტოს პატივსაცემად მოვიგოთ. მახსოვს მამაჩემი, მიკე როკე, ლუის არაგონესი, ტიტო ვილანოვა. ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ახლოს იყვნენ და წავიდნენ. ძალიან დიდი როლი ითამაშეს, კარგი მოგონებები დატოვეს და გვასწავლეს, რომ ზოგიერთ საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ, არა ისე, როგორც ეს მიღებულია”.
თითოეულზე შეიძლება ბევრი საუბარი. მამაჩემი უბრალო გლეხი იყო, ლერიდას პროვინციის პობლა დე სეგურადან, რომელმაც მასწავლა, რომ ყოველთვის ჩემთვის ვყოფილიყავი, ყოველთვის და ყველგან ბოლომდე მებრძოლა. კანტერანოში ნათამაშები წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მისი ფრაზა ძალიან კარგად მახსოვს: “მერე რა მოხდა? ცუდად ითამაშე? არაუშავს. მომავალში ძლიერი იქნები. ცხოვრება არასდროს და არავის აჩუქებს საჩუქარს. არასდროს, არავის და არაფერს. თუმცა, თუ შენ იბრძოლებ, გაიმარჯვებ”. იგი იბრძოდა. უკვდავი და ლომის გულით. იგი ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი და “ფურია როხას” დაუმარცხებელი სული. თავის დროზე, კარლესი ფეხბურთისთვის თავის დანებებასა და უბრალოდ სწავლას აპირებდა. ბუნებით ესარგებლა და მუშა ან გლეხი გამხდარიყო. ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა. ისე, რასაც ნამდვილი ცხოვრება ჰქვია.
არაგონესი და ტიტო – ყველასათვის გასაგებია. პირველმა მათგანმა მსოფლიო ააფეთქა, წარუმატებელი გუნდისგან საოცარი კოლექტივი შექმნა, საოცარი მატჩები მოიგო. პუიოლი მას სულისკვეთებით წააგავდა. მეორე ძმა და მეგობარი, რომელმაც გუნდში სითბოსა და ნდობის ატმოსფერო შექმნა.
“ბეტისის” ფეხბურთელ მიკე როკესთან ურთიერთობა. იგი და კარლეს პუიოლი ერთმანეთს ისევე იცნობდნენ, როგორც ფეხბურთელთა უმრავლესობა იცნობს ერთმანეთს – მატჩის მიმდინარეობისას ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესალმებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი გზაა. თუმცა, სწორედ პუიოლი ჩავიდა სევილიაში, როდესაც ავადმყოფობის შესახებ გაიგო და მიკე “ბარსელონას” საუკეთესო კლინიკაში წაიყვანა, მასთან ახლოს იყო, როცა მასაც უამრავი საქმე ჰქონდა. კლუბი, ნაკრები, ფეხმძიმე ცოლი ვანესა ლორენცო. “უარესი ტკივილი არ არსებობს. მან უნდა იცოცხლოს. მისთვის ვიბრძოლებ. ეს ჩვენი მთავარი მატჩია”, – შემდეგნაირად ახსნა კაპიტანმა საკუთარი გადაწყვეტილება.
პუიოლი – ადამიანი, რომელმაც მთელი პუბლიკის დასანახად დანი ხარკესა და მიკი როკეს მაისურები ჩაიცვა. მისი ცხოვრებისეული სიკეთეების შესახებ ჩვენ მხოლოდ მიკეს გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ.
“არასწორია, ეს ასე არ უნდა იყოს. ალბათ, იქ სადღაც რომელიღაც პროგრამა გაფუჭდა. თასები, გამარჯვებები, ტიტულები, კლასიკო. ეს ყველაფერი – მხოლოდ ცხოვრების ნაწილია. აქ მთავარი თავად ცხოვრებაა”.
საქმე მხოლოდ ტიტულებს არ ეხება. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კარლიტო არც კი დაფიქრებულა ისე გადასცა აბიდალს კაპიტნის სამკლაური, რომელსაც სულ რამდენიმე კვირის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. “მთავარი მოვლენა? უემბლიზე ერიკის მიერ აწეული თასი. ეს ბოროტებაზე გამარჯვებაა. მეტი არაფერი”.
სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ისინი მიდიან. ძალიან მალე დაასრულებენ კარირას რაული და დელ პიეროც, “ინტერში” ძანეტის 4-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს, მიდის დი ნატალეც. ამის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. უბრალოდ, მხოლოდ ფეხბურთი და მისი გულშემატკივრები ზარალდებიან ასეთი ლეგენდების წასვლით.
This post has been edited by გიოო on 23 May 2014, 22:03
|